დიდი დეპრესია 1929
2011-08-18, 10:49 AM
http://lh3.ggpht.com/-AkVwpUeICRE/TisN_gzNYCI/AAAAAAAAAAA/spdmyH13nco/s1600/1.png

დიდი დეპრესია იყო მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.

გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა.

ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა უკვე 1933 წელს, თუმცა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წლის დონემზე აყვანა.

სახელწოდება "დიდი დეპრესია" ამ მოვლენისთვის დარქმეულ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ ეს იყო ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბული ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში, და რომ მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო მთელ ინდუსტრიულ მსოფლიოსა და მათი სავაჭრო პარტნიორებისთვის განვითარებად ქვეყნებში.

ტერმინი "დიდი დეპრესია" მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად "დეპრესიას" უწოდებენ, და პოლიტიკურ გამოძახილს ამ ეკონომიკური მოვლენებისადმი.











კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1690 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]