2 Pac & B.I.G [History]
2011-03-18, 11:52 PM


ნამდვილი სახელი: Parish Lesane Crooks
მოგვიანებით შეიცვალა: თუფაქ ამარუ შაკურად
ასევე ცნობილი როგორც: Makaveli , 2Pac
დაიბადა: 16 ივნისი,1971, ნიუ-იორკი ,აშშ
წარმოშობის ადგილი: ოუკლენდი(1991-1992), ლოს-ანჯელესი(1992-1996)
გარდაიცვალა: 13 სექტემბერი, 1996
ჟანრი: რეპი
საქმიანობები: რეპერი, მსახიობი, პროდუსერი, პოეტი, აქტივისტი, რეჟისორი
აქტიური: 1991–1996
ლეიბლები: Interscope Records, Death Row Records, Makaveli Records,
Amaru Entertainment

თუფაქ ამარუ შაკური (Tupac Amaru Shakur) (* 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ ― † 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი.

ის არის ცნობილი ფსევდონიმებით: 2Pac , Makaveli და Pac. იგი შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, ჰიპ-ჰოპ ალბომის ბეტსელერი; გაყიდული აქვს დაახლოებით 73 მილიონი ალბომი მსოფლიოში. დაახლოებით 44.5 მილიონი ალბომი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტესი მისი სიმღერები არის გეტოს გაჭირვების, ძალადობის, რასიზმის, სოციალური პრობლემების შესახებ, ზოგიერთში იგი მტრობს მოძმე რეპერებს. საყოველთაოდ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო რეპერად.ჰიპ-ჰოპის პირველი შემსრულებელი მსოფლიოში, რომელსაც დაუდგეს ძეგლი. ვერცხლისფერი შვიდი ფუტის სიმაღლის ქანდაკება გაიხსნა 2005 წლის 13 სექტემბერს "Tupac Amaru Shakur Centre”-ში, სთოუნ მაუნთაინი, ჯორჯიას შტატი.ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა ალბომების რიცხვმა გადააჭარბა მის სიცოცხლეშივე გამოცემულ ალბომების რაოდენობას. ალბომი "Me Against The World” პირველი იყო ისტორიაში, რომელიც გამოიცა პატიმრის მიერ. თუფაქი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული რეპერი.

1990 წელს ის აიყვანეს ბექვოკალად ალტერნატიულ რეპ ჯგუფში – დიჯითალ ანდერგრაუნდში (Digital Underground). შაკურის სადებიუტო ალბომს, "2Pacalypse Now”, კრიტიკით შეხვდნენ და მისი მკვდარი სვლა გამოწვეული იყო მისი საკამათო სიმღერის ტექსტებით. შაკური გახდა სხვადასხვა სასამართლო პროცესების სამიზნე და გამოცადა ლეგალური წინააღმდეგობები. ყველაზე აღსანიშნი ისაა, რომ იგი იყო ბრალდებული ქალბატონისადმი სექსულაური იერიშის მიტანაზე, 1993 წელს (თუმცა იგი უარყოფდა სარჩელს). ერთი დღით ადრე სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, შაკური დაჭრეს, მას ხუთჯერ ესროლეს მანჰეტენში, ხმის ჩამწერი სტუდიის ჰოლში. ამ ინციდენტის შემდეგ შაკურს გაეზარდა ეჭვი , რომ რეპ ინდუსტრიის სხვა ფიგურებმა იცოდნენ ამ სროლის შესახებ წინასწარ და არ გააფრთხილეს იგი. ამ კამათმი იყო ნაპერწკალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობის. თერთმეტ თვიანი სასჯელის მოხდეის შემდეგ, შაკური გამოვიდა ციხიდან მერიონ "სიუჯ” ნაითის (Marion "Suge” Knight), დეს როუ რეკორდსის(Death Row Records) აღმასრულებელი მოხელის, მოწოდებით. სანაცვლოდ სამი ჩანაწერი ამ ლეიბლის(ხმის ჩამწერი სტუდიის) სახელით, თავისი მეხუთე, პირველი ორ-დისკიანი ალბომით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში, All Eyez on Me, ითვლებოდა როგორც ორი ალბომი. 1996 წლის 1 სექტემბერს შაკურს ესროლის რის შედეგადაც იგი 7 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით, University Medical Center-ში, ლას-ვეგასში.

ნამდვილი სახელი: კრისტოფერ ჯორჯ ლეტოურ უოლასი
ასევე ცნობილი როგორც: ბიგი, ბიგი სმოლსი, ბიგ პოპა, ფრენკ ვაითი
დაიბადა: 21 მაისი, 1972
წარმოშობის ადგილი: ნიუ იორკ სითი, ნიუ იორკი, აშშ
ჟანრიები: რეპი, ჰიპ ჰოპი
საქმიანობა:რეპერი
აქტიური: 1992–1997
ლეიბლები:Bad Boy, Atlantic

კრისტოფერ ჯორჯ ლეიტორ უოლესი (Christopher George Latore Wallace; (დ. 21 მაისი 1972, ბრუკლინი, ნიუ-იორკი – გ. 9 მარტი 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია). ცნობილი ამერიკელი რეპერი. ასევე ცნობილია როგორც Biggie Smalls და Frank White, ყველაზე მეტად როგორც Notorious B.I.G.

The Notorious B.I.G. ანუ კრისტოფერ ვოლისი (Christopher G. L. Wallace) დაიბადა 1972 წლის 21 მაისს ნიუ იორკსი ბრულკინის უბანში, მას სხვა ზედმეტსახელებითაც იცნობენ როგორებიცაა Biggie Smalls და Frank White. ის ბავშვობიდანვე გამრჩეული იყო სიმღერისა და ხატვის ნიჭით. მას ნიუ იორკში ასევე ზედმეტსახელ Big Chris-ითაც იცნობდნენ. მას მხატვრობა უნდოდა ბავშვობაში მაგრამ უბანმა თავისი გავლენა მოახდინა მასზე და ერთხელაც ის ჩრდილო კაროლინას შტატში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მან მხოლოდ ცხრა თვეში შეძლო განთავისუფლება.

მისი პირველი ალბომი "Ready to Die” 1994 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა (საინტერესო დამთხვევა: ზუსტად ორ წელიწადში 1996 წლის 13 სექტემბერს 2Pac-ი მოკვდა) ალბომმა მას წარმატება მოუტანა და ის ნიუ იორკის Mainstream-ის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა. 1995 წელს "Source Music Awards”-ის დაჯილდოვებაზე Biggie საუკეთესო ახალ არტისტად აღიარეს ასევე "Billboard Music Awards”-ის დაჯილდოებაზე მისი სინგლმა "Big Poppa” წლის საუკეთესო სინგლის წოდება მოიპოვა.

დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირეოებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო რომელიც The Notorious B.I.G.-სა და 2Pac-ს შორის დაპირისისპირებამ გამოიწვია ამ მოვლენების დროს ბევრი მკვლელობა მოხდა რომელიც არ გახმაურებულა.

1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის 2Pac-ის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში B.I.G. საკუთარ მანქანაში მკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ პირველი ვერსიით მკვლელობა Snoop Dogg-ის დაკვეთილი იყო ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის 2Pac-ის გარემოცის წევრებსა და ფანებზე რომლებიც Biggie-ს ადანაშაულებდნენ 2Pac-ის მკვლელობაში. საბოლოოდ არცერთი ეჭვი ბოლომდე არ დადასტურებულა.

1997 წლის 25 მაისს მისი მეორე ალბომი "Life After Death” გამოვიდა მისი დებიუტი გახიდვების ჩარტების პირველ ადგილზე მოხდა და ის პირველ ადგილას კიდე დიდხანს დარჩა სინგლების "Mo Money, Mo Problems”-სა და "Sky’s the Limit.”-ის წყალობით. Biggie ჟურნალმა "Spin”-მა წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა ასევე ალბომმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე საუკეთესო ალბომის ნომინაციებში გაიმარჯვა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მოვიდა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან და ათი ადამიანი პოლიციამ დააკავა.

სიკვდილიდან ორ წლის შემდეგ მისმა ჩამწერმა სტუდიამ ალბომი "Born Again” გამოუშვა მან უდიდესი წარმატება მოიპოვა მასში მონაწილეობას იღებდნენ ბევრი ცნობილი რეპერები როგორებიც არიან: Lil’ Kim, Lil’ Cease, Snoop Dogg , Busta Rhymes, Ice Cube და სხვები. სიკვდილის შემდეგ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მკვლელობის გამოძიება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მაგრამ ჯერ არცერთი დაკავება არ მომხდარა.

2005 წლის 11 დეკემბერს მისი Puff Diddy-ს მიერ პროდუსირებული მორიგი ალბომი "Duets – The Final Capter”-ი გამოვიდა. ის Biggie-ს ძველ ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა და მასში მონაწილეობა ბევრმა ახალმა რეპერმა მიიღეს.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]