მაჰათმა განდი ~ “არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, თავად მშვიდობა არის გზა”
2011-02-20, 10:56 PM

 



მაჰათმა განდი

(1869-1948)

399px-portrait_gandhi

"ჯერ იგნორირებას გაგიკეთებენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გეჩხუბებიან, შემდეგ შენ იმარჯვებ”

Gandhi_and_Kasturbhai_1902

"ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება "

gandhi

"რელიგია, რომელიც პრაკტიკულ საკითხებს არ ითვალისწინებს, და არ გადაჭრის ამ პრობლემებს, არ არის რელიგია”

Gandhi_South-Africa

"ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა”

gandhi_pd

"კომპრომისი მომეცი-წაიღეზეა დაფუძნებული, მაგრამ შეუძლებელია ფუნდამენტის გაცემა-წამოღება. ნებისმიერი კომპრომისი თუნდაც უბრალო ფუნდამენტზე, დანებებაა. რადგან ეს ყოველთვის გაცემაზეა დამოკიდებული”

411px-Salt_March

"თვალი თვალის წილ, მთელი სამყაროს დაბრმავებით სრულდება”

30-gandhitrain

"ერთი პატარა საქმე, ათას ნაქადაგებ საათს სჯობს”

Mahadev_Desai_and_Gandhi_2_1939

"სიბრაზე არა-ძალადობის მტერია, ხოლო სიამაყე მონსტრი რომელიც ყლაპავს მას”
mahatma_gandhi

"იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”

Mahatma-Gandhi_1

"უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”

Mahatma-Gandhi_3

"კაპიტალი,როგორც ასეთი, არ არის ბოროტება, ეს მისი არსწორად გამოყენებაა ბოროტება. კაპიტალი, ერთი ფორმით თუ მეორით, ყოველთვის იქნება საჭირო "

2

"შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”

1

"თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”

4

"მე ვეწინააღმდეგები ძალადობას, რადგან როცა ჩანს, რომ კარგს აკეთებს, ეს დროებითია. ხოლო მისი ცუდი სამუდამო”

ბავშვობის წლები: ის ინდოეთის ზღვისპირა ქალაქში, გუჯარატში დაიბადა. განდი "ჯაინ”-ის ტრადიციებით იზრდებოდა, რამაც მის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია; მათ შორის: თანაგრძნობა ყველა მგრნობიარე არსებისთვის, ვეგეტარიანიზმი, მარხვა თვით-განწმენდისთვის და ორმხრივი ტოლერანტულობა სხვადსხვა რწმენის მიმდევრების მიმართ.

სიმართლის მაძიებელი გმირი: ინდურმა კლასიკურმა ლიტერატურამ, განსაკუთრებით კი შრავანას და მაჰარაჯა ჰარისჩანდრას ეპიკურმა ნაწარმოებებმა, უდიდესი გავლენა იქონია განდიზე, ბავშობის პერიოდში. ჰარისჩანდრას მოთხრობა, რომელიც ინდოეთის მეფესა და სიმართლის მიმდევარ გმირზეა, მთელი ბავშვობა არ ამოსდიოდა თავიდან განდის. თავის ავტობიოგრაფიაში, ის აღიარებს რომ ამ მოთხრობამ მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილენა დატოვა. ის წერს, "თავიდან არ მცილდებოდა, და ვიცოდი, რომ განუწყვეტლივ უნდა მეთამაშა ეს როლი”. განდიმ ადრეული თვით-იდენტიფიკაცია სიმართლესთან და სიყვარულთან, უზენაეს ღირებულბებთან განიცადა რაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

ადრეული ქორწინება: 1883 წელს განდი კასტურბა მაქანჯიზე დაქორწინდა ბავშვების დაგეგმილი ქორწინებით; ამ დროს ის 13 წლის იყო.

როცა ამ დღეს იხსნებს განდი, ის ამბობს "რამდენადაც არაფერი არ ვიცოდით ქორწინების შესახებ, ჩვენთვის ის მხოლოდ ახალი ტანსაცმლის ტარებას, ტკბილეულის ჭამასა და ნათესავებთან თამაშს ნიშნავდა”

მათ 5 შვილი ეყოლათ და ერთად 61 წელი გაატარეს სანამ განდის სიკვდილმა არ დააშორა ისინი.

განათლება: 1988 წლის 4 სექტემბერს, ის ლონდონში გაემგზავრა რათა სამართალი შეესწავლა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში.

სანამ ინგლისში წავიდოდა, განდიმ ჯაიანის ბერ ბაჩარჯისა და დედამისის წინაშე აღთქმა დადო, რომ შეინარჩუნებდა ინდუიზმის ღირებულებებს და შორს დარჩებოდა ხორცისგან, ალკჰოლისგან და უკანონო სექსუალური ურთიერთობებისგან.

განდი შეეცადა ინგლისურ ტრადიციებში ადაპტაციას – ცეკვის გაკვეთილებზეც კი დაიწყო სიარული, თუმცა მისი კუჭი ვერ შეეგუა თავისი დიასახლისი მიერ გაკეთებული ვეგეტარიანულ საჭმელს. განდის დიდახანს დაჰყვებოდა შიმშილის გრძნობა, სანამ ლონდონის ერთ-ერთ იშვიათ ვეგეტარიანულ რესტორანს არ მიაგნო.

ვეგეტარიანი: სოლცის წიგნის ზეგავლენით ის ვეგეტარიანთა საზოგადოებას შეუერთდა სადაც ის აღმასრულებელ კომიტეტში შეიყვანეს

რელიგიური ინტერესი: ზოგიერთი ვეგეტარინები, რომლებსაც ის შეხვდა, თეოსოფიური საზოგადოების წევრები იყვნენ. ეს საზოგადოება 1875 წელს იყო დაფუძნებული და ბუდიზმისა და ინდუიზმის ლიტერატურას სწავლობდა. მათ განდის შესთავაზეს "ბაგავად გიტა”-ს კითხავში მიეღო მონაწილეობა როგორც ორიგინალში, ისე ნათარგმანებში. განდის, რომელსაც იქამდე არ გამოეჩინა ინტერესი რელიგიის მიმართ, მოეწონა იდეა და დაიწყო როგორც ინდუისტური, ისე ქრისტიანული წმინდა წერილების შესწავლა.

სამოქალაქო უფლებების სადარაჯოზე აფრიკაში:
სამხრეთ აფრიკაში განდის ინდოელების მიმართ დისკრიმინაციას წააწყდა. პიტერმარიცბურგში მგზავრობისას ის მატარებლიდან გადმოაგდეს, რადგან იუარა მესამე კლასის კუპეში გადასვა, მაშინ როცა მას პირველი კლასის ბილეთი ჰქონდა. მას სხვა სირთულეებიც შეხვდა მგზავრობისას; არაერთხელ სცემეს და გამოაგდეს სასტუმროებიდან.

ამ წინააღმდეგობებმა განდიში კიდევ უფრო გააძლიერა სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილი. სწორედ სამხრეთ აფრიკაში დაიწყო განდიმ შეკითხვების დასმა ბრიტანეთის იმპერიისთვის თავისი ხალხის სტატუსზე; მათ მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასა და უსამართლობაზე.

განდიმ სამხრეთ აფრიკაში 20 წელი გაატარა, სანამ ინდოეთში, დაბრუნდებოდა, და ამ პერიოდში, იცავდა რა ინდოელებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მან შესძლო შეემუშავებინა უამრავი არაძალადობრივი მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით ინდოეთში გამოიყენა და დამოუკიდებლობა მოუპოვა თავის ერს.

ინდოეთში დაბრუნება: განდი ინდოეთში 1915 წელს დაბრუნდა და მაშინვე შექმნა ინდოეთის ეროვნული კონგრესი, რომელიც მასობრივ მოძრაობად იქცა. მისი სამოსის მარტივმა სტილმა – თეთრმა მოსასხამმა, თავსაბურმა და სანდლებმა სოფლის მასების მოწონება დაიმსახურა და უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა; მათ განდის დაარქვეს "მაჰათმა”, რაც "დიდ სულს/წმინდანს” ნიშნავს.
პოლიტიკური ფილოსოფია: განდის პოლიტიკური ფილოსოფია სამ ძირითად კონცეფციას ეყრდნობოდა: 1. satyagraha – არაძალადობა, 2. sawaraj – სახლის კანონი და 3. sarvodaya – ყველას კეთილდღეობა.

satyagraha-ს განდი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდა. ხოლო sawaraj და sarvodaya გასამხნევებელი საშუალება იყო – სოციალური სამუშაო, ბამბის დართვა, სოფლის აშენება და მთლიანად სოციალური კეთილდღეობა – ინდივიდუალური და კოლექტიური იდეები პროგრესისა და რეგენერაციისათვის.

არა-თანამშრომლობის მოძრაობა: 1919 წელს განდიმ შესძლო კონგრესი დაერწმუნებინა, რომ არა-თანამშრომლობის მოძრაობა დაეწყოთ (ეს მოძრაობა აქტიურობდა 1919-1922 წლებში). მალე მათ მუსულმანი საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრეს და მხრადაჭერაც ჰპოვეს მათგან.

ამ მოძრაობამ მთელი ინდოეთის მაშტაბით ჰპოვა განვითარება. თუმცა 1922 წელს ძალადობრივი ინციდენტი მოხდა ჩაური ჩაურასთან და განდის მოძრაობის შეჩერება მოუწია; მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განდი ციხიდან 1924 წელს გამოვიდა, ვადაზე ადრე.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა: ციხიდან გამოსვლის შემდგომი 5 წელი განდიმ კონსტუქციულ პროგრამებს დაუთმო და სოციალურ სამუშაოს მიუძღვნა თავი; დაიწყო ღარიბი მუსულმანი-ინდუისტი საზოგადოების აშენება-განვითარება და გაერთიანება.

1930 წელს განდიმ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა დაიწყო მარილზე გადასახადის დაწესაბასთან დაკავშირებით. მათ მარში 24 დღე გაგრძელდა და 388 კილომეტრი გავლეს, აჰმედაბადიდან დანდიმდე. მათ გზაზე უამრავი ინდოელი შეუერთდათ და ეს კამპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლებამ ინდოეთში 60,000 კაცის დაპატიმრებით უპასუხა ამ მარშს.

II მსოფლიო ომი და ინდოეთი: როცა 1939 წელს II მსოფლიო ომი დაიწყო, ინდოეთისთვის აქტუალური გახდა მასში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი. ეროვნულ კონგრესში დიდი განხილვისა და დებატების შემდეგ, განდიმ განცხადა, რომ ინდოეთი ვერ მიიღებდა დემოკრატიისათვის ბრძოლაში მონაწილეობას, მაშინ, როცა თავად მას არ ანებებდნენ დემოკრატიას. გრძელდებოდა რა ომი, განდი უფრო მკაცრად ითხოვდა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას და სპეციალურად შეიმუშავა რეზოლუცია "დატოვეთ ინდოეთოი”, რომელიც შემდგომ წლებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოძრაობად იქცა. ამ მოძრაობას ბრიტანეთის ხელისუფლებამ არაერთი ზარალი და მსხვერპლი მიაყენა; ასი ათასობით ადამიანი იქნა დარბეული და დაპატიმრებული.

თავად განდი და მთელი კონგრესი 1942 წლის 9 აგვისტოს დააპატიმრეს ბომბეიში. განდის ორი წლის გატარება მოწია ციხეში, სადაც ცხოვრების ორი უდიდესი დარტყმა მიიღო: დაპატიმრებიდან 6 დღის შემდეგ მისი მდივანი, მაჰადევ დესაი გარდაიცვალ გულის შეტევით, ხოლო მისი ცოლი განდის დაპატიმრებიდან 18 თვეში, 1944 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა.

1944 წელს განდი ომის დამთავრებამდე გამოუშვეს რადგან მის ჯანმრთელობა უარესდებოდა და ოპერაციას საჭიროებდა. მისი ციხეში დატოვება მთელს ერში უდიდეს აჯანყებას გამოიწვევდა.

ინდოეთის დაყოფის წინააღმდეგ: ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განდი გამოყოფილი მუსულმანური სახლემწიფოს – პაკისტანის შექმნას შეეწინაღმდეგა. (პაკსიტანის შექმნის იდეა მუჰამედ ალი ჯინას ეკუთვნოდა) 1946 წელს ბრიტანეთის კაბინეტის მისიამ ინდოეთში შეთავაზება გააკეთა, რომ დაყოფის ნაცვლად ფედერალური პარლამენტი შეექმნათ. აგვისტოში მეფის ნაცვალმა უიველმა კაბინეტის შექმნის ავტორიზაციის უფლება მისცა ნერუს.

განდიმ თავისი შემოთავაზება გააკეთა, რომ მუჰამედ ალი ჯინასთვის პრემიერ მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის პოსტი მიეცათ. ამაზე ჯინამ სასტიკ უარი განაცხადა, და 16 აგვისტო "პირადპირი მოქმედების დღედ” გამოაცხადა. იმ და მომდევნო რამოდენიმე დღეში. 5,000 კაცი იქნა მოკლული, ხოლო 15,000 დაიჭრა. ძალადობამ მთელს ქვეყანაში მოიკიდა ფეხი.

დამწუხრებულმა განდიმ ბენგალს მიაშურა და განაცხადა, "ბენგალს მანამდე არ დავტოვებ, სანამ ამ უბედურების ბოლო ნაკვერჩხალიც არ ჩაქრება”. თუმცა მისი კალკუტაში ყოფნის პერიოდში კიდევ 4,500 კაცი მოკლეს ბიჰარში. 77 წლის განდიმ ყველა ხალხი გააფრთხილა, რომ თუ არ მოხდებოდა ბიჰარის რეფორმაცია, ის სიკვდილამდე იმარხულებდა.

ის ნოახალში წავიდა და განუცხადა მის მკვიდრთ, "გააკეთეთ ან მოკვდით” – ან ინდუსები და მუსულმანები ისწავლიდნენ ერთად ცხოვრებას ან განდი ,მოკვდებოდა ამის მცდელობაში. საბოლოოდ სიტუაცია დაწყნარდა და მშფოთვარებამ სხვაგან გადაინაცვლა.

დამოუკიდებლობა: 1947 წელს ინდოეთში ბოლო მეფის ნაცვალი, ლორდი მუნბატენი ინდოეთში ბრიტანეთის გამოყვანის ბრძანებით ჩავიდა. კონგრესი ამ დროს უკვე შეთანხმებუილ იყო დაყოფაზე, რადგან სხვა ალტერნატივა ბრიტანეთის მართვის გაგრძლებას უქადდათ.

ბოლო წლები: განდი დიდად იმედგაცრუებული იყო იმ მიზეზით, რომ ერმა არ შეისმინა მისი ვედრება ძმობისა და მშვიდობისათვის და დაყოფას მიეცა. 1948 წლის 15 აგვისტოს, ინდოეთის დამოუკიდებლობის აღნიშვნას განდი არ შეუერთდა.

1947 წლის 1 სექტემბერს მასთან სახლში ერთი ინდუსი ჯიბგირი შეიჭრა. მან ისევ მარხვა დაიწყო იმ მოთხოვნით, რომ კონფლიქტი და მკვლელობები შეწყდებოდა. მუსულმანების და ინდუსების ლიდერებმა, ორივე მისცეს განდის ამის პირობა და მან მარხვა შეწყვიტა.

1948 წლის 1 იანვარს, განდიმ თავისი ბოლო მარხვა დაიწყო. 30 იანვარს ის მოკლა ნათურამ გოდსემ, ჰინდუ მაჰაშაბას ექსტრემისტმა



კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 3084 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]