ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ გავხდეთ “ფსიქოლოგები”
2011-07-16, 2:42 PM


ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება თქვენსკენ იქნება მომართული. ხშირად რჩევისთვისაც მოგმართავენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკა სახუმარო საქმე არაა და სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საქმეს. ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის შემდეგ, ილაპარაკეთ იმაზე, თუ რას ხედავთ, ოღონდ ეცადეთ უსიამოვნო ფაქტებს თავი აარიდოთ, უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ, "სიფრთხილეს თავი არ სტკივაო” ხომ იცით :)

გირჩევთ პრაქტიკა თქვენსავე თავზე და ახლობლებზე გაიაროთ. აიღეთ ფურცელი და კალამი, უპასუხეთ 6 კითხვას, ხოლო შემდეგ გადახედეთ პასუხებს:


1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე

2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით

3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი

4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი/ ჯგუფი/ მუსიკოსი

5. დახაზეთ რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც)

6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა

ახლა კი გავშიფროთ:

რიცხვები:

1 – ყველგან პირველობას ცდილობს

3,7 – მისტიციზმისკენ აქვს მიდრეკილება

5 – "ხუთოსანია” – ყოველთვის ქებას ითხოვს

9 – პესიმისტია

ფერები:

წითელი – სექსი, ვნება

ყავისფერი – გადამწვარი ვნებები

ვარდისფერი – სექსი, შიშველი სხეულის ფერი

შავი – მელანქოლია, ფანტაზიის შეუზღუდავი უნარი

ნაცრისფერი – მოწყენილობის ფერი

თეთრი – ჩიხი, გამოუვალი მდგომარეობის ფერი

მწვანე – სიხარულის ფერი, ენთუზიაზმი, სასარგებლო ფერი

ყვითელი – მონატრების ფერი

ლურჯი – მეოცნებე

ცისფერი – "ლაითი” მონატრების ფერი

იასამნისფერი – სექსზე მეოცნებე


კინოფილმები:

ამ ფილმების გმირები, არიან მისი იდეალები, მას უნდა მიბაძოს. თქვენ მიხვდებით თუ ვინ უნდა რომ იყოს თავის წარმოსახვაში. დაელაპარაკეთ ამ ფილმებზე, დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეაგროვებთ.

მუსიკოსები:

დააკვირდით რიტმს, ეს ტემპერამენტის მაჩვენებელია. საყვარელი მუსიკით მიხვდებით თუ როგორ გარემოში გაიზარდა და როგორი გემოვნება აქვს.


გეომეტრიული ფიგურები:

უბრალო ფიგურები – სამკუთხედი, ოთხკუთხედი, კვადრატი, წრე. თუ არ დახაზა უბრალო ფიგურა და დახატა მაგ. სპირალი, ე.ი. მას კომპლექსები აწუხებს.

სამკუთხედი – ასოცირდება პატივმოყვარეობასთან

კვადრატი – თავისუფლება

წრე – რაღაც სასიამოვნო, მრგვალი. ასოცირდება ფიზიკურ სიამოვნებასთან.

დააკვირდით თუ როგორი თანმიმდევრობით არის დახაზული ეს ფიგურები. მაგ: თუ პირველი ან მეოთხე სამკუთხედია, ე.ი  თავის თავი უყვარს და თუ ბევრი წრეებია, ე.ი. სექსუალური მანიაკია :) :) :)

რთული გეომეტრიული ფიგურა დაგეხმარებათ უფრო კარგად გამოიკვლიოთ ადამიანის ფსიქიკა. დააკვირდით რომელი ფიგურები დომინირებს.

გისურვებთ წარმატებას ;)

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1260 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]