2011-04-10, 8:24 PM | |
ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც. რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის ცერემონიალი არის ულამაზესი და ქვეყნის ტრადიციების დაცვის საუკეთესო მაგალითი.
ახლა უკვე თანამედროვე იაპონიაში ქორწილის ცერემონიალი ტარდება სპეციალურ საქორწინო კომპლექსში. სადაც განთავსებულია პატარა ქრისტიანული , შინტოისტური და ბუდისტური ტაძრები. ეს იმისთვის რათა ზუსტად მოხდეს ცერემონიის აღნიშვნა შესაბამისი რელიგიის დამცველთათვის. ამავე კომპლექსში არის მოსასვენებელი ოთახი , საბანკეტო დარბაზი და ფოტოს გადასაღები ოთახიც. ანუ მთლიანად საქორწილო რიტუალი ტარდება ერთ კომპლექსში. შინტოისტური ქორწილის ცერემონია ტარდება შინტოისტურ
ტაძარში , საქორწილო თეთრი კიმონოთი და შესაბამისი რიტუალის დაცვით. ამ
დღისთვის თითქმის ერთი წელი მიდის მზადება , ხოლო მოსაწვევები რიგდება 2-3
თვით ადრე. საქორწინო კიმონოს ქვია shiro-maku
რომელსაც იცმევენ ნიშნობის დროს , ხოლო თვითონ ბანკეტზე uchikake
ანუ ფერადი კიმონო. დამატებითი აქსესუარებია ხელჩანთა და
საქორწილო თავსაბურავი მამაკაცის ჩაცმულობაში შედის ნაცრისფერი კიმონო ,
პატარა ხანჯალი წელზე და მარაო , რომელიც ასოცირდება ბედნიერებასთან. წინასწარ დგინდება საქორწინო მაგიდის მენიუ , რათქმაუნდა არის იაპონური
სამზარეულო და აგრეთვე სხვა ქვეყნის ნაციონალური კერძებიც. რაც შეეხება
საქორწინო მანქანას : იაპონელებში არ არის მიღებული ლენტები , ბუშტები და
სხვადასხვა საჩხაკუნო ნივთები. ჩვეულებრივი მანქანით ხდება გადაადგილება ,
ხოლო სტუმრები ქორწილში მიდიან მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით
იაპონურ საშუალო ქორწილში დაახლოებით 80 – სტუმარი არის დაპატიჟებული. საქორწინო საჩუქარი უმეტესად არის ფული რაც ჯამში საკმაოდ დიდ თანხამდე ადის. თვითონ იაპონური ტრადიციული ქორწილი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა რომელიც დაახლოებით 30 , 000 $ ამდე ჯდება. | |
ნანახია: 967 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |