კაზანოვა და მისი 122 “მსხვერპლი”
2011-07-15, 5:27 PM

სრული სახელი :  - Giacomo Girolamo Casanova de Seingalt


როდესაც სილვიო ბერლუსკონიმ იტალიაში პროსტიტუცია კანონით ნებადართული გახადა, ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია. ეს 1958 წლიდან აკრძალული იყო. იტალიურმა გაზეთებმა ამ გადაწყვეტილებას ვენეციისთვის  სრულიად შესაფერისი უწოდეს – ვენეცია ხომ კაზანოვას სამშობლოა, ეს ქალაქი კი XVIII საუკუნეში სწორედ ასეთი ცხოვრების წესით იყო გამორჩეული…

ჯაკომო კაზანოვამ თვითონვე შექმნა მითი მსოფლიოს უდიდეს საყვარელზე, როდესაც თორმეტთავიანი ავტობიოგრაფია დაწერა, სადაც მისი სასიყვარულო თავგადასავლები იყო აღწერილი 122 ქალთან, მათ შორის ერთი მონაზონი! :-|

1725 წელს დაიბადა, არისტოკრატი არ ყოფილა, წოდება მიითვისა…  მამამ – მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელმა – მეწაღის ქალიშვილი, ჟანეტა ფარუსი შეირთო ცოლად. ორივე ადგილობრივი თეატრის მსახიობები იყვნენ. როდესაც შვილი შეეძინათ, გავრცელდა ჭორი, რომ პატარა კაზანოვას მამა წარჩინებული მიშელ გრიმანი იყო. სწორედ მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა ის თეატრი რომელშიც ბიჭუნას მშობლები მოღვაწეობდნენ.

პატარა კაზანოვას ბებია ზრდიდა, 8 წლამდე ავადმყოფობდა და ამის გამო ჭკუასუსტადაც კი მიაჩნდათ, არ ეგონათ რომ დიდხანს იცოცხლებდა, მაგრამ დედამ და ბებიამ შესალოცად წაიყვანეს და რაღაც მაგიის წყალობით ჯაკომო გამოჯანმრთელდა. კარგი განათლებაც მისცეს. ისეთი გონებრივი განვითარების აღმოჩნდა, რომ 12 წლის პადუის უნივერსიტეტში მიიღეს, 16 წლისას კი სამართალში დოქტორის წოდება მიანიჭეს (სირცხვილი მე!!! 21 წლის ვარ და ჯერ მაგისტრის ხარისხიც არ მიმიღია!!! :) ).

შემდეგ ჯაკომო  სასწავლებლად სან კიპრიანოს სემინარიაში გადაიყვანეს. გადაწყვეტილი ქონდა რომ რელიგიას გაყოლოდა, რამდენიმე წოდებაც მიიღო და მალე აბატიც გახდა. თუმცა…

სკანდალური საქციელის გამო სემინარიიდან გარიცხეს. რაში მდგომარეობდა სკანდალი? არამგონია რთული მისახვედრი იყოს, ბაღში ქალთან ერთად უნახავთ!

ამის შემდეგ რომში გაემგზავრა, სადაც პაპს წარუდგინეს. რამდენიმე ხანს მღვდელიც იყო და კარგი ქადაგებებიც ქონდა. კარდინალ აკვავიკასთან მსახურობდა (ესპანეთის ელჩი ვატიკანში. ავტ. შენიშვნა). იმასაც კი ფიქრობდა, რომ დიდ კარიერას გაიკეთებდა, მაგრამ თვისი ფრანგულის მასწავლებლის ქალიშვილის მოტაცებაში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა რომ უდანაშაულო იყო, რეპუტაცია მაინც შეელახა და სამსახურიდან დაითხოვეს. ანაფორა გაიხადა, ახლა სამხედრო მუნდირი ჩაიცვა და კუნძულ კონფუზე გაემგზავრა. სადაც ერთი თურქი ქალი შეუყვარდა და კინაღამ მის გამო ისლამი აღიარა (კინაღამ არ ითვლება. ;) ). პარალელურად სხვა რომანებიც ქონდა გაჩაღებული. ვენეციაში დაბრუნებული აზარტულ თამაშებს მიეჩვია, წააგო ყველაფერი და თეატრის ორკესტრში მევიოლინედ დაიწყო მუშაობა.

არა და არ ქონდა ამ ადამიანს იდეალური პროფილი, ერთი ნორმალური პორტრეტი ვერ ვიპოვე სახე კარგად რომ გამოჩენილიყო.

ჯაკომო ყველასთან დადიოდა, არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა, არისტოკრატი თუ უბრალო მეძავი, თუმცა გამხდარი შავგვრემანი ქალები მოსწონდა. ზოგთან ფილოსოფიური საუბრები ქონდა, ერთ ქალს მთელი ბიბლიოთეკაც კი აჩუქა.

სრულიად შემთხვევით გაიცნო ვენეციელი წარჩინებული მატეო ჯიოვანი ბრაგადინი. ქუჩაში ცუდად გამხდარა, კაზანოვას კი სახლში მიუყვანია და უმკურნალია. ბრაგადინი და მისი მეგობრები მაგიით იყვნენ დაინტერესებულები და კაზანოვა იმქვეყნიურ იდუმალ სტუმრად ჩაუთვლიათ. ამ უკანასკნელმა ჯაკომო თავის სახლში გადაიყვანა, შავი მაგია შეასწავლა და შვილადაც აღიარა. სამი წელი წარჩინებულის ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ დიდხანს ვერ დაფარა თავისი ველური ცხოვრება, ამ ამბავმა ინკვიზიციამდეც მიაღწია, ბევრმა ჯადოქარიც უწოდა. ამის გამო ბრაგადინის რჩევით ვენეცია დატოვა და მოგზაურობა დაიწყო.

ვენეციაში დაბრუნებისას მან ისევ მიჰყო ხელი აზარტულ თამაშებს. ბოლოს იმ დონემდე მივიდა, რომ უჩივლეს და ინკვიზიციამ ქალაქის ყველაზე სასტიკ ციხეში ჩასვა. ვენეციის მთავრობა მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან უცხოელ ელჩებთან ქონდა ურთიერთობა. მის სახლში აკრძალული მაგიური წიგნები და ეშმაკის გამოძახების ხელნაწერი იპოვეს, ჯადოქრად შერაცხეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დოჟების სასახლის (იტალიური გოთიკური არქიტექტურის მონუმენტი (XIV — XV საუკენეები) ავტ. შენიშვნა) ციხე რკინის სახურავით იყო სახელგანთქმული და მზის სხივებიც ძალიან აცხელებდა. არავინ უწყის როგორ მოახერხა კაზანოვამ სახურავის ამოჭრა და ერთ წელიწადში ციხიდან გაქცევა. ეს ადამიანი ამ ციხიდან გაქცეული პირველი პატიმარი იყო და  მთელმა ევროპამ გაიგო მისი გმირობის შესახებ. საკუთარ თავს "მსოფლიოს მოქალაქე” დაარქვა.

ამ პეროდში საფრანგეთის მეფემ უმაღლესი სამხედრო სკოლის გახსნა განიზრახა, რისთვისაც 20 მილიონი ფრანკი იყო საჭირო. ხელმწიფეს ხაზინის დახმარება არ უნდოდა. კაზანოვამ ვინმე კალსაბიჯების არსებობის ამბავი გაიგო, რომლებსაც ლატარიის პროექტი ქონდათ, პროექტი კარგად დაამუშავა და მეფეს წარუდგინა. მეფეს მოეწონა და განსახორციელებლად კომისიას გადასცა, ჯაკომო კი მეფის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნეს.

მისი არც ერთი რომანი დასრულებულა ქორწინებით.

ქალები უსაზღვროდ მიყვარდა, მაგრამ მათ თავისუფლებას ვაძლევდი.

ქალებთან ჯერ ფსიქოლოგიურ თამაშს იწყებდა, აინტერესებდა, ართობდა, ვიდრე სასურველს არ მიაღწევდა თავს არ ანებებდა. ქალაქიდან ქალაქში დასდევდა, ლივრეას იცვამდა სასურველ ქალს რომ მომსახურებოდა.

ლუი XV-ს დიდი ჰარამხანა ჰქონდა, მისთვის საიდან აღარ ჩამოჰყავდათ ქალები. ერთ-ერთი მათგანი ნორჩი ომორფი მეფესთან კაზანოვას წყალობით მოხვდა. მეფეს იგი ჯაკომოს დახატული პორტრეტით მოეწონა და მისი გაცნობა მოისურვა.

მის რომაულ ცხვირზე და დიდ შავ თვალებზე ბევრი ქალი კარგავდა ჭკუას. თუმცა მას ურთიერთობის გარეშე სიყვარული გროშადაც არ მიაჩნდა. ერთ-ერთ ქალბატონზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ ინგლისური არ იცოდა.

ევროპის სამეფო კარებზე დიდად სწყალობდნენ. პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდს სახელმწიფოს მოწყობაზე მისი აზრი აინტერესებდა. ის შტუდგარდის თავადის მრჩეველიც იყო, ლუდოვიკო XV-სთან სადილობდა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ს სურდა კაზანოვა დიდი თავადის აღმზრდელი ყოფილიყო.

1749 წელს ჯაკომო კაზანოვა შეხვედრია დიდ სიყვარულს – ახალგაზრდა ფრანგ ქალს, ჰენრიეტას. ისინი რვა თვე იყვნენ ერთად. კაზანოვა ამ ქალს აღმერთებდა. აი რას წერდა მის შესახებ:

ის ადამიანები, რომლებსაც ვერ დაუჯერებიათ, რომ ქალს შეუძლია მამაკაცი დღეში 24 საათი ბედნიერი გახადოს, ჰენრიეტას არ იცნობენ.

ჰენრიეტას ჭკუით, განათლებით, ჩაცმით, ვიოლინოზე დაკვრით აღფრთოვანებული იყო. მაგრამ მან ის მიატოვა! ოჯახს დაუბრუნდა. ამის შემდეგ მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ. 20 წლის შემდეგ მძიმე ავადმყოფ ჯაკომოზე, საფრანგეთში ერთგული მომვლელი ზრუნავდა. როდესაც გამოკეთდა და მომვლელის სახელი იკითხა, უთხრეს, რომ მას იქ არავინ იცნობდა და არც არავინ იცოდა სად წავიდა ის. როდესაც სრულიად შემთხვევით კაზანოვა ამ ქალს ქუჩაში შეხვდა, სწორედ მაშინ გაიგო რომ ის ჰენრიეტას მსახური იყო და ერთგულად ემსახურებოდა თავის ქალბატონს. ჰენრიეტა იმ დროისთვის უკვე მდიდარი ქვრივი იყო, მაგრამ ძველი საყვარლის ნახვა აღარ მოისურვა, ალბათ მითქმა-მოთქმას მოერიდა.

ჰენრიეტასთან დაშორების შემდეგ კაზანოვა სიყვარულს განუკურნებელ დაავადებასა და ღვთაებრივ ურჩხულს ეძახდა.

სიბერეში ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. გადათარგმნა ვოლტერის კომედია, დაწერა პოლონეთის ისტორია. მაგრამ მის ლიტერატურულ ნაწარმოებებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. პრაღაში მოცარტსაც შეხვედრია და იმასაც ამბობენ, მისი ერთ-ერთი ოპერის ლიბრეტოს დაწერაში მონაწილეობაც მიიღოო (???) .

ასაკში შესულმა და თავგადასავლებისგან გადაღლილმა კაზანოვამ სიცოცხლის უკანასკნელი 14 წელიწადი ჩრდილოეთ ჩეხეთში, ძველ სასახლეში გაატარა. ბოლოს კი ყველაფრით უკმაყოფილო ავადმყოფი მოხუცი გახდა და მარტოობაში აღმოხდა სული. 73 წლის ასაკში გარადაიცვალა. საკუთარი მემუარების წერა კი შემდეგი ფრაზით დაასრულა:

ვიცხოვრე ისე, როგორც ფილოსოფოსს შეეფერებოდა და ვკვდები ისე, როგორც ქრისტიანს შეეფერება.

იგი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, მოგვიანებით კი სხვაგან გადაასვენეს და მისი საფლავი არავინ იცის.

მის დაბადების დღეს დღემდე აღნიშნავენ ჩეხეთსა და ვენეციაში. მასზე ბევრს დაობენ, ერთნი ამბობენ რომ თაღლითი იყო, მეორენი კი გულწრფელ, კეთილ ადამიანად მოიხსენიებენ…

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1080 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]