ყველაზე ცნობილი მოჩვენებები დედამიწაზე
2011-05-24, 8:48 AM

რამდენად გჯერათ მოჩვენებების, გარდაცვლილთა მოხეტიალე სულების, ჭინკების თუ ოჩოპინტრეების არსებობის? ამბობენ, რომ ხდება შემთხვევები, როცა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ვერ ტოვებს დედამიწას, რადგან ახლობლების მიერ განცდილი ტკივილი თუ მძაფრი მოგონებები, აიძულებთ მუდმივ გონებრივ კავშირში დარჩნენ მათთან. იმის გამო, რომ ისინი აღარც ამ ქვეყანას ეკუთვნიან და ვეღარც იმქვეყნად წასვლას ახერხებენ, თავიანთ ადგილს ვეღარ პულობენ და მოუსვენრობა იპყრობთ.

უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალა მოიძებნება, რომლებიც თითქოსდა, აჩრდილების/მოჩვენებების არსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენს. ამჯერად მხოლოდ ცნობილი მოჩვენებების ფოტოები მიმოვიხილოთ. რაღა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, რომელიმე ფოტო თაღლითურად იყოს გაყალბებული; მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უმეტესი მათგანი რამდენიმე ათწლეულის წინათ იყო გადაღებული და ყოველგვარი ციფრული სამყარო, ფოტოშოპი თუ სხვა მსგავსი ინოვაცია იმ დროისათვის უცხო იყო, ფოტო-მანიპულაცია უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. ამასგარდა, ყოველი სურათის ისტორიაში მითითებულია, რომ ისინი საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ექსპერტთა მიერ, რათა გაერკვიათ მათი ავთენტურობის საკითხი.

დაუმუშავებელ ფოტოებზე ასე აშკარად გამოსახული სილუეტები თითქოს ყოველგვარ გზას გვიჭრიან, რომ უარვყოთ ისინი. თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად  ნამდვილია თითოეული მათგანი. პ.ს. პოსტში ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მოძებნილ-ამორჩეულ-ნათარგმნ-დამუშავებულია ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა მასალებიდან;)

1. Amityville-ში ოკეანის გამზირზე არსებული მოჩვენებების სახლი


1974 წლის ნოემბერში რონალდ დეფომ (Ronald DeFeo) საკუთარი ოჯახის 6 წევრი ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმა. ამ საშინელი ამბიდან მომდევნო წლის დეკემბერში აღნიშნულ სახლში საცხოვრებლად გადავიდა სხვა ოჯახი. მათ მხოლოდ 28 დღე შეძლეს ბინაში გაჩერება. მოგვიანებით ისინი ყვებოდნენ, რა გადახდათ თავს იქ ცხოვრების განმავლობაში. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იმყოფებოდნენ მუდმივი შიშის ქვეშ, რადგან მუდმივად ესმოდათ კაკუნის/ჯახუნის ხმა, სახლში აწყდებოდნენ საიდანღაც გაჩენილ მომწვანო ფერის ლორწოვან ტალახს, ხშირად დაუნახავთ ფანჯრებში როგორ იხედებოდნენ ავბედითად მომზირალი თვალები.

ამ საშინელ ისტორიაზე დაფუძნებით მოგვიანებით შეიქმნა საშინელებათა ჟანრის ორი ფილმი და რომანი ”The Amityville Horrors”.

2. დედის აჩრდილი


1959 წელს მეიბელ ჩაინერი/Mable Chinnery სასაფლაოზე წავიდა, ღათა დედის საფლავი მოენახულებინა. მან რამდენიმე ფოტო გადაიღო საფლავის ირგვლივ, უკანა გზაზე მან ასევე გადაუღო მანქანის წინა სავარძელზე მარტოდ მჯდომ მეუღლეს, რომელიც მას ელოდა. როდესაც მეიბელმა ფირი გაამჟღავნა და სურათი დაბეჭდა, გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთა – ფოტოზე გარკვევით ჩანდა მანქანის უკანა სავარძელზე მისი დედის გამოსახულება, მისი სათვალეც გარკვევით ჩანს.

3. პატარა გოგონას აჩრდილი საფლავზე

ეს ამბავი 1946 წელს მოხდა, როდესაც ავსტრალიის ქალაქ ქუინსლენდში დედა თავისი გარდაცვლილი თინეიჯერი გოგონას საფლავთან იმყოფებოდა. მან შვილის საფლავს სურათი იმ დროს გადაუღო, როცა ირგვლივ არავინ იმყოფებოდა. მოგვიანებით, როდესაც ფოტო გაამჟღავნეს, მასზე ბავშვის გამოსახულება გარკვევით გამოისახა. ფოტოდან ჩანს, რომ პატარა გოგონა საფლავზე ზის.

4. ლორდ Combermere-ის მოჩვენება თავის საყვარელ სკამზე, 1891 წელი

ლორდ კომბერმეის თავისი საყვარელი სკამი ჰქონდა, ისევე როგორც ზოგ ადამიანს ამოჩემებული ადგილი აქვს სახლის რომელიმე ნაწილში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. 1891 წელს საბედისწერო შემთხვევის დროს ლორდი ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს ოჯახმა ფოტოგრაფი დაიქირავა, რომელსაც საოჯახო ფოტოების გადაღება სთხოვეს. სანამ ოჯახი ლორდის დაკრძალვას ესწრებოდა სასახლიდან დაახლოებით 4 მილის მოშორებით, ფოტოგრაფმა, სახელად Sybell Corbet-მა კამერა მოამზადა და გადაღებას შეუდგა.  ფოტოფირფიტის გამჟღავნების შემდეგ გაირკვა, რომ მასზე  ლორდი კომბერმერის ლანდი იყო აღბეჭდილი, რომელიც თავის საყვარელ სკამზე მოკალათებულიყო. როგორც ჩანს, კუბო არც ისე კომფორტული ეჩვენა მას, ან სულაც ბოლოჯერ ზის საყვარელ სკამზე და საკუთარ სახლს ემშვიდობება.

5. ისტორია აბრაამ ლინკოლნის აჩრდილზე


ცნობილი ფაქტია, რომ აბრაამ ლინკოლნს ზებუნებრივი, მისტიური ძალების ძალიან სჯეროდა. ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ თეთრი სახლის მიდამოებში აჩრდილის გამოჩენა დიდად აღარავის გაკვირვებია, ლინკოლნის აჩრდილი ცდილობდა, ყურადღება ხმაურით მიექცია და თავისი არსებობა დაედასტურებინა. თეთრ სახლში მცხოვრებნი და სტუმრად მისულნი ერთნაირად ამტკიცებდნენ, რომ ესმოდათ კარზე დაკაკუნების ხმა, ხედავდნენ სწრაფი ტემპით კორიდორებში გამკრთალ და მრგვალ ოთახებში მოხეტიალე სულს.

ასევე ადასტურებენ, რომ თეთრ სახს ხშირად სტუმრობენ პირველი ლედების – Abigail Adams-ისა და Dolley Madison-ის, ასევე Andrew Jackson-ის, David Burns-ისა და პატარა Willie Lincoln-ის აჩრდილები.

6. სამხედრო-საავიაციო რაზმისამხედრო ავიაციის პირებმა გადაწყვიტეს საერთო ფოტოსურათი გადაეღოთ. სურათის დაბეჭვდის შემდეგ ავიარაზმის წევრები მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ფოტო. ერთ-ერთი სამხედროს უკან ფოტოზე მოჩანს 2 დღით ადრე გარდაცვლილი ფრედი ჯექსონი/Freddy Jackson, რომელიც სამხედრო ავიაციაში მექანიკოსად მუშაობდა. ჯგუფის წევრებმა დანამდვილებით განაცხადეს, რომ სურათის უკანა ფონზე მოულოდნელად გამოჩენილი მამაკაცის სახე გარდაცვლილ ფრედი ჯექსონისაა.

7. აჩრდილი ხეებს შორისეს ფოტო 1959 წელს ავსტრალიაში Corroboree Rock-ის მახლობლად გადაიღო Reverend R.S. Blance-მა, როდესაც ხეებსა და ტოტებს შორის მან შეამჩნია ქალის გამჭვირვალე ფიგურა. რომ არა ფოტოს გადაღების თარიღი, ადვილი წარმოსადგენი იქნებოდა ფოტოშოპით გაკეთებული მსგავსი სურათი.

8. ქალბატონის აჩრდილი მიტოვებულ საფლავთანფოტო გადაღებულია ილიონოისში მდებარე დიდი ხნის წინ მიტოვებული საფლავების სასაფლაოზე. პარანორმალური მოვლენების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი სასაფლაოა. რითია განსაკუთრებული სასაფლაოს ეზოში ქვაზე ჩამომჯდარი ქალის აჩრდილის ფოტოსურათი? ადამიანები, რომლებიც სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, ამტკიცებენ, რომ ფოტოს გადაღების პროცესში იქ არავინთარი ქალი არ იმყოფებოდა. სურათი გადაღებულია პარანორმალური მოვლენების  მკვლევართა ჯგუფის წევრის – Mari Huff-ის მიერ 1991 წლის 10 აგვისტოს.

სიმართლე გითხრათ, ამ კონკრეტულ ფოტოს ნამდვილობაში ეჭვი მეპარება. ადვილი შესაძლებელია, გარკვეული მიზნის მისაღწევად, ფოტო დადგმული იყოს. ამიტომ მისი ავთენტურობა სადავო და დასადგენია. ეს ფოტო იმ მხრივაც იქცევს ყურადღებას, რომ დღისითაა გადაღებული, განსხვავებით იმ მსგავსი შინაარსის სურათებისგან, რომლებიც თითქმის ყოველთვის ღამის საათებშია გადაღებული.

9. მოჩვენებათა სახეებიფოტო გადაღებულია 1924 წელს. გამოსახულია ეკიპაჟის ორი ახლადგარდაცვლილი წევრის სახე, რომლებიც სავაჭრო გემის (S.S. Watertown) მახლობლად ტალღებზე გადაღებულ ფოტოში გამოჩნდა. გასაოცარი ისაა, რომ დანარჩენი ეკიპაჟის უამრავი წევრი რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავდა ამ გამოსახულებას. სახეები მიამსგავსეს ეკიპაჟის იმ ორ წევრს, რომლებიც გემზე არსებული ნავთობის რეზერვუარის გაწმენდვითი სამუშაოების დროს გაიგუდნენ. ნეგატივი გადაამოწმეს სიყალბის თავიდან აცილების მიზნით და მასზე რაიმე ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

10. გოგონას აჩრდილი ხანძრის დროს


1995 წლის 19 ნოემბერს ინგლისში მდებარე Wem Town Hall-ს ხანძარი გაუჩნდა. ალმოდებული შენობა მთელი ღამე იწვოდა, რასაც ამაოდ ებრძოდნენ მეხანძრეები. ტონი ო’რაჰილიმ (Tony O’Rahilly) რამდენიმე ფოტო გადაუღო ცეცხლის ალში გახვეულ შენობას. ფოტოებიდან ერთ-ერთზე შემდგომში გარკვევით გამოჩნდა კიბეებზე მდგარი პატარა გოგონას გამოსახულება. უბედური შემთხვევის ადგილას გოგონა არავის დაუნახავს. ყველამ იცოდა, რომ არც შენობაში იყო ვინმე.

ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ეს იყო გოგონა, სახელად - Jane Churm, რომელიც 1977 წელს ქალაქში უეცრად გაჩენილი ხანძრისას გარდაიცვალა, როცა უამრავი სახლი დაიწვა. 

11. შავგვრემანი ლედი – დოროთი თაუნშენდი. ნორფოლკი, ინგლისი, 1936 წელი.

ამ სურათს მიიჩნევენ ყველაზე ცნობილ ფოტოდ, რომელიც მოჩვენებისთვის გადაუღიათ. მასზე მოჩანს ქალბატონის აჩრდილი. ლეგენდის თანახმად, ეს ლედი დოროთი თაუნშენდია, რომელიც დესპოტ მეუღლესთან – ლორდ ჩარლზ თაუნშენდთან ერთად ინგლისის ქალაქ ნორფოლკში არსებულ Raynham Hall-ში 1700-იან წლებში ცხოვრობდა.

ჩარლზმა გაიგო, რომ დოროთი ლორდ ვორტონს გაუმიჯნურდა. მან მეუღლე სასახლის ყველაზე შორეულ ნაწილში გამოკეტა, სახლიდან გასვლას უკრძალავდა და სიცოცხლის ბოლომდე აიძულა მუდმივად შინ მჯდარიყო. დოკუმეტებში მოძიებული ოფიციალური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დოროთი 1726 წელს გარდაიცვალა. თუმცა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ინფორმაცია გაყალბებულია. მათი აზრით, ლორდს უნდოდა, რომ ხალხს დაეჯერებინა ლედის გარდაცვალების ამბავი, რადგან ასე უკეთ დასჯიდა ორგულ მეუღლეს. დოროთის  მოჩვენება საკმაოდ ცნობილია, სიკვდილის შემდეგ მისი ლანდი კვლავაც  Raynham Hall-ის შენობაში დახეტიალობს.

12. ბერ-მონაზონის აჩრდილი ეკლესიაში

1954 წლის ზაფხულში Reverend K.F. Ford სურათებს იღებდა ინგლისში მდებარე ეკლესიაში. გადაღების მომენტში მან დაიჭირა უდავოდ უნიკალური კადრი, რომელშიც აჩრდილის გამოსახულება მოჩანს. მაგრამ ვერ ვხდები, რატომ მიიჩნიეს ის მაინცდამაინც ბერად, როცა კადრში გარკვევით მოჩანს მისი საზარელი და შემაძრწუნებელი სახის გამომეტყველება. ფოტო გამოიკვლიეს და დადგინდა, რომ მას არც ორმაგი ექსპოზიციის კვალი აქვს და არც ნეგატივს აღენიშნებოდა რაიმე ხელოვნურად ჩარევის კვალი.

13. სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისკენ მიმავალი კიბე

1966 წელს რალფ ჰარდიმ/Ralph Hardy ინგლისში გრინვიჩის ეროვნული მუზეუმი მოინახულა. მუზეუმის იმ ნაწილში, სადაც დედოფლის ადგილსამყოფელი იყო, რალფმა ლამაზად აშენებული კიბე შეამჩნია და სურათის გადაღება მოინდომა. ფოტოს გამჟღავნებისას მას შოკისმომგვრელი აღმოჩენა ელოდა. ფოტოებიდან ერთ-ერთზე მოჩანდა ლანდი, რომელიც კიბის მოაჯირს ჩაჭიდებოდა.

ფოტოც და ნეგატივიც კოდაკის ექსპერტების მიერ იქნა გამოკვლეული. მათ დაადასტურეს, რომ ნეგატივი ხელუხლებელი იყო და არც  ორმაგ ექსპოზიციას ჰქონია ადგილი.

არსებობს "მოჩვენებების მკვლევართა საერთაშორისო საზოგადოება”.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 887 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]