მამაკაცის სხეულის ენა
2011-03-04, 6:14 PM


სხეულის ენა მნიშვნელოვანია ურთიერთობებში, ის არასდროს ცდება. ურთიერთობის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს ღიმილს, მამაკაცის გრძნობებს და სურვილებს, ღიმილით ადვილად ამოიცნობთ. 

ხელოვნური ღიმილი: თუკი მამაკაცი გიღიმით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მოგაჩვენოთ რამდენად სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა, მისი ქცევა ორპირია, გრძნობა ზედაპირული და ერთჯერად ურთიერთობაზე ფიქრობს.

გამჭოლი მზერა: მამაკაცის გამჭოლი, დაჟინებული მზერა, სულაც არ ნიშნავს, რომ ის თქვენით არის მოხიბლული. ის მხოლოდ ცდილობს თქვენში სექსუალური ლტოლვის აღძვრას.

მხიარული სიცილი: თუ მამაკაცი ბავშვივით ლაღად იღიმის და ამსთან ბევრს საუბრობს საკუთარ თავზე, მას თქვენთან ურთიერთობა სიამუვნებს, ესეთი მამაკაცები, ადვილად შემოდიან კონტაქტში, არ ეშინიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის, ისინი სიყვარულში საიმედო პარტნიორები არიან და არ აიგივებენ სიყვარულს თავისუფლების დაკარგვასთან. ას ეთ მამაკაცთან ღირს სიყვარულზე ფიქრი.

გადაჯვარედინებული თითები: თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მეგობარი მამაკაცი გადაჯვარედინებული თითებით ზის, ეს ჟესტი მიგვითითებს იმაზე, რომ მას თქვენთან დაახლოვება უნდა, თვითოეულ თქვენს სიტყვას ყურადღებით უსმენს და გაკვირდებათ. მას არ უჭირს იმის აღიარება, რომ თქვენს მიმართ სერიოზული გეგმები აქვს და დაინტერესებულია თქვენი პიროვნებით. ასეთი მამაკაცი შეიძლება იდეალური ქმარი გამოდგეს.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 991 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]