საერთაშორისო კერძო სამართალი
2011-04-09, 2:40 PM
საერთაშორისო კერძო სამართალი
იმ სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამოქლალქოსამართლებრივ ურთიერთობებს ეწოდება საერთაშორისო კერძო სამართალი. ამ სამართლებრივ ურთიერთობათა საერთაშორისო ხასიათი შეიძლება გამოიხატებოდეს მათში უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების ან სახელმწიფოების მონაწილეობით, სამართლებრივ ურთიერთობათა კავშირით ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიასთან (მაგ., ადგილობრივი მოქალაქისა და უცხოელის ქორწინების რეგისტრაცია) ან იმით, რომ სამართლებრივ ურთიერთობათა ობიექტი უცხოეთში მდებარეობს (მაგ., საქართველოს მოქალაქეთა პრეტენზია საფრანგეთში დატოვებულ ქონებაზე). ამრიგად სკს-ის მოქმედების სფერო არის სამართლებრივი ურთიერთობა უცხოელი სუბიექტის ან უცხოეთში მყოფი ობიექტის მონაწილეობით; იგი არეგულირებს ქონებრივ და მასთან დაკავშირებულ არაქონებრივ ურთიერთობებს, საოჯახო, შრომისა და საპროცესო სამართლებრივ ურთიერთობებს. სკს-ის წყაროებია როგორც შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტები, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებები.
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1231 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]