ცნობილი ადამიანების ბოლო ფრაზები
2011-02-27, 0:25 AM


ჟაკ–ლუი დავიდი "მარატის სიკვდილი"

 ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა, გაიფიქრა:
"წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
"მე ხომ არ მაქვს, მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს თუნდაც ოთხკუთხედი.”

პუშკინმა თქვა: "მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!”

ჰოლმსმა ბრძანა: "მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ, სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.” 

დი კაბრიომ გაიფიქრა:
"კიდევ მინდა ვნახო მზე და
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზედა.” 


"I believe I can fly"

 მარატმა თქვა: "წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის? დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!” 


"იყოს მარადის, ხსოვნა მარატის"

 (ფრაზები,რომლებიც გამოჩენილმა ადამიანებმა,სიკვდილის შემდეგ თქვეს) 

ლენინმა თქვა: "რას მამწნილებთ,
  რა ხალხი ხართ, სუფთა ზანტი,
 ან დამმარხეთ, ან დამმალეთ,
გვამი ვარ თუ ექსპონანტი.” 

ჰიტლერმა თქვა: "გეფიცებით,
არ მომიკლავს ჩემით თავი,
ანალგინი მეგონა და
იყო თურმე საწამლავი” 


"hit, ლერი"

 რუსთაველმა ბავშვებს უთხრა:
"ვინც მაგინებს შტერიაო,
ეს პოემა მე სკოლისთვის,
კი არ დამიწერიაო” 

 და ვინჩმა თქვა: გვირაბში ვარ,
არ ჩამირტყეს არსად ვიზა,
ნეტავ ერთი რას იძიებთ?
კაცი იყო მონა ლიზა… ”


"ჭიანი კბილების კომპლექსი"

ვანგამ: "ამ ლექსს რიღასთვის წერ?
გაჩერდი და მიგდე ყური,
დაიწვებით მალე, რადგან
დათბობაა გლობალური…”

 


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1203 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]