ეს საინტერესოა…
2011-05-21, 11:04 AM

ინდოელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედამიწას აქვს სფეროსებური ფორმა და ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო.

სპარსეთის მრისხანე მეფე ქსერქსე, რომელმაც მიწასთან გაასწორა ბაბილონი და სხვა უამრავი ქალაქი, ხარხარის დროს გარდაიცვალა.

თამბაქო შეიცავს ნიკოტინს. 200 გრამი ნიკოტინი უკვე ადამიანს კლავს. მას სახელი ეწოდა ფრანგი დიპლომატის – ჟორჟ ნიკოს სახელწოდების მიხედვით. 1500 წელს მან პირველად შემოიტანა თამბაქო ევროპაში.

უძველესი დროის ყველაზე გამოჩენილმა მოქანდაკე ფიდიასმა გამოკვეთა ღმერთთა ღმერთის - ზევსის უზარმაზარი ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 14 მეტრი იყო. ზევსის თავს ზეთისხილის რტოებისგან დაწნული გვირგვინი ამკობდა. სახე, ხელები, მკერდი მას სპილოს ძლისა ჰქონდა; მოსასხამი, წვერი და გვირგვინი კი – ოქროსი. (ეს ქანდაკება "მსოფლიოს 7 საოცრებაში” შევიდა)

ყვითელი ზღვა ჩინეთში მდებარეობს, როსის ზღვა – ანტარქტიდაში.

შემდეგი სიტყვები ეკუთვნის ბეთჰოვენს: "მუსიკა უფრო დიდი ზეშთაგონებაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია”

ოსინტოლოგია არის ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც ფრინველებს სწავლობს.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – ავსტრიელი კომპოზიტორი – გარდაიცვალა 35 წლის ასაკში. მას ეკუტვნის 700-მდე ნაწარმოები.

პარლამენტი პირველად მსოფლიოში 1265 წელს, ინგლისში შეიქმნა. საქართველოში მისი შექმნის ცდა იყო 1185 წელს (ყუთლუ-არსლანის მეთაურობით)

სახელწოდება "ლუვრი” ნიშნავს მგლების ტყეს. მუზეუმის ადგილას თავდაპირველად ყოფილა საფრანგეთის მეფეთა სანადირო კოშკი და მხოლოდ შემდეგ აუშენებიათ სასახლე, რომელშიც დღეს ლუვრის მუზეუმია.

რეჟისორი ვუდი ალენი დაქორწინდა თავის ნაშვილებ შვილზე.

კაბადოკია – ნიშნავს ლამაზი ცხენების ქვეყანას (სპარსულად)

ბაბ-ელ-მანდების სრუტე – არაბულად ეს სახელწოდება ნიშნავს "ცრემლების ბჭეს”.

დიოფიზიტები ანუ მართლმადიდებელნი აღიარებენ ქრისტეს ორ ბუნებას – ადამიანურს და ღვთაებრივს, ხოლო მონოფიზიტები ანუ კათოლიკოსები – მხოლოდ ღვთაებრივს. კათოლიკურ ეკლესიას იმორჩილებდა მეფე, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია – მეფეს.

სკაროზი – არის რომბული მოყვანილობის თევზი.

იაპონიას ჰყავდა 2 იმპერატორი ქალი.

იყო დრო, როცა შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

ასურეთი მდებარეობდა დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე.

ალექსანდრე დიდი მაკედონელი (ფილიპე მაკედონელის შვილი)  ქრ.შ-მდე 356 წ. დაიბადა. იგი იყო სამი ტიტულის მქონე: მაკედონიის მეფე, ეგვიპტის ფარაონი, სპარსეთის დიდი მეფე, რომელმაც საბერძნეთში მოიპარსა წვერი. მისი უსაყვარლესი ცხენი – ბუცეფალი – მხოლოდ აპელასმა დახატა.

კონსტანტინოპოლი იყო აღმ. რომის იმპერიიის დედაქალაქი 330 წლიდან 1453 წლამდე, მას შემდეგ ჰქვია სტამბული. კოსტანტინოპოლამდე დედაქალაქი იყო რომი (753-330)

მხოლოდ ერთ ბერძენ ოსტატს - პირგოტელის -ჰქონდა უფლება, ქვაზე ამოეკვეთა ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულება.

ლურსმული დამწერლობის გაშიფვრა პირველად 1802 წ. გერმანიის ქალაქ გეტინგენის გიმნაზიის ახალგაზრდა მასწავლებელმა – გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდმა შეძლო.

ეგვიპტური იეროგლიფები პირველად გაშიფრა 1822 წელს 32 წლის მეცნიერმა, ფილოსოფოსმა ჟან ფრანსუალ შამპოლიონმა.

მენესი – ერთიანი ეგვიპტის პირველი ფარაონი და მისი დედაქალაქის – მემფისის – აღმშენებელი იყო.

მასტაბი ეწოდება დიდებულთა ძვალშესალაგს, წაკვეთილი პირამიდის მსგავს აკლდამას.

ძველ ეგვიპტელებს კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული ავსტრალიასთან. მუმიფიცირებისათვის საჭირო ბალზამების შემადგენლობაში შედიოდა იმ ევკალიპტის ზეთი, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის ჩრ.აღმ. ნაწილში ხარობდა.

იმპოტეპმა (ინჟინერი) შექმნა პირამიდის პროექტი ქრ.შ-მდე XXVIII საუკუნეში.

ფარაონ ჯოსერს ეკუთვნის პირველი პირამიდა.

"ყოველივეს დედამიწაზე ეშინია დროისა, მაგრამ დროს ეშინია პირამიდებისა”, თქვა არაბმა მწერალმა.

კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი, მას მაკედონური, ბერძნული და არაბული სისხლი ჰქონდა.

მსოფლიოში უდიდესი ხეოფსის პირამიდა 2 300 000 ლოდისაგან შედგება, რომელთაგან თითო 2,5 ტონას იწონის.

მე-11 საუკუნეში რომის პაპად 11 წლის ბენედიქტ IX აკურთხეს.

კომუნიზმის ფუძემდებელი კარლ მარქსი რუსეთში არასოდეს ყოფილა. იგი გერმანიაში დაიბადა, ხოლო კომუნიზმის თეორია საფრანგეთსა და ინგლისში ცხოვრების პერიოდში დაწერა.

რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ პუტინს სუკ-ში მუშაობისას ჰქონდა მეტსახელი "ჩრჩილი”.

1957 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი დიზაინერი კრისტიან დიორი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა მოდის განვითარების ისტორიაში.

პაბლო პიკასოს (ფრანგი მხატვარი) სრული სახელი და გვარი იყო – პაბლო დიეგო ხოზე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუკენო კრისპინ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1046 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]