მასლოუს პირამიდა
2011-06-25, 11:31 PM

ჰუმანისტ-ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც ბაზისური მოტივები ქმნიან მოთხოვნილებათა იერარქიას, სადაც მთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ.


1. ბიოლოგიური მოთხოვნილებები: საკვების, სასმელის, ჟანგბადის, დასვენების, სექსის, დაძაბულობის მოხსნის მოთხოვნილებები.

2. უსაფრთხოების მოთხოვნილება:
უსაფრთხოების, კომფორტის, უშფოთველობის, შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება.

3. მიჯაჭვულობის მოთხოვნილება:
თანაზიარობის, აფილაციის მოთხოვნილება, მოთხოვნილება იმისა რომ გიყვრდეთ და უყვარდეთ.

4. პატივისცემის მოთხოვნილება:
დარწმუნებულობის, საკუთარი თავის ფასეულობისა და კომპეტენტურობის, თვითპატივისცემისა და სხვათა მხრიდან პატივისცემის მოთხოვნილება.

5. შემეცნებითი მოთხოვნილებები:
ცოდნის, გაგების, სიახლის მოთხოვნილებები.

6. ესთეტიკური მოთხოვნილებები:
მშვენიერების და წესრიგის მოთხოვნილება

7. თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება:
პოტენციალის სრულად გამოყენების მოთხოვნილება, განსაზღვრული მიზნისკენ სწრაფვა.

8. ტრანსცენდენტური მოთხოვნილებები:
კოსმიური დანიშნულების შეცნობის სულიერი მოთხოვნილებები მასლოუ თვლის რომ ადამიანს არ გამიჩნდება მესამე რიგის მოთხოვნილება თუ დაკმაყოფილებული არ მაქვს პირველი რიგის მოთხოვნილება. მაგალითად შიმშილი და წყურვილი უნდა დაკმაყოფილდეს სხვა ნებისმიერი მოთხოვნილების ამოქმედებამდე. როცა ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაჟინებით მოითხოვენ დაკამყოფილებას მაშინ სხვა მოთხოვნილებები შეჩერებულია და ისინი ვერანაირად ვერ აისახებიან ჩვენს ქცევაზე.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1106 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]