რას ფიქრობენ კაცები ჩვენზე ქალებზე
2011-05-18, 11:33 PM

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში, ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო /ფრიდრიხ ნიცშე/

ქალს შეუძლია მილიონერად აქციოს ნებისმიერი მილიარდელი მამაკაცი /ჩარლი ჩაპლინი/

ღმერთმა ქალი შექმნა ლამაზი და სულელი. ლამაზი იმიტომ, რომ კაცს შეძლებოდა მისი შეყვარება, ხოლო სულელი იმიტომ, რომ კაცი შეყვარებოდა მას /უცნობი ავტორი/

ნამდვილი ქალი ქუჩაში დედოფალია, ეკლესიაში – ანგელოზი, საწოლში კი – სატანა /უცნობი ავტორი/

ქალები სამსახურშიც კი გულითადი ურთიერთობების გაბმას ცდილობენ, სითბოსგან დაცლილ სამყაროს ძნელად ეგუებიან, ასეთ ატმოსფეროში სულს ღაფავენ /მიშელ უელბეკი/

ყველა ქალმა რომ კაბა ჩაიცვას, ომი აღარ იქნება!

მამაკაცებმა, რომ იცოდნენ, რას აკეთებენ ქალები როდესაც მარტო რჩებიან, არასოდეს დაქორწინდებოდნენ მათზე/ო’ჰენრი/

ნამდვილ ქალს ბევრი არ უნდა, ნამდვილ ქალს ყველაფერი უნდა!  /უცნობი ავტორი/

ქალებს უყვართ ჩუმი კაცები, რადგან ასეთი კაცების გვერდით ისინი ფიქრობენ, რომ მათ უსმენენ /მარსელ აკარდი, 1956/

ყველა გოგომ უნდა გამოიყენოს ის, რაც დედა ბუნებამ მისცა, სანამ ამ ყველაფერს მამა დრო წაართმევს /ლორენს ჯ. პეტერი/

ქალს შეუძლია ბევრად მეტის თქმა მოასწროს ერთი ამოსუნთქვისას, ვიდრე მამაკაცს – ქადაგებისას /არნოლდ ჰოულტეინი/

რაღაც საოცარი ფუფუნებაა, როდესაც გვერდით გყავს ქალი, რომელიც სიგარეტზე მოგიკიდებს. ფაქტიურად, ერთხელ ამის გამო დავქორწინდი /ჰაროლდ რობინსი/

ქალი რომ არ არსებობდეს, ფული თავის მნიშვნელობას დაკარგავდა /არისტოტელე ონასისი/

ქალების სამი ტიპი არსებობს – კარგები, ცუდები და იურისტები /უცნობი ავტორი/

კარგი გოგოები დღიურებს წერენ, ცუდ გოგოებს დრო ამისთვის არასოდეს აქვთ /უცნობი ავტორი/

მირჩევნია ქალის ინტუიციას ვენდო, ვიდრე კაცის გონებას /სტენლი ბოლდვინი/

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 993 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
  • mari 2011-06-05

    kargebi cudebi da iuristebi.....magaria

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]