სახემწიფოს წყობის და მართველობის ფორმები
2011-02-25, 6:18 PM

1) ავტოკრატია – არის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.
2) არისტოკრატია – არის მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავთ არისტოკრატებს.
3) დემოკრატია – სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
4) თეოკრატია – სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება არის სამღვდელოება ან ითვლება ღმერთის მიერ ლეგიტიმირებულად ან ხელდასმულად, ხოლო მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით.
5) მერიტოკრატია – არის მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ტალანტზე და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით. [1] მერიტოკრატიის დროს, საზოგადოება აჯილდოვებს (სიმდიდრით, პოზიციით ან სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საკუთარ ტალანტსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრში გამარჯვებით. შეფასების სისტემები, როგორიცაა, მაგალითად, ფორმალური განათლება პირდაპირ კავშირშია მერიტოკრატიულ შეხედულებებთან.
6) მონარქია – სახელმწიფო მმართველობის ფორმა.

მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.

არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.
7) პლუტოკრატია – პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა.
8) რესპუბლიკა – წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ფორმას.

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.
9) ტექნოკრატია – საზოგადოება, რომელშიც ადამიანები მმართველ თანამდებობებს იკავებენ მათი კვალიფიკაციის მიხედვით (და არა მაგალითად არჩევნების გზით).
10) ოლიგარქია – არის მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი პირველად გამოიყენეს ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ.
11) უნიტარიზმი – სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის თვალსაზრისით მსოფლიოს ქვეყნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებად.

უნიტარულ ქვეყნებში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ ქვეყნებში არც ერთ მის ნაწილს თითქმის არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი არ აქვს. აქ არსებობს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა და უმაღლესი ორგანოების ერთიანი სისტემა. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფი, რომელიც ძირითადად იმართება ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე.

უნიტარული ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, სომხეთი და ა.შ. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის მაღალი დეცენტრალიზაციით ხასიათდება. მაგ. ესპანეთი, საქართველო, უკრაინა, ფილიპინები, პალაუ და ა.შ.
12) ფედერალიზმი – ფედერალიზმი (ლათ. foedus — შეთანხმება, ხელშეკრულება) — სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომლის დროს ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს მინიჭებული აქვთ შესამჩნევი თვითმმართველობა.

ფედერალიზმის საწინააღმდეგო ცნებაა უნიტარიზმი.

უფრო ფართო გაგებით ფედერალიზმი ნიშნავს რაიმე ერთიანი სისტემის ისეთნაირად ორგანიზებას, რომ ამ სისტემის ცალკეულ ნაწილებს შესამჩნევი თავისუფლება უნარჩუნდებათ.

ფედერაციული სახელმწიფო შედგება რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისაგან, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვითმართველობით სარგებლობენ. მათ აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ორგანოები და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები. თავიანთ შემადგენლობაში არსებულ წარმონაქმნებს მოიხსენიებენ როგორც ფედერაციის ობიექტებს. მაგ. შტატები, მიწები, პროვინციები.

ფედერაციული ქვეყნებია: აშშ, კანადა, გერმანია, ბელგია, მალაიზია, ინდოეთი, სუდანი და ა.შ.
13) ტოტალიტარიზმი – ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ.





მმართველობის ფორმებია: მონარქია (იყოფა აბსოლიტურ და კონსტიტუციურ მონარქიებად; კონსტიტუციური მონარქია კი დუალისტურ და საპარლამენტო მონარქიებად) და რესპუბლიკა [იყოფა საპრეზიდენტო, საპარლამენტო და შერეულ (ზოგი მეცნიერი ამ ტიპსაც ორად ყოფს: საპრეზიდენტო-საპარლამენტო და საპარლამენტო-საპრეზიდენტო ფორმებად, იმის მიხედვით საპრეზიდენტოს ნიშნები ჭარბობს თუ საპარლამენტოსი) რესპუბლიკებად].

გამოთქვით თქვენი აზრი. ჩემი აზრით საქართველოში შერეული, საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელი ჯობია რადგან ამ მოდელს აქვს ქმედითი მექანიზმები სახელისუფლებო, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის კრიზისების მოსაგვარებლად. ქართულ პოლიტიკურ ძალებს სამწუხაროდ არ აქვთ მაღალი პოლიტიკური კულტურა და ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკისგან საქართველოს პირობებში ეჭვი მეპარება რამე რომ გამოვიდეს. დიდი ალბათობით მივიღებთ პერმამენტულ სამთავრობო კრიზისებს, ისეთებს როგორიც საფრანგეთის IV რესპუბლიკას ახასიათებდა და სწორედ ეს იქცა მიზეზად IV რესპუბლიკის (საპარლამენტო სისტემის) V რესპუბლიკით (შერეული საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემით) შეცვლისა.

1) ავტოკრატია – არის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.
2) არისტოკრატია – არის მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავთ არისტოკრატებს.
3) დემოკრატია – სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
4) თეოკრატია – სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება არის სამღვდელოება ან ითვლება ღმერთის მიერ ლეგიტიმირებულად ან ხელდასმულად, ხოლო მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით.
5) მერიტოკრატია – არის მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ტალანტზე და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით. [1] მერიტოკრატიის დროს, საზოგადოება აჯილდოვებს (სიმდიდრით, პოზიციით ან სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საკუთარ ტალანტსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრში გამარჯვებით. შეფასების სისტემები, როგორიცაა, მაგალითად, ფორმალური განათლება პირდაპირ კავშირშია მერიტოკრატიულ შეხედულებებთან.
6) მონარქია – სახელმწიფო მმართველობის ფორმა.

მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.

არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.
7) პლუტოკრატია – პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა.
8) რესპუბლიკა – წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ფორმას.

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.
9) ტექნოკრატია – საზოგადოება, რომელშიც ადამიანები მმართველ თანამდებობებს იკავებენ მათი კვალიფიკაციის მიხედვით (და არა მაგალითად არჩევნების გზით).
10) ოლიგარქია – არის მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი პირველად გამოიყენეს ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ.
11) უნიტარიზმი – სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის თვალსაზრისით მსოფლიოს ქვეყნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებად.

უნიტარულ ქვეყნებში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ ქვეყნებში არც ერთ მის ნაწილს თითქმის არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი არ აქვს. აქ არსებობს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა და უმაღლესი ორგანოების ერთიანი სისტემა. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფი, რომელიც ძირითადად იმართება ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე.

უნიტარული ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, სომხეთი და ა.შ. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის მაღალი დეცენტრალიზაციით ხასიათდება. მაგ. ესპანეთი, საქართველო, უკრაინა, ფილიპინები, პალაუ და ა.შ.
12) ფედერალიზმი – ფედერალიზმი (ლათ. foedus — შეთანხმება, ხელშეკრულება) — სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომლის დროს ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს მინიჭებული აქვთ შესამჩნევი თვითმმართველობა.

ფედერალიზმის საწინააღმდეგო ცნებაა უნიტარიზმი.

უფრო ფართო გაგებით ფედერალიზმი ნიშნავს რაიმე ერთიანი სისტემის ისეთნაირად ორგანიზებას, რომ ამ სისტემის ცალკეულ ნაწილებს შესამჩნევი თავისუფლება უნარჩუნდებათ.

ფედერაციული სახელმწიფო შედგება რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისაგან, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვითმართველობით სარგებლობენ. მათ აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ორგანოები და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები. თავიანთ შემადგენლობაში არსებულ წარმონაქმნებს მოიხსენიებენ როგორც ფედერაციის ობიექტებს. მაგ. შტატები, მიწები, პროვინციები.

ფედერაციული ქვეყნებია: აშშ, კანადა, გერმანია, ბელგია, მალაიზია, ინდოეთი, სუდანი და ა.შ.
13) ტოტალიტარიზმი – ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ.

ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფოში არსებობს ხელისუფლების 3 შტო:
ა) საკანონმდებლო - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში ძირითადი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. არსებობს ერთ- და ორპალატიანი პარლამენტები. ორპალატიანში, როგორც წესი, ზედა პალატა ფორმირდება მაჟორიტარული წესით, ანუ წარმომადგენლებით რეგიონებიდან, ხოლო ქვედა - პროპორციული წესით, ანუ პოლიტიკური პარტიების სიების მიხედვით; ერთპალატიანში - შერეულად
ბ) აღმასრულებელი - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მიღებული კანონების აღსრულება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება შედიოდეს პრეზიდენტიც და აუცილებლად არის მთავრობის მეთაური.
გ) სასამართლო - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება. მართლმსაჯულება არსებობს ადმინისტრაციული (იხილავს დავებს კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქე უჩივის აღმ. ხელისუფლებას, აგრეთვე მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებს), სამოქალაქო (იხილავს კერძო ხასიათის დავებს მოქალაქეთა შორის), სისხლის (იხილავს დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებს) და საკონსტიტუციო (იხილავს კანონების და სხვა აქტების შესაბამისობას კონსტიტუციასთან)

წყობის მხრივ არსებობს:
ა) რესპუბლიკა, რომლის მეთაურია პრეზიდენტი
ბ) მონარქია, რომლის მეთაურია მეფე

რესპუბლიკა

ლათ. res publica - სახალხო საქმე. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება არჩევითია. არსებობს 3 ტიპის რესპუბლიკა:

საპრეზიდენტო
აქ სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი არის აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არ არსებობს. მინისტრები ქმნიან პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. შეიძლება ჰქონდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მაგალითია შეერთებული შტატები. ამ ტიპის რესპუბლიკა იყო საქართველო 1995-2004 წწ.

ნახევრად-საპრეზიდენტო
აქ პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი. ამ ტიპის რესპუბლიკაა საქართველო ამჟამად (2004 წლიდან)

საპარლამენტო
აქ პრეზიდენტი სიმბოლური მმართველია, საკმაოდ შეზღუდული უფლებებით. ძირითადი ძალაუფლება არის მთავრობის მეთაურის ხელში, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს პარლამენტში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ან (თუ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა) იქმნება კოალიციური მთავრობა. ამ ტიპის რესპუბლიკებია ევროპის ბევრი სახელმწიფო, მათ შორის, გერმანია და იტალია


მონარქია

ბერძნ. μοναρχία - ერთმმართველობა. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება მემკვიდრეობითია. არსებობს 3 ტიპის მონარქია:

საპარლამენტო
თითქმის იდენტურია საპარლამენტო რესპუბლიკისა, მხოლოდ მეფის შეზღუდული როლი ხშირად ტრადიციას წარმოადგენს და კანონმდებლობით ოფიციალურად არც არის რეგლამენტირებული. საპარლამენტო მონარქიაა ევროპის აბსოლუტურად ყველა მონარქია

დუალისტური
წააგავს ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკას. აქ მეფეს აქვს ძლიერი ხელისუფლება, მაგრამ შეზღუდულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტით. დუალისტური მონარქია აქვს მაროკოს

აბსოლუტური
მონარქიის ტიპი, როცა ქვეყნის მთელი ხელისუფლება (მათ შორის, შესაძლოა, რელიგიურიც) არის ერთი ადამიანის ხელში. ასეთ ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, თანამდებობაზე ხალხი ინიშნება მხოლოდ მეფის ნება-სურვილით. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მონარქია არის საუდის არაბეთში.


წყარო:
http://join.ge/forums/index.php?showtopic=1275
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 18443 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.6/9
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]