მსოფლიოს ტრიუმფალური თაღები
2011-10-27, 8:45 PM

ადრიანეს თაღი – მდებარეობა: იორდანია, ქალაქი ჯარაში. აგებულია 129-130 წლებში, იმპერატორ ადრიანეს ვიზიტთან დაკავშირებით, მის პატივსაცემად.

ადრიანეს თაღი

ადრიანეს თაღი

.

კიდევ ერთი თაღი უნდა ვახსენო რომელიც ადრიანეს სახელთან არის დაკავშირებული, იგი მდებარეობს საბერძნეთში, კერძოდ ათენში, აგებულია  131-132 წლებში.

ადრიანეს თაღი (საბერძნეთი)

ადრიანეს თაღი (საბერძნეთი)

.

Arch of Drusus – აგებულია იტალიაში, ქალაქ სპოლეტოში 14-37 საუკუნეებში.

Arch of Drusus

Arch of Drusus

.

სეპტიმუს სევერუსის თაღი – მდებარეობა: ლიბია, ქალაქი ალ-ხუმსი. აგებულია 146-211 წლების შუალედში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორის მოხვდა 1986 წელს.

The Arch of Septimius Severus at Leptis Magna

The Arch of Septimius Severus at Leptis Magna

.

მარკუს ავრელიუსის თაღი – აგებულია ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლიში 163 წელს.

მარკუს ავრელიუსის თაღი

მარკუს ავრელიუსის თაღი

.

კიდევ ერთ თაღს ვახსენებ, რომელიც კვლავაც სეპტიმუს სევერუსის სახელს ატარებს, იგი მდებარეობს სირიაში, ქალაქ ლატაკიაში. აგებულია 183 წელს. ისევე როგორც მისი წინამორბედი, ესეც ოთხთაღოვანია და ძალიან გავს მას.

Arch of Septimius Severus - Syria

Arch of Septimius Severus - Syria

.

Porte de Mars - ეს თაღი მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში და თარიღდება 3-ე საუკუნით. მისი სიგრძე 32 მეტრია, სიმაღლე კი 13 მეტრი. სამთაღოვანია, გაფორმებულია ულამაზესი ჩუქურთმებით როგორც ექსტერიერში, ისე თაღოვან გასასვლელებში. როგორც ამბობენ, რეიმსის მოსახლეობამ ეს თაღი ააგო რომაელებისადმი მადლიერების ნიშნად, მაშინ როდესაც მათ ამ ქალაქზე ძირითადი გზები გაიყვანეს. 1544 წლამდე წარმოადგენდა ქალაქის კარიბჭეს. 1817 წელს კი მას გარშემო ნაგებობეი მოაშორეს და მას შემდეგ გახდა მისი სრულად ხილვა შესაძლებელი.

Porte de Mars

Porte de Mars

.

შემდეგი ტრიუმფალური თაღი მდებარეობს მაროკოში, კერძოდ მოლი იდრისში (Moulay Idriss). თარიღდება 3-ე საუკუნით. 

Triumphal Arch in Volubilis

Triumphal Arch in Volubilis

.

შემდეგია პლამირას მონუმენტური თაღი, რომელიც მდებარეობს სირიაში, კერძოდ პლამირაში. აგებულია 3-ე საუკუნეში.

Palmyra Monumental Arch

Palmyra Monumental Arch

.

ეს თაღი, რომელიც სეპმტიმუს სევერუსის სახელს ატარებს, ამჯერად 203 წლით თარიღდება. მდებარეობა: იტალია, ქალაქი რომი.

Arch of Septimius Severus

Arch of Septimius Severus

Arch of Septimius Severus (დეტალი)

Arch of Septimius Severus (ფრაგმენტი)

Arch of Septimius Severus (დეტალი)

Arch of Septimius Severus (ფრაგმენტი)


ქვეყანა: ტუნისი, ქალაქი: დუგა. ამ ქალაქში ორი ტრიუმფალური თაღია, ერთი კვლავაც სეპტიმუს სევერუსის სახელს ატარებს, მეორე კი ალექსანდრ სევერუსის სახელს.

სეპტიმუს სევერუსის თაღი აგებულია 205 წელს, თუმცა მისგან მხოლოდ ესღა შემორჩა:

Arch of Septimius Severus - Dougga

Arch of Septimius Severus - Dougga

ალექსანდრ სევერუსის თაღი კი აგებულია 222-235 წლებში.

Alexander Severus’s arch - Dougga

Alexander Severus’s arch - Dougga

.

Arch of Caracalla – მდებარეობს ალჟირში, კერძოდ ქალაქ ჯემილაში. აგებულია 216 წელს.

Arch of Caracalla

Arch of Caracalla

.

გალიენუსის თაღი – აგებულია იტალიაში, კერძოდ რომში, 262 წელს.

Arch of Gallienus

Arch of Gallienus

.

გალერიუსის თაღი – მდებარეობა: საბერძნეთი, სალონიკი. აგებულია 298-299 წლებში. თაღზე ასახულია საბრძოლო სცენები, სადაც ტეტრარქი გალერიუსი ილაშქრებს სპარსთა მეფის ნარსეს წინააღმდეგ. ის სწორედ ამ გამარჯვების აღსანიშნავად იქნა აგებული და თავის დროზე სამთაღოვანიც იყო, სამწუხაროდ ჩვენამდე მხოლოდ ორმა მოაღწია.

გალერიუსის თაღი

გალერიუსის თაღი

გალერიუსის თაღი

გალერიუსის თაღი

 .

.

.

.

.

.

.

.

.

გალერიუსის თაღის ფრაგმენტი

გალერიუსის თაღის ფრაგმენტი

.

იანუსის თაღი – მდებარეობა: იტალია, რომი. აგებულია 4-ე საუკუნეში. თაღს აქვს 12 ნიშა, სადაც თავის დროზე თურმე პატარა ქანდაკებები იდგა. შუა საუკუნეებში, 1830 წლამდე იგი წარმოადგენდა ფრანჯიპანის ოჯახის ციხესიმაგრის ნაწილს. 1830 წელს კი ციხესიმაგრე დანგრეულ იქნა და თაღს დაუბრუნდა თავისი ძველი იერი.

იანიუსის თაღი

იანუსის თაღი

.

ტეტრარქის ტრიუმფალური თაღი – მდებარეობა: ტუნისი, სბეიტლა. აგებულია დაახლოებით 300 წელს.

ტეტრარქის ტრიუმფალური თაღი

ტეტრარქის ტრიუმფალური თაღი

.

კონსტანტინეს თაღი – მდებარეობა: იტალია, რომი. აგებულია 312-315 წლებში. თაღი აგებულია მას მერე რაც კონსტანტინე I-მა მოიპოვა გამრჯვება მაქსენტიუსზე 312 წლის 28 ოქტომბერს მულვიევის ხიდთან. ამასთან ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ ეს თაღი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც აგებულ იქნა რომში არა გარეშე მტერზე გამარჯვების აღსანიშნავად, არამდე სამამულო ომის დროს მოპოვებული გამარჯვებისთვის.

კონსტანტინეს თაღი

კონსტანტინეს თაღი

კონსტანტინეს თაღი (ხედი კოლიზეუმიდან)

ხედი კოლიზეუმიდან

კონსტანტინეს თაღი (ფრაგმენტი)

კონსტანტინეს თაღი (ფრაგმენტი)

.

Heidentor – მდებარეობა: ავსტრია, კარნუნტი. აგებულია 354-361 წლებში იმპერატორ კონსტანტინე II-ის მიერ საკუთარი გამარჯვებების აღსანიშნავად. შუა საუკუნეების ხალხს ის წარმართული ნაგებობა ეგონა ამიტომაც შეერქვა მას ეს სახელი, "Heidentor” (pagan gate – წარმართული კარიბჭე).

Heidentor

Heidentor

.

თეოდოსიუსის თაღი – აგებულია 393 წელს, მდებარეობა: თურქეთი, სტამბული. აგებულია კონსტანტინე I-ის მიერ და მისი პირვანდელი სახელწოდება გახლდათ Forum Tauri ("Forum of the Bull”). 393 წელს კი იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა ის გადააკეთა მას მერე რაც რომში იხილა ტრაიანეს ფორუმი, რომელიც გარშემორტყმული იყო ეკლესიებითა და აბანოებით. სამწუხაროდ დღეს მისგან მხოლოდ ნანგრევებიღა შემოგვრჩა.

ახლანდელი სახე

ახლანდელი სახე

დეტალი

დეტალი


შემდეგი ტრიუმფალური თაღი მდებარეობს ლიბანში, ქალაქ ტვიროსში. აგებულია ძვ. წ. 2-ე საუკუნეში. ეს ქალაქი გახლავთ ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ფინიკიური ქალაქი  ლიბანში. განთქმული იყო სავაჭრო ექსპედიციებით. ცნობილია რომ კართაგენს სწორედ ტვიროსელებმა ჩაუყარეს საფუძველი. ქალაქი 1984 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლეთა სიაში.

ტვიროსის ტრიუმფალური თაღი

ტვიროსის ტრიუმფალური თაღი

 .

კაბანესის ტრიუმფალური თაღი – მდებარეობა: ესპანეთი, კასტელონ დე ლა პლანას მუნიციპალიტეტში, კაბანესში. აგებულია 2-ე საუკუნეში.

კაბანესის ტრიუმფალური თაღი

კაბანესის ტრიუმფალური თაღი

.

მედინასელის ტრიუმფალური თაღი – მდებარეობა: ესპანეთი, მედინასელი. (გადადით ბმულზე!)

Roman Arch of Medinaceli of soria

Roman Arch of Medinaceli of soria

 .

ტრაიანეს თაღი – მდებარეობა: ალჟირი, ტიმგადი. მას ასევე ტიმგადის თაღსაც უწოდებენ. აგებულია დაახლოებით 2-ე საუკუნეში, აღდგენილია 1900 წელს.

ტიმგადის ტრაიანეს თაღი.

ტიმგადის ტრაიანეს თაღი.

ტიმგადის ტრაიანეს თაღი.

ტიმგადის ტრაიანეს თაღი.


წყარო: http://ninnaka.wordpress.com

.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 3408 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]