2011-03-05, 0:32 AM | |
გიოცნებიათ ოდესმე ვინმე დაგეჰიპნოზებინათ? ეჭვი მაქვს,რომ ეს აზრი თავში ყველას მოსვლია. წარმოგიდგენიათ,როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება,თუკი შეგეძლებოდათ გოგონების/ბიჭების დაჰიპნოზება,გავლენის მოხდენა ოჯახის წევრებზე,ან უბრალოდ ამ ნიჭის წყალობით ბიზნესის წამოწეყება? მინდა გითხრათ,რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და ეს ყველაფერი განხორციელებადია. სანამ სწავლას შეუდგებოდეთ,თქვენს თავს უნდა დაუსვათ კითხვა, თუ რაში გჭირდებათ ეს ძალა, რისი მიღწევა გსურთ, ღირს კი დროისა და ენერგიის დახარჯვა, დარწმუნებული ხართ საკმარისად თქვენს ძალებსა და მოთმინებაში? ამ ყველაფერს როდესაც გაარკვევთ, უკვე უნდა დაფიქრდეთ თავად შესწავლის ტექნიკაზე. ძირითადად ამის 3 გზა არსებობს.
მასწავლებლის აყვანა – არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც შეგიძლიატ მიებაროთ, მაგრამ მოგეხსენებათ საქართველოში გამოცდილი და კარგი მასწავლებლის პოვნა არც ისე ადვილი იქნება. საკუთარი თავის ჰიპნოზი საკუთარი თავის ჰიპნოზი ერთი შეხედვით ტვინის ნორმალურ მდგომარეობასაც
კი ჰგავს. ბევრს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუცდია ტრანსისმაგვარი
მდგომარეობა, მაგრამ ხალხი ამას ჰიპნოზს არ ეძახის. მაგალითად ზოგი იმდენად
შეჭრილა ფიქრში,რომ ეს ფიქრი სიზმარივით გადაქცევია, ანუ ე.წ. დღის
სიზმარი. ასევე ხანხადან წიგნი იმდენად გაიტაცებს ადამიანს,რომ ის ვერც
ვერაფერს ამჩნევს და არც არაფერი ესმის, თითქოს გამოთიშულია, არადა ამ დროს
აზროვნებს. ზოგჯერ კი ვთქვათ მანქანის მართვის დროს შესაძლოა იგივე
დაემართოს მძღოლს. განსხვავება ასეთ ტრანსულ მდგომარეობასა და საკუთარი
თავის დაჰიპნოზებას შორის ისაა,რომ ჰიპნოზის დროს კონკრეტული მოტივაცია და
მიზანია გამოკვეთილი. შემდეგ პოსტში უკვე იქნება პრაქტიკული მასალა საკუტარი თავის ჰიპნოზისა, მანამდე კი გადაიკითხეთ ჰიპნოზზე პოსტები, რომელიც ჩვენს საიტზე დევს. ტრანსის განმარტება: ტრანსი-ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ცნობიერება შევიწროვებულია იმგვარად, რომ ადამიანი მთელს თავის ყურადღებას და გონებას მიმართავს ერთ გვარკვეულ მოვლენაზე, ადამიანზე, საგანზე და ა.შ. | |
ნანახია: 942 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |