სულ კატალოგში მასალაა: 1057
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 105 106 »

1918 წელს დაიბადა აფრიკის ერთ პატარა სოფელში. სოფლის მომავალ თავკაცს სახელად „როლიჰლაჰლა" დაარქვეს, რაც ნიშნავს: „ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს". სკოლის მასწავლებელმა კი მას ნელსონი შეარქვა, რადგან მისი აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. „მებრძოლი" სახელებით შემკობილი ბიჭი ახალგაზრდობიდანვე ჩაება პოლიტიკურ მოძრაობებში. 22 წლის იყო მანდელა, როცა კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. მალე ის იოჰანესბურგში გადავიდა და ოქროს მაღაროში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იოჰანესბურგშივე გაიცნო მან მისი სულიერი მოძღვარი ვოლტერ სისულუ და მომავალი თანამებრძოლი ოლივერ ტამბო.
შემეცნებით | ნანახია: 1166 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-04 | კომენტარი (0)

ფაილი:Portrait of M. Kemal Ataturk.jpg
შემეცნებით | ნანახია: 1195 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-04 | კომენტარი (0)

მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.

თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, – ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები.

თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები. თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.
მწერლობა | ნანახია: 1552 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (1)

სასერინოდ გამოსული ბრბო ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილოყო მოედანზე და მხიარულობდა. ეს იყო ნამდვილი საახალწლო დღესასწაული, რომლის დადგომაზეც წინასწარ ოცნებობენ ყოველი ჯურის კომედიანტები, ჯამბაზები, მცეხთა მგეშავნი და მეწვრილმანენი, იმ იმედით, რომ აინაზღაურებენ მთელი წლის დანაკლისს.

ასეთ დღეებში, როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება ყველაფერი - სარარდებელიც და საზრუნავიც; ყველანი ბალღებს ემსგავსებიან. ბალღთათვის ეს დღე ხომ შვების დღეა, სკოლის დავიდარაბისგან განთავისუფლებაა მთელი დღე-ღამით. მოზრდილთათვის კი ეს ზავია ცხოვრების მტრულ ძალებთან დადებული, თავის დაღწევაა გამუდმებული დაძაბულობისა და ბრძოლისაგან
მწერლობა | ნანახია: 1180 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)


1.ბრედ პიტის პერველი სამუშაო იყო–მოეზიდა კლიენტები რესტორან "ელ პოლო ლოკოში”,სადაც იგი ცეკვავდა ქათმის კოსტუმში გამოწყობილი.


2.კომპანია sony ს თავდაპირველი სახელი იყო Totsuken.


3.Metro goldwyn Mayer-ის ლომმა მოკლა თავისი მწვრთნელი,გადაღებიდან მეორე დღესვე.


4.მწეველ ადამიანებს სახეზე 10ჯერ მეტი ნაოჭი უვითარდებათ.


5.ძლიერმა გარუჯვამ შეიძლება დააზიანოს თქვენი სისხლძარღვები ისე,რომ მათ აღდგენას 4-5 კვირა დასჭირდეს.

საინტერესო | ნანახია: 1224 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-11-09 | კომენტარი (1)

ადრიანეს თაღი
საინტერესო | ნანახია: 3415 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (0)


სცენა ჩაბნელებულია. პროჟექტორი წყვდიადის შუაგულში თავისთვის მოქანავე პაპიემაშეს გლობუსს თანდათან ანათებს. სცენაზე შუქი ძლიერდება და ჩვენ მისაღები ოთახის დეკორაციას ვხედავთ: რბილი სავარძელი, იქვე მაგიდა (მაგიდაზე ლუდის გახსნილი ბოთლი დევს) და ტელევიზორი დასადგამი კარადითურთ. მაგიდის ქვეშ ლუდით სავსე საპიკნიკე მაცივარია. ირგვლივ ცარიელი ბოთლებია მიმოფანტული. ჩანს, ღმერთი თავს მშვენივრად გრძნობს. სცენიდან მარცხნივ კარებია.
მწერლობა | ნანახია: 1143 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (1)


ნებისმიერ მოვლენას, ქმედებას, საკითხს, მეცნიერებასა თუ უბრალო ნაბიჯსაც კი აქვს წინასწარი თეორიული გააზრება, ანუ თეორიულ-ფილოსოფიური განსჯა მისი რაობისა და მიზნისა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და მწვავეა პოლიტიკასთან მიმართებით, რადგან თანამედროვე მსოფლიოსა და განსაკუთრებით ცალკეულ რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებში თეორია და ფისოლოფია თითქმის სრულადაა უარყოფილი და ყოველივე გადატანილია პრაქტიკაზე, რაც უმეტეს შემთხვევაში ერთით მთავრდება: აღმოჩნდება რომ ის, რამაც პრაქტიკაში არ გაამართლა თეორიაში უკვე არსებულა მისი წარუმატებლობის მიზეზი.
შემეცნებით | ნანახია: 1334 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (1)

ილია მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: "მამული, ენა, სარწმუნოება” დღესაც გამოხატავს ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს.

ეს პოსტულატები, ერთგვარად, ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


საქართველო | ნანახია: 1282 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (0)

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთი ცდილობდა მტკიცედ დამკვიდრებულიყო აფხაზეთში, მაგრამ ამ ხანებში აფხაზეთის მთავრისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფუჭდა, რისი მიზეზიც მიხეილ შარვაშიძის მიერ დამნაშავეთა მფარველობა და ცოლის შერთვასთან დაკავშირებული ამბები იყო.


საქართველო | ნანახია: 1306 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (0)