როგორია თქვენი წერის მანერა ?
2011-03-04, 11:59 PM


ფსიქოლოგების აზრით, საწერ მაგიდასთან ადამიანის ქცევა მის ტემპერამენტზეც ბევრს ამბობს.


- თავი ძალიან დახრილი გაქვთ ფურცლისკენ:

სხვების ნდობა ნაკლებად გაქვთ. გულდახურული ხართ და მაინცდამაინც უშუალობით არ გამოირჩევით. ამის გამო ყველაფერი იმაზე რთული და მუქი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში არის.

- ღრღნით კალამს:

მეოცნებე მდიდარი წარმოსახვით. ადვილად გაგიტაცებთ ხოლმე რაღაც ახალი, და ძალიან ადვილად აქცევთ ზურგს ძველ გეგმებს და ზრახვებ, მთელი არსებით ახალ საქმეში ეფლობით.

- გვერდზე მიტრიალებული კორპუსით:

სპორტული, დინამიური, ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი. გარშემომყოფები თქვენში ხასიათის ძლიერ შტრიხებს ხედავენ.

- ამაყად ზიხართ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ, წელში გამართული და მხრებდაშვებული:

სავარაუდოდ, ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ცხოვრებაში ყველაფერს მთელი სერიოზულობით უდგებით. ასჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით. ვერავინ დაგარწმუნებთ და გაგაკეთებინებთ იმას, რასაც არ ეთანხმებით და მართებულად არ მიიჩნევთ.

- სულ რაღაცას ღეჭავთ:

ცოტა მოუწესრიგებელი ადამიანი ხომ არ ხართ? მგონი, მომენტალურად გავიწყდებათ ის, რაზეც ერთი წუთის წინ ფიქრობდით და გახსენებას სრულიად ამაოდ ცდილობთ.

- ოდნავ გვერდზე გადახრილი:

ცოტა მორცხვი იქნებით ალბათ, დაცვა და მეურვეობა გჭირდებათ. მეტი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა ყველა სიძნელეს გადაგალახვინებდათ.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 852 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]