მთავარი » ფაილები » შემეცნებით

პოლ სეზანი
2011-02-22, 7:45 PM

პოლ სეზანი





პოლ
სეზანი

(1839-1906).


,,სეზანი ერთადერთია, იგი მხოლოდ
სეზანადაა მოვლენილი და ეს
უკვე საკმაოდ ბევრის მთქმელია".



"
მარტოდენ
ხატვის ცოდნით ვერაფერს
გახდები, აუცილებელია აზროვნებდე
კიდეც"

პოლ
სეზანი.

ყველა მხატვარი
განუმეორებელია თავისი
მსოფლმხედველობით, ხელოვნებისადმი
დამოკიდებულებათა და
პიროვნულშემოქმედებითი
თვისებურებებით.

პოლ სეზანი
ყველაზე უფრო თვალსაჩინო და
მკვეთრად გამოვლენილი
ინდივიდუალობაა პოსტიმპრესიონიზმის
უფროსი თაობის წარმომადგენლებს
შორის, რომელმაც დამსახურებულად
შეძლო კურპეს მსგავსად თვის
თავზეც ეთქვა: - მე მხოლოდ
სეზანისტი ვარო. მაგრამ სეზანი
ამას ვერ იტყოდა, თუმცა იმიტომ,
რომ იქ, მართლაც მხოლოდ სეზანი
იყო და არა სხვისი განმმეორებელი.
უთუოდ აუცილებელი იყო
იმპრესიონიზმის სკოლა გაევლო
მხატვარს, რომ,როგორც პრაქტიკულად,
ისე თეორიულადაც,გარკვეული
მყარი კონცეფციები ჩამოეყალიბებინა
ფერწერის მისებური გაგების
შესახებ.

,,არ არსებობენ
არც ხაზები, არც ფორუმები,
არის მხოლოდ კონტრატები. ეს
კონტრატები წარმოიშვებიან
არა შავით და თეთრით, არამედ
ფერების შეგრძნებით.

ფორმა წარმოიქმნება
ტონების სუსტი თანაბაფარდობით
როცა ტონები ჰარმონიულად
არიან შეპირისპირებულნი
ერთმანეთთან, სურათიც თავისთავად
იქმნება. ჩრდილი ფერადოვანი
ლაქაა, ისევე როგორც განათებული
ზედაპირი, მხოლოდ ნაკლები
სიშავით. სინათლე და ჩრდილი__ორი
ტონის თანაფარდობაა მხოლოდ.

ბუნებაში ყველაფერი
სფეროს კონუსის და ცილინდრის
საფუძველზე იძერწება. მხატვარმა
ამ უბრალო ფიგურებზე უნდა
ისწავლოს წერა, მხოლოდ შემდეგ
შეეძლება გააკეთოს ყველაფერი,
რაც მას მოესურვება.

ნახატი და ფერი
განუყოფელია, როგორც წერ,
ისე ხატავ, და რაც უფრო ჰარმონიულად
იქმნება ფერი,მით უფრო ზუსტდება
ნახატიც...კონტრასტების და
ტონების თანაფართობა__აი მთელი
საიდუმლოება ნახატის და
მოდელირების.

სურათში
მთავარია - კოლორიტული ეფექტი.
იგი სურათს ქმნის ერთ მთლიანობად,
აყალიბებს მას, ეს ეფექტი უნდა
ეყრდნობოდეს ერთ დომინირებულ
ფერადოვან ლაქას.

თვის ამ ნააზრევს
სეზანი რეალურად ახორციელებდა.
იგი თავის ხელოვნებაში, მისივე
სიტყვებით რომ ვთქვათ,
,,მოქმედებდა როგორც კარგი
ხელოვანი" და ახალგაზრდობიდანვე
ცდილობდა შეემუშავებინა
წერის - საკუთარი მეთოდი.
საბოლოოდ ის სრულიად
განმარტოვდა,რათა არავისთვის
მიეძაბა და მშვიდათ მოეკრიბა
საკურათარი ძალები. მოწოდებული
იყო სახვითი აზროვნებისათვის
და თუმცა არც პოეზიისადა არც
პროზაში არ ჰქონდა უნაყოფო
ცდები, მხატვრობაში კატეგორიულად
უარყოფდა ყოველგვარ ლიტერატურობას,
ესწრაფვოდა ბუნების კონკრეტულ
შესწავლას და ცდილობდა არ
გამოსდევნებოდა არავითარ
განყენებულ თეორიებს.
არაჩვეულებრივად შრომატევადი
იყო ამ გულწრფელი და კეთილსინდისიერი
მხატვრის ფერწერაც. მოდელს
ყოველთვის დიდხანს და დაკვირვებით
სწავლობდა, რათა ღრმად
ჩასწვდომოდა და ლოგიკურად
გაემართლებინა მისადმი
დამოკიდებულება ამბრუაზ
ვოლარი იხსენებს, რომ სეზანმა
იგი 115-ჯერ გამოიყენა როგორც
მოდელი, მაგრამ საბოლოოდ მაინც
დაუმთავრებელი დარჩა.

სეზანი არ უარყოფდა
ნატურას, ოღონდ იგი შთაბეჭდილებების
მუდმივი ცვალებადობებით კი
არ იყო დაინტერესებული, არამედ
რეალური სამყაროს საფუძვლებით.
იგი ეძიებდა მას საგნების
მოცულობით ფორმებში. მისი
მხატვრული მანერისათვის
დამახასიათებელი იყო კომპოზიციის
კონსტრუქციული სიმკვეთრე
ფორმისა და ფერის

სინთეზირება,
ფორმისა და სივრცის შეპირისპირება.
მისი პეიზაჟები, პორტრეტები
და უფრო მეტად კი ნატურმოსტები,
გამოირჩევიან საგულდაგულოდ
მოფიქრებული,კომპოზიციურად
მკვეთრად განზასღვრული
ფორმების აგებით.

სეზანს, როგორც
მხატვრას, საგნის ხედვითი
მხარე იმდენათ არ აინტერესებს
რამდენადაც მისი კონსტრუქცია,
,,მატერიალური არსი". მას
მიაჩნია, რომ საგანი ისეთი
არაა, როგორადაც იგი გამოიყურება
ამგვარი ცდების შედეგადაც
ასახული მისი ვაშლები, შეიძლება
მართლაც, როგორც რაინერ მარია
რილკე ამბობდა: ,, მკვახედ და
საჭმელად უვარგის ხილად
გამოიყურებოდეს", მაგრამ არ
შეიძლება არ იგრძნო რომ სიმართლე
მთლიანად მის მხარესაა".რამდენადაც
მხატვარი თვისი ფერწერული
ვაშლების სახით ცდილობს
წარმოგვიდგინოს არა იმდენად
ბუნების ,,ნაყოფი", რამდენადაც
ნაყოფის,,ბუნება".

პოლ სეზანმა
იმპრესიონისტებისგან ბევრი
რამ ისწავლა, მაგრამ შემდგომ
ბრძოლა გამოუცხადა მათ.
იმპრესიონისტების მარად
ცვლილებადი შემთხვევითი
შთაბეჭდილებების ნაცვლად,
მხატვარი თავის ნახატებში
მიისწრაფვოდა გამოევლინებია
ხილული სამყაროს უცვლელი
საფუძვლები, ეს საფუძვლები
მან საგნების მოცულობითს
ფორმაში აღმოაჩინა. სეზანს
სურდა ხელიოვნებისთვის
დაებრუნებინა იმპრესიონისტების
მიერ დაკარგული ფორმის გარკვეულ
მყარად გააზრებულ კომპოზიალური
წყობა.

იმპ-ის მსგავსად
იგი ყოველთვის ნატურმორტს
ხატავდა და ტილოზე არც ერთ
მონასმს არ აკეთებდა თუ ეს
მხეველობის აღქმას არ
შეესატყვისებოდა, მაგრამ
იმპრესიონისტებისაგან
განსხვავებით, სეზანი ფორმებს
გადმოგვცემდა ფერების
საშუალებით ისე, რომ ანგარიშს
არ უწევდა განათებას მოცემულ
მომენტში, მხოლოდ თბილ და ცივ
ტონების მონაცვლეობას
ემყარებოდა. სრულიად ეს
პრინციპები სეზანს შეეძლო
განეხორციელებინა. მაშინ,
როდესაც იგი ხატავდა უსულო
და უძრავ ნატურას, ამიტომ
ნატურმორტები და პეიზაჟები
მისი შემოქმედების ყველაზე
დამახასიათებელი ჟანრებია.

მართალია სეზანი
მიეკუთვნებოდა იმპრესიონისტთა
თაობას, ამ მხატვრის უდიდესი
მნიშვნელობა ხელოვნების
ისტორიაში დაკავშირებულია
იმასთან რომ ის გახდა ფუძემდებელი
შემდეგში ახალი მიმდინარეობების
XXს. ათასწლეულისათვის. სეზანის
შემოქმედების გარეშე
წარმოუდგენელია ევოლუციის
განცდა, რომელმაც მიიყვანა,
კუბიზმის და ფოვიზმის საწყისებთან.
იმპრესიონისტებისაგან მას
დარჩა ეს ძირითადი ღირებებულები
როგორიც იყი: ნათელი პალიტრა,
ფერი, ჰაეროვანი წერის მანერა,
თუმცა ის წავიდა ბევრად წინ
(განვითარდა) ფერი გახდა მისთვის
უმთავრესი ფორმის გამომსახველი
ელემენტი ნახატში. სეზანი
ფერის საშუალებებით არამედ
აშენებდა ზედაპირულ ფორმებს
არამედ ანიჭებდა მათ მყარ
კონტურებს.

მამის სურვილებისამებრ
ის ჩავიდა 1861წ. პარიზში და
მოეწყო სიუსას აკადემიაში.
მან იქ გაიცნო პისარო, რომელმაც
დააკავშირა სხვადასხვა,
ახალგაზრდებს, რომელებიც
სხვადასხვა მანერებში მუშაობდნენ
1867-68წ. რენუართან და მონესთან
ერთად ის შევიდა იმ ხალხთა
წრეში, რომლებიც იკრიბებოდნენ
კაფე „გენბუაში". პარიზში
ჩაშვლისთანავე ის ლუვრში
ეუფლება რუბერსის, პესენის,
დელაკრუას შემოქმედებას -
განსაკუთრებით დაინტერესებული
იყო ბოლო ორი მხატვრით.
აინტერესებდა კოლორიტის
პრობლემები. 1867-1870 წელს ის ხატავს
თავის პირველ ნატურმორტებს.
უკვე აქ ნახატის შემადგენლობა
დაკავშირებულია სურათის
გამომეტყველებასთან, უთმობს
ადგილს ენის პრობლემას „სუფთა"
ფერწერას, ეს ტენდენცია უფრო
კარგად ჩანს სეზანის აკვარელებში.
კომპოზიციაში ძირითადს ხატავდა
ფანქრით. შემდეგ საღებავი
ედებოდა გამჭვირვალე ლაქებით
საიდანაც ანათებდა ქაღალდის
თეთრი ფერი. რაც იძლეოდა
სინათლის თამაშის შთაბეჭდილებას
რაც მნახველისთვის დაუმთავრებლობის
მომენტს ტოვებდა. ომის შემდეგ
1870-1871 წლებში ის უარს ამბობდა
რომანტიულ ფერებზე და ძირითადი
ყურადღება ეთმობა ეკვე პეიჟაზს.
ის პისაროსთან ერთად მუშაობდა
რადგან უფრო დაუფლებოდა
იმპრესიონიზმის ტექნიკას
პეიჟასთან მიმართებაში.
ითვალისწინებდა რა ახალ
ელემენტების ის ერთგული
რჩებოდა თავისი შეხედულებების
მიმართ.პირველი გამოფენა
იმპრესიონოზმში,

სწავლობდა ექსის
დაწყებით სკოლაში (1844-49). ამ
დროიდანვე პოეზიითა და ხატვით
ყოფილა გატაცებული. ხატვას
ეუფლებოდა სან-ჟოზეფის
პანსეონშიც (1849-51). აქ დაუახლოვდა
ემილ ზოლასა და ჟან ბატისტ
ბაილს. მეგობრები გამუდმებით
მსჯელობდნენ და კამათობდნენ
გარდაქმნებსა და სიახლეებს.

"პარიზიდან
ყველა პარიზულად ბრუნდება”,
მაგრაბ სეზანი ის ერთი გამონაკლისი
აღმოჩნდა, რომელმაც ამ ჯადოსნურად
ზეგავლენიან ქალაქშიც თავიდანვე
უცვლელად შეინარჩუნა თავისი
უტეხი პროვანსული ბუნება.
სეზანის ცხოვრებაში დაიწყო
ერთი და იგივე მარშრუტით სვლის
განსაზღვრული პერიოდის,
რომელსაც თავად "ბოჰემის
პერიოდს” უწოდებდა მხატვარი.

იგი სახელოსნოში
მოლბერტის წინხშირად უნახავთ
ფუნჯშემართული, ყველას
ანცვიფრებდა მიუსეს, ბოდლერის,
ვერგილიუსუსის და ბუალოს
პოეზიიდან შერჩეული ვრცელი
სატრფიალო ნიმუშების საუცხოო
ზეპირი დეკლამირებით.

სამოციანი წლების
დასაწყისში, სეზანისეულ
ნაწარმოებეს უკვე ეტყობოდათ
აკადემიური ხელოვნების
ტრადიციული ხერხების სრული
უგულებელყოფა. ახალგაზრდა
მხატვარი იმთავითვე ეძებს
საგნის მატერიალური არსის
გადმოცემის შესაძლებლობებს.
ესწრაფვის ხელშესახები გახადოს
ფორმა, ფაქტურა. იგი ქმნის
პორტრეტებს ტილოზე სქლად
დადებული ფერებით. ამ პერიოდში
შავი და თეთრი მკვეთრი
კონტრასტების გამოყენებით
აქცენტი გადააქვს დეტალებზე.

სეზანი არ იყო
ის მხატვარი, რომელიც ყალბი
ეფექტების გამოდევნებით
შეეცდებოდა სახელის მოხვეჭას.
მისი ნაწარმოებები რომელ
პერიოდსაც არ უნდა ეკუთვნოდნენ
ისინი, თავიანთ ექსპერიმენტული
სილამაზის თუ უკიდურესად
მოუქნელი სტატიკურობით.
ფორმასა და შინაარსის
ჰარმონიულობითა თუ დისჰარმონიულობით,
რეალობითა თუ რეალურობით.
მთლიანად სეზანია თაობიდან
ბოლომდე

სეზანისეული
ხედვის მატერიალურ-კონსტრუქციული
საფუძველი არ ექვემდებარება,
იმპრესიონიზმის ძირითადად
ტენდეციას-ბუნების არამდგრად,
ცოცხალ, მოძრავ ვითარებაში
ასახვის პრინციპებს. ამიტომ
იგი უკვე მიმართავს ნატურმორტებს
რომელიც მას საშუალებას აძლევს
უფრო მახვილად შეიგრძნოს
ცოცხალი ბუნების სიმყარე.
ამავე დროს მხატვარს სულ უფრო
იტაცებს სივრცის ჰაეროვანი
ნიუანსირებების (ფერით და
არა სინათლისი მპრესიონისტებისეული
ეფექტებით) და კომპოზიციების
მატერიალური ელემენტებით
გაძლიერების პრობლემა.

თითქმის ყველა
მისი ახლო მეგობარი აღნიშნავს,
რომ სეზანისათვის შემოქმედებითი
პროცესი არ ყოფილა იოლი და
სასიხარულო, თუმცა იგი
განუწყვეტლივ ფერწერით იყო
გატაცებული და გულდადებით
შრომობდა. მისი ნაწარმოებები
დიდი ხნის "ფუნჯით ხელში
აზროვნების” და მტანჯველი
შემოქმედებითი წვის შედეგს
წარმოადგენს. როგორი განუსაზღვრელი
ენერგიისა და ნებისყოფისაც
იყო თვითონ, ისეთივეს მოითხოვდა
ყოველი თავისი მოდელისაგან.
ცნობილია მისი ფრაზა: "დღეს
თქვენ ნატიურმორტივით
შესანიშნავი მოდელი იყავით”.

სეზანი წინააღმდეგია
სიბრტყობრივ-დეკორატიულ
ფერწერისა. ის აღნიშნავს, რომ
"ბუნება ჩვენთვის, ადამიანებისთვის
სიღრმე უფროა, ვიდრე სიბრტყე.
აქედან გამომდინარეობს
საჭიროება, რომ წითელსა და
ყვითელს, რომელთა მეშვეობითაც
სინათლის ვიბრაციას გადმოვცემთ
სათანადო რაოდენობით დაუმატოთ
მოლურჯო ტონრბი, რათა ჰაერის
ილუზია შევქმნათ”. ის უარყოფს
ასევე კონტურის როლს და ფერების
არაორგანიზებულ თამაშს
ფერწერაში.

სეზანი დაინტერესებული
იყო სივრცის შეგრძნების
პრობლემებით. ზოგჯერ იგი
სცილდება სივრცის რეალურ
მთლიანობას, სურათში სივრცეს
აგებს პირობითი ფერადოვანი
პლანებით. ტილოზე საგნებს
აგებს არამათზე შექმნილი
პირველადი შთაბეჭდილების
მიხედვით, არამედ მათი ლოგიკური
გაანალიზების თანახმად. ხშირად
საგნებს დეფორმირებულადაც
კი წარმოადგენს. ფორმის
გამოსაყოფად იყენებს როგორც
ყოველთვის ფერს და ნახატს.

 

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 208 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]