2011-04-07, 6:57 PM | |
თავი 4. თანაზიარობა – ცხოვრების იდუმალი მადლი 35.მაშ, რისთვის ვარსებობთ, თუ ერთმანეთს ცხოვრების ტვირთი არ შევუმსუბუქეთ? (ჯორჯ ელიოტი (მერი ენ ევანსი) (1819-1880) 36.კეთილი სიტყვა იქნებ მოკლეც იყოს და იოლი სათქმელიც. ოღონდ მისი გამოძახილი კი დიდხანს ჩაგვესმის ხოლმე… (დედა ტერეზეა (1910-1997) 37.სინაზე და გულმოწყალებას სისუსტისა დ უხერხემლობის ნიშანი კი არა, ძალისა და სიმტკიცის გამოვლინებაა. (ქალილ ჯიბრანი (1883-1931) 38.ზოგი დიდად კვალს ტოვებს, ზოგიც – მხოლოდ მცხირე სიკეთის თესვას ახერხებს… არც მათ ცხოვრებას ჩაუვლია ფუჭად. (შარლოტ გრეი (დაიბ.1937) 39.რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია. (რუსთაველი) 40.სიკეთე სიბრძნეზე ძვირად ფასობს – თუ ამას მიხვდი, სიბრძნეც ესაა. (თეოდორ ისააკ რუბინი) 41.კაცის საუნჯეც ისაა, თუ რამ სიკეთე უკეთებია. (მუჰამედი (დაახლ.570-632) 42.არაფერი დაგიშავდება, აუცილებელზე ოდნავ მეტ სიკეთეს თუ გასცემ. (სერ ჯეიმზ მ.ბარი(1860-1937) 43.კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: – აბა დღეს მე ვის რა ვარგე? (ილია(1837-1907) 44.ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია. (რუსთაველი) 45.ღმერთი მასშია, ვისაც უყვარს, და არა მასში ვინც უყვართ… ( ბევერლი სილზი(დაიბ.1929) 46.კეთილი გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების. (რუსთაველი) 47.ვიცი, ცხოვრების გზას მხოლოდ ერთხელ გავივლი, და თუ რამ სიკეთის ქმნა შემიძლია ან მოყვასისთვის ხელის გაწვდენა, ახლა მაცალოს განგებამ და ძალაც მომცეს – ამქვეყნად მეტი ვეღარ მოვალ… (უილიამ პენი (1644-1718) 48.ერთმანეთშ თუ არ დავეხმარებით, სხვა ვინ გვიშველის? (ბარბარა მენდრელი (დაიბ.1948) თავი 5. სიბრძნის გზა მწუხარებაზე გადის.. 49. …მწუხარების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიბრძნეს გვაახლოებს. (ბალვერი) 50.ტკივილი დიდი მასწავლებელია – ცრემლის წვეთი მეტს დაგანახებს, ვიდრე ჭოგრიტი; მწუხარებაა სიბრძნის მეგზური… (ლორდი ბაირონი (1788-1824) 51.ზოგჯერ წყალობა ტკივილის, დანაკარგისა თუ იმედგაცრუების სახით გვეძლევა ხოლმე; ამიტომაც გვმართებს დათმენა და მაშინ თვალიც აგვეხილება. (ჯოზეფ ედისონი(1672-1719) 52.ჭეშმარიტ სინათლეს კაცი ბნელში პოულობს და ყველაზე მეტად მასთან ურვა გვაახლოებს. (მაისტერ ეკჰარტი(დაახლ.1260-1327) 53.ტაკარა მზე ოაზისსაც უდაბნოდ აქცევს: მხოლოდ ვაება დაგვანახებს, რას ადევს ფასი; საკუთარ თავსაც ოდენ მაშინ ვცნობთ. (არაბული ანდაზა) 54.ცივმა ზამთარმა საკუთარ თავში ძალმოსული ზაფხული მაპოვნინა.(ალბერ კამიუ (1913-1960) 54.მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული… (ვაჟა-ფშაველა (1861-1915) თავი 6 ძალა და შეუპოვრობა 55.საუკეთესო გამოსავალი სწორი გზით სიარულია. (რობერტ ფროსტი(1874-1963) 56.ტალღების ძალა მათ სიჯიუტეშია. (ჯილა გური) 57.ცხივრება ყველასთვის მძიმეა – და რა მერე? უბრალოდ სიმტკიცემ და თვითრწმენამ არ უნდა გვიღალატოს, გვჯეროდეს საკუთარი მოწოდებისა და ნებისმიერ ფასად ვუერთგულოთ მას. (მარი კიური(1867-1934) 58.სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასოდეს დაეცე – საქმე ისაა, დაცემულმა წმოდგომის ძალა იპოვო. (კონფუციუსი(ძვ.წ.551-479) 59.ცხოვრების ზღვაში სალ კლდესავით უნდა გამაგრდე, გინდაც ტალღები გეხლებოდნენ ყოველი მხრიდან… (ჰაზრათ ინაიათ ხანი (1882-1927) 60….თუკი გულით გსურს ყველაფერს მიაღწევ; მოთმინება, სიბეჯითე, მუყაითი შრომა და თავდადებაა საჭირო მხოლოდ, და რწმენაც თუ თან გდევს, შეუძლებელი არფერია.(მარგო ჯოუნზი (1913-1955) 61.ჯაფის,ცრემლისა და სიკვდილისთვის გაგვაჩინა ღმერთმა, და დღეყოველ ბრძოლა შენი ერთნაირად გადამწყვეტია – გინდაც საომრდ დაფდაფებით არ გაცილებდნენ და არც ფარით თუ ფარზე მობრუნებულს ყიჟინით გხვდებოდნენ. ( რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894) 62.თუ ჩემპიონობა გინდა, ერთი რაუნდით სხვაზე მეტი უნდა გაქაჩო. (ჯეიმზ ჯ. კორბეტი(1866-1933) 63.ჩვენ განა ცვრიან ბალახზე დავიარებით – ჩვენი გზა მთის კლდოვანი ბილიკია, ოღონდ მას მაღლა, მზისკენ მივყავართ… (რუთ ვესტჰაიმერი(დაიბ.1928) 64.არაფერია სინაზეზე უფრო ძლიერი; არაფერია იმგვარად ნაზი, ვით ნაღდი ძალა. (წმ.ფრანსის დე სალი(1567-1622) 65.ფესვი ნაქარიშხლარ მუხას უფრო უმაგრდება. (ჯორჯ ჰერბერტი (1593-1633) 66.ნე გეგონებათ, სხვა არავინ მოხვედრილა ვითომდა გამოუვალ მდგომარეობაში – როგორც ფრანს ქარი, განსაცდელი ჩვენც ძალას გვმატებს; ადრეც ათასებს განუცდიათ იგივე და არ დაცემულან – ჩვენ რაღა ღმერთი გაგვიწყრება?! (დ.რი რ. ბრაში) 67.როცა გგონია – ბიჯსაც ვეღარ გადავდგამო, ჯერ მხოლოდ იმ გზის შუაში ხარ, რომლის გავლის ძალაც შეგწევს. (გრელანდიური ანდაზა) 68.ძალას და რწმენას მუდამ სადღაც სხვაგან ვეძებდი, არადა – თურმე აგერ ჩემში ყოფილა… (ანა ფროიდი (1895-1982) 69.ნუ აჩქარდები, არ ამჩატდე, მტკიცედ იდექი; დათმენაშია ზეგარდმო ნიჭი. (გრაფი დე ბუფონი) | |
ნანახია: 1073 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |