2011-02-20, 5:41 PM | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელმწიფოსაქართველოს გზები საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
ტერიტორიული მოწყობადღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. თითოეული მუნიციპალიტეტი ერთიანი თვითმმართველი ერთეულია, ერთგვაროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებითა და გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრებით. მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე მოსახლეობის ეთნოკულტურული სიახლოვე და ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ფუნქცია.
დემოგრაფიაცნობილი ქართველები მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა. 1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5,443,000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4,601,500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადომამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3,787,000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.
კულტურა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნანახია: 1227 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |