საზამთრო და ნესვი გემრიელი წამალი
2011-03-04, 1:32 PM

Image Hosted by ImageShack.us

საზამთროსა და ნესვის რბილობი 80-90% წყლისაგან შედგება. ამ ბაღჩეულში არსებული ტუტოვანი ნაერთები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას შიგ დაგროვილ ნივთიერებათა ცვლის მჟავე პროდუქტებს ანეიტრალებს. იგი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც თირკმელების გავლით მარილების გამოდევნას უწყობს ხელს. საზამთრო და ნესვის უჯრედები შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს. მის შემადგენლობაში შემავალი რკინისა და ფოლის მჟავა ჰემოგლობინს მნიშვნელოვნად ამაღლებს და განსაკუთრებით კარგია სისხლნაკლებობის დროს.

ყვითელი ჯიშის ნესვი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ადამიანის ორგანიზმის შიგნით A ვიტამინად გარდაიქმნება და მხედველობის ორგანოებისთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო.

ბაღჩეული 12%-მდე ნახშირწყლებს შეიცავს. საზამთრო ფრუქტოზისა და გლუკოზისაგან შედგება, ხოლო ნესვში საქაროზა სჭარბობს, ასეთი ნახშირწყლები კარგად კვებავს ღვიძლის უჯრედებს. ამიტომ საზამთრო და ნესვი სასარგებლოა ჰეპატიტის დროს. დიაბეტით დაავადებულებმა ამ ნაყოფის მიღება უნდა შეზღუდონ.

შაკიკის შემოტევა გაგივლით, თუ ქორფა საზამთროს ქერქს შიგა მხრიდან საფეთქლებსა და შუბლზე 20-30 წუთით დაიდებთ და შეიკრავთ.

საზამთროს არანაკლებ ეფექკური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი. პარაზიტების სასიკვდილო საშუალება რომ დაამზადოთ, საზამთროს გამხმარი თესლი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, შეურიეთ რძე. პროპორციით 1:10. ძირითად კვებას შორის დღეში ორჯერ 2 ჭიქა მიიღეთ.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1123 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]