მეხსიერების საიდუმლო
2011-02-22, 3:42 PM

Image 
Hosted by ImageShack.us

მეხსიერება არაჩვეულებრივი თვისებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. შეიძლება კი მეხსიერების გავარჯიშება?

Mმეხსიერება ორი სახისაა: ხანმოკლე და ხანგრძლივი. სესიების დროს სტუდენტები ცდილობენ ერთ ღამეში `ჩაჭყლიტონУ ტვინში უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც გამოცდების ჩაბარების მერე მომენტალურად `ორთქლდება~.

Aადამიანი მეხსიერების 10%-ზე მეტს არ იყენებს Р დანარჩენი 90% უბრალოდ იკარგება, რადგან არ ვიცით მახსოვრობის კანონების გამოყენება. Eეს კანონები კი ძალიან მარტივია და სულ სამია _ შთაბეჭდილება, გარემოება და ასოციაცია.

Mმაშ ასე, გინდათ რაიმე დაიმახსოვროთ? _ პირველ რიგში საჭიროა კონცენტრირება და შთაბეჭდილების მიღება, რომლისთვისაც არა მარტო მხედველობა, არამედ სმენაც უნდა გამოვიყენოთ.

Mმხედველობითი მეხსიერება ყველაზე მყარია, იმიტომ რომ თვალიდან ტვინში მიმავალი ნერვები 20-ჯერ მსხვილია, ვიდრე ნერვები, რომლებიც ყურიდან ტვინში მიდის. Mმარკ ტვენი ვერაფრით იმახსოვრებდა საკუთარი გამოსვლის ტექსტს, როცა ჩანაწერებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ საკმარისი იყო ჩანაწერები ნახატებით შეეცვალა, რომ ყველაფერი აეწყო.

Mმეხსიერების მეორე კანონი გარემოებაშია. Aათასობით მუსლიმანმა სტუდენტმა ზეპირად იცის ყურანი, `ახალი აღთქმის~ მოცულობის მქონე წიგნი. ისინი მას მუდმივი გარემოების ხარჯზე იმახსოვრებენ.

Mმესამე კანონი _ ასოციაციაა, ერთადერთი საშუალება მყარად ჩავეჭიდოთ მეხსიერებაში, რაიმე ფაქტი, ესაა მისი რაიმე სხვა ფაქტთან დაკავშირება, რომელიც გარკვეულ ასოციაციას იწვევს თქვენში.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1003 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]