ანიმიზმი
2011-02-22, 3:44 PM


ანიმიზმი (ლათ. anima – სული) — ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება. ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გ. შტალმა.

ნაშრომში "Theoria medica” (1708) მან ანიმიზმი დაარქვა მის სწავლებას სულის შესახებ, როგორც რაღაც უპიროვნებო ცხოვრებისეულ საწყისს, რომელიც მთელი ცოცხალი პროცესების საფუძველს წარმოადგენდა. არისტოტელეს მსგავსად შტალი სულს სხეულის მამოძრავებლად მიიჩნევდა.
აღნიშნულ მოვლენას ადგილი ქონდა ანტიკურ ხანაში ქრისტიანობის აგვრცელებამდე. ადამიანებმა ჯერ ღვთაებებად აღიარეს სხვადასხვა უსულო საგანი თუ მოვლენა და შემდეგ მათი სულის არსებობის ან მათში სულის არსებობის ფაქტიც დაუშვეს… (სულის არსებობა იგივე სულის მატარებლობა არა სულიერება არამედ მხოლოდ სულის ჭურჭლის ფუნქცია /ავტ.)

ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებობდა მრავალი ანიმიზმის მაგალითი: ქვის კულტი, ხარის კულტი და სხვა…

ტერმინი ანიმიზმი ამ მნიშვნელობით შემოიღო მე19 საუკუნეში ანთროპოლოგმა ტეილორმა თავის წიგნში ” პირველყოფილი კულტურა” (1871) . ტეილორი განიხილავდა ანიმიზმს ორი მიმართულებით. ერთი მხრივ ის უწოდებდა ამ ტერმინს რწმენას სულების შესახებ, მეორე მხრივ კი ამით ასათაურებდა იგი თავის ტეორიას რელიგიის წარმოშობის შესახებ.
ტეილორი იმედოვნებდა რომ ანიმიზმი არის რელიგიის პირველი სახე, ანუ ნებისმიერი რელიგია ყველაზე პრიმიტიულიდან დაწყებული ყველაზე უმაღლესით დამთავრებული გამომდინარეობს ანიმისტური მსოფლაღქმიდან. თუმცა ამ მოსაზრებამ შემდგომ პერიოდში გამოიწვია კრიტიკა იმის გამო , რომ არც ერთი რელიგია არ შემოიფარგლება მხოლოდ სულების რწმენით. თუმცა ტეილორის თეორიამ გამოიწვია ამ მხრივ ინტერესის გაცხოველება და შემდგომ ამ საკითხის უფრო ღრმად გამოკვლევა.დადგინდა რომ სპირიტუალიზაციის პროცესი ანუ სულის გამიჯვნა მატერიისგან ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობდა ვიდრე ეს ტეილორს წარმოედგინა.აქედან გამომდინარე გაჩნდა ახალი მიმართულებები: ეგრეთ წოდებული: წინარეანიმისტური და ანიმიზმამდე პერიოდები.
ასევე დადგინდა, რომ ანიმიზმს წინ უსწრებდა მაგიის ხანა, ასევე ანიმატიზმის ეპოქა (მთელი ბუნების გაცოცხლება) და პირველყოფილი ალოგიკური მისტიციზმი.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ანიმისტური წარმოდგენები დაკავშირებული იყო ადამინანის დაკვირვებასთან საკუთარ თავზე : ძილზე, ექსტაზზე, ჰალუცინაციებზე, სიკვდილზე. განსაკუთრებით აოცებდა ველურს სიზმარი. მას აოცებდა საკუთარი ტავის ძილში მოქმედება. დაკვირვებეის შემდეგ იგი მივიდა იმ დასკვნამდე , რომ მარტო არ არის. მის გვერდით არსებობს ორეული, აჩრდილი, რომელიც ზოგჯერ მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. აჩრდილი დროდარდო შორდება სხეულს და მერე კვლავ უბრუნდება მას.
განვიტარების შედარებიტ მაღალ საფეხურზე ადამიანს უჩნდება წარმოდგენა სულის შესახებ. ცხადია ადრეული წარმოდგენები სულზე ისსეთი არ იქნებოდა როგორც ახლა. ადამიანს თავიდან იგი ეგონა სავსებით მატერიალური და ხელშესახები. მათ სულის გარეგნული სახე წარმოედგინათ როგორც ცვეულებრივი ადამიანი.
მაშასადამდე ველურს უკვე ქონდა წარმოდგენა სულზე , მაგრამ ჩნდებოდა კიტხვა, თუ სად იყო იგი მოთავსებული. ზოგიერთი ხალხის აზრით სული დაკავშირებული იყო სუნთქვასთან(ესკიმოსები) , ზოგ ხალხში(ტასმანიელები, ზულუსები, ალგონკინელები) სიტყვა სული ჩრდილსაც ნიშნავდა: სხვა ხალხტა ენებში (პაპუასები, არაბები, კორენები, ძველი ებრაელები) სიტყვა სული და სისხლი ერთნაირად წარმოითქმის და ამიტომ, მათი აზრით სული სისხლში იყო. ზოგის აზრიტ სული გულში იყო და თვალებში ისახებოდა. ხოლო ინდილეთა ტომი ნუტკა ფიქრობდა რომ სული საქოჩრეზე იყო მოთავსებული.
კუნძულ ნიასის მცოხვრებლებს აზრით სულ აქვს სუგრძე და წონა. მათი შეხედულებით ადამიანს დაბადების წინ ეკითხებიან თუ რამსიგრძე და რა წონის სული უნდა რომ ქონდეს. ყველაზე მძიმე სული რაც კი ოდესმე გაცემულა იწონიდა 10გრამს. ადამიანის სხეულის სიგრძე სულის სიგრძეს შეესატყვისებოდა. მალაელტა აზრით ადამიანის სული ცერის ზომისაა.
მდინარე ფრეიზერის ქვემო დინებაში (კანადა) მცხოვრები ინდიელების აზრიტ ადამიანს 4 სული აქვს. აქედან ერთი წააგავს ადამიანს, დანარჩენი მისი აჩრდილები არიან.

ოშო, (ნამდვილი სახელი ჰინდი: रजनीश चन्द्र मोहन जैन რაჯნიშ ჩანდრა მოჰან ჯაინ, ასევე ცნობილი როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში ან შეცდომით – რაჯნეში), (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი – გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი), ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: ”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: ”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.” ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია. ავტორი 650-წიგნისა, რომელიც მსოფლიოს 55-ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის; ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია(პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

ოშო: ” ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…”

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1015 | რამოტვირთვები: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]