ერიხ ფრომის ცხოვრება და მოღვაწეობა
2011-04-05, 10:13 PM
მორჩილება ეფუძნება არა ღვთაების ზნეობრივ თვისებებს, არამედ მხოლოდ ძალაუფლების ფაქტს. ღვთაება ყოვლისშემძლეა და ყოვლისმცოდნე, ადამიანი არარაობაა. ადამიანის მიღმა არსებული ამ ძალის წინაშე ინდივიდი უმწეოა, ერთადერთი გამოსავალი სრული კაპიტულაციაა, მარტოობის და შემოსაზღვრულობის დაძლევა მხოლოდ ამ აქტითაა შესაძლებელი.ინდივიდი კარგავს დამოუკიდებლობას, სანაცვლოდ კი უსაფრთხოებისა და უსასრულობასთან ზიარების განცდებს იძენს. ასეთ რელიგიაში მორჩილება უზენაესი სათნოებაა, ხოლო უმძიმეს ცოდვას დაუმორჩილებლობა წარმოადგენს. ამ დოქტრინებში ტანჯვის და დანაშაულის გრძნობები დომინირებენ. ავტორიტარულ რელიგიას ხშირად პოსტულატის სახით შემოაქვს აბსტრაქტული და შორეული იდეალი ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”, "კაცობრიობის კეთილდღეობა”), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალური ადამიანების რეალურ ყოფასთან, და რომელსაც რელიგიური თუ საერო "ელიტა” ადამიანთა დიდი ჯგუფების სამართავად იყენებს. ასეთი სიმბოლოების საშუალებით ნებისმიერი მიზნის და ნებისმიერი მსხვერპლის გამართლებაა შესაძლებელი.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 856 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]