თარგმნა ქალურიდან ადამიანურ ენაზე
2011-06-26, 4:23 PM


"სად დაბოდიალობდი, საქონელო?" - "მომენატრე".


"ძვირფასო, ფული ხომ არ გექნება?" - "ის ფული, რომელიც შენ დღეს დილით მომეცი, მოულოდნელად გამითავდა".

"ხვალ ჩვენთან დედა მოვა". - "ხვალ ჩვენთან დედამთილი მოვა".

"როგორ მიდის შენი საქმეები სამსახურში?" - "ხელფასი არ მოგიმატეს?"

"საყვარელო, საჩუქრად რის მიღებას მოისურვებდი დაბადების დღეზე?" - "ჩვენ ახალი უთო გვჭირდება".

"იქნებ წავიდეთ, გავისეირნოთ?" - "წავიდეთ მაღაზიებში!"

"მოდი მაღაზიაში შევირბინოთ?" - "მოდი ამ მაღაზიაში ვიყოთ ერთი საათნახევარი".

"შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?" - "დაგერხა!"

"მალე ჩამოდი, მომენატრე!" - "დაქალის ტელეფონი დაკავებულია".

"საიდან გამოჩნდა პომადა შენს პერანგზე?" - "ღმერთო, რაიმენაირად მომატყუე!"

"დღეს სამსახურიდან უფრო ადრე მოდი, ერთად მაინც ვიქნებით!" - "მინდა დღეს ავეჯი გადავაადგილო".

"მისმინე, მოდი ნუ ავღნიშნავთ ჩემს დაბადების დღეს..." - "მე ასეთი უბედური და გაუბედურებული ვარ".

"მიდი პური იყიდე". - "იყიდე რძე, კარაქი, ორი ათეული კვერცხი, მარილი, ძეხვი და არაჟანი. კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, კომბისტო და რაიმე ჩაისთვის".

"შენ ვიღაც მიმრა გირეკავდა". - "ვიღაც გკითხულობდა ტელეფონზე ქალის ხმით".

"როგორ!? შენ დაგავიწყდა, თუ დღეს რა დღეა?" - "შენ დაგავიწყდა, რომ დღეს ზუსტად შვიდი კვირაა ჩვენი ქორწინებიდან!"

წყარო: http://oxun.ge
კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1512 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 1
  • mari 2011-08-16

    vigac girekavda qalis xmit <3 magariaaaaaaaaaaaaaaaa biggrin :D biggrin :D

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]