საზღვარგარეთული იუმორის მინი-ნაკრები
2011-02-27, 0:15 AM


        1. "სჯობს გაჩუმდე და გამოჩნდე სულელი, ვიდრე ხმა ამოიღო და ამაში ყველა დარწმუნდეს”მარკ ტვენი

       2. "თუ ერთი ადამიანის ნააზრევს იპარავ, ხალხი ამას "პლაგიატს” უწოდებს, თუ ბევრის -  "კვლევას”  - უცნობი ავტორი

3.

   4. "ყველა კაცი ერთნაირია?!”

    ნამდვილად ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე. მე და ჩემი შეყვარებული თითქმის ერთი წლის მანძილზე ვხვდებოდით და ბოლოს დაქორწინება გადავწყვიტეთ. მშობლები ყველანაირად მხარში გვედგნენ, მეგობრები გვაქეზებდნენ… გოგოს საერთოდ ნუღარ იკითხავთ - ნამდვილი ანგელოზი იყო. ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ ერთი რამ, მისი უმცროსი და მაბრკოლებდა. ჩემი მომავალი ცოლისდა ხშირად ძალიან მოკლე შორტებში იყო გამოწყობილი  და ყოველ შესაძლო მომენტში ჩემს შეცდენას ცდილობდა.  ერთ დღეს კი საერთოდ დამირეკა და საქორწინო მოსაწვევების დამზადებაში დახმარება მთხოვა. თუმცა, როდესაც მასთან მივედი, სახლში მარტო დამხვდა და მითხრა, რომ  ჩემდამი გრძნობები  გააჩნდა, ამიტომ სურდა, რომ დაქორწინებამდე მისთვის ერთი ღამე მეჩუქნა.

   შოკში ჩავვარდი და სიტყვა ვერ დავძარი.
  "ზემოთ საძინებელში ავალ და თუ ეს შენც გინდა, უბრალოდ ამოდი და დამიპყარი” – მითხრა მან.
   მე ცოტა ხანი განცვიფრებული ვიდექი, ბოლოს მოვტრიალდი და გასასვლელი კარისაკენ გავემართე. მანქანისკენ მიმავალმა კი შევნიშნე, რომ იქ ჩემი მომავალი სიმამრი იდგა და თვალებში ცრემლი ჩადგომოდა. ის თბილად ჩამეხუტა და მითხრა: "ბედნიერი ვარ, რომ ეს პატარა ტესტი წარმატებულად ჩააბარე. უკეთეს ქმარს ჩვენი ქალიშვილისათვის ვერც კი ვინატრებდით. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში…”

     ამბის მორალი მდგომარეობს შემდეგში: "პრეზერვატივი ყოველთვის მანქანაში იქონიეთ”

   6. "შენ გამომიგზავნე შეტყობინება, სადაც მწერდი "n ss!w !” -ს… და ამან საერთოდ არ იმოქმედა ჩემზე იქამდე, სანამ ფურცელი არ გადმოვაბრუნე”

   7. "დეპრესია – ეს არის სიბრაზე ენთუზიაზმის გარეშე”

  8. "მასწავლებელი: მარია, მიდი რუკასთან და იპოვე ჩრდილოეთ ამერიკა
       მარია: აი, აქ არის.
       მასწავლებელი: სწორია. ახლა ბავშვებო მითხარით, ვინ აღმოაჩინა ამერიკა?
       ბავშვები: მარიამ…

       მასწავლებელი: აბა, სიმონ, გულახდილად მითხარი, ლოცულობ ჭამის წინ?
       სიმონი: არა, სერ, მე ეს არ მჭირდება. დედაჩემი კარგი მზარეულია.”

9. ამონარიდი ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ნაშრომიდან

   ტესტში დასმული იყო ერთადერთი შეკითხვა: "რა არის რისკი?”
   სტუდენტის პასუხი: (ის ტოვებს მთლიან გვერდს ცარიელს და  ბოლოში წერს) "აი, სწორედ ეს არის რისკი”

   10. "ყოველთვის შეასრულეთ ის დაპირებები, რომლებსაც სიმთვრალეში იძლეოდით. მერწმუნეთ, ამ გზით ენაზე კბილის დაჭერას ისწავლით” – ერნესტ ჰემინგუეი

  11. "წარმატებულია კაცი, რომელიც  იმაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს. წარმატებულია ქალი, რომელიც ასეთ კაცს იპოვის” - ლანა ტერნერი

  12. დღეს მე შევნიშნე, რომ "lol” სიმბოლო ჰგავს ადამიანს, რომელიც წყალში იძირება და ხელებს იქნევს. ვისაც გინდათ დაგენიძლავებით, რომ ამ მომენტში მას სრულიადაც არ ეცინება.

   13. როდესაც ფაშისტები ესპანეთის პატარა ქალაქ გერნიკას სასტიკად გაუსწორდნენ, აღშფოთებულმა პიკასომ ამ მოვლენას მაშინვე ტილო მიუძღვნა.

თავის მხრივ ამ ტილოზე გერმანელებიც გაბრაზდნენ და პიკასოს დასჯის მიზნით მასთან მივიდნენ.
- ეს თქვენი გაკეთებულია? – მიუთითა გერმანელმა გენერალმა პიკასოს მისივე ნახატზე
- არა, გაკეთებით თქვენ გააკეთეთ, მე უბრალოდ დავხატე – უპასუხა პიკასომ


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1129 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]