მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ჯონ უინსტონ ლენონი
2011-02-22, 6:30 PM

Image Hosted by ImageShack.us
მემგონი "the beatles” ის ფანები არ მიწყენენ ლენონის ბიოგრაფიით გავაგრძელებ :)

დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში, დიდ ბრიტანეთში. იყო ცნობილი მომღერალი, მწერალი, მსახიობი და მშვიდობის აქტივისტი. სახელი გაითქვა ჯგუფ The Beatles – ში მოღვაწეობით, თუმცა მანამდე რამდენიმე ბენდი ყავდა (Quarrymen, Johnny and The Moondogs, Long John and The Beatles, Silver Beatles) 
იმის გამო, რომ ჯონის მამა ალფრედი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, პატარა ლენონს დედა – ჯულია ზრდიდა. მამა კი რეგულარულად უგზავნიდა გარკვეულ თანხას. მაგრამ 1943 წელს ალფი უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1944 წელს იგი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში, მაგრამ ამ დროს ჯულია უკვე სხვა კაცისგან ელოდა შვილს და უარი განაცხადა ალფის შემოთავაზებაზე თვითონ მიეხედა ცოლ-შვილისათვის.
ჯონი იზრდებოდა დეიდა მიმისთან (მერი სმიტი, ჯულიას და, რომელიც იმ დროს სოციალური მუშაკი იყო) სწორედ მასთან გაატარა ჯონმა ბავშვობა და ახალგაზრდობა, დედა და მამა კი დროდადრო აკითხავდნენ ხოლმე.
1946 წელს ალფრედმა მიაკითხა მიმის და ჯონი ბლექპულში წაიყვანა. მას უნდოდა რომ შვილი ახალ ზელანდიაში გაეპარებინა და მარტოს გაეზარდა, მაგრამ ეს ჯულიამ გაიგო და ყოფილი ქმრის ადგილსამყოფელს ადვილად მიაგნო. ალფრედმა 5 წლის შვილს უცნაური ულტიმატუმი წაუყენა: აირჩიე ვისთან გინდა ცხოვრება, დედასთან თუ მამასთანო. ჯონმა თავიდან მამა აირჩია, მაგრამ როცა წაყვანა დაუპირეს ჯულიას გამოეტირა და საბოლოოდ დედამისს გაჰყვა. ამის შემდეგ ალფრედმა შვილთან კონტაქტი გაწყვიტა და მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა (როცა ლენონი უკვე პოპულარული იყო და ბითლზს ედგა სათავეში)
ჯონ ლენონს პირველი გიტარა დედამისმა უყიდა 1957 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით 1956 წელს) და სწორედ მან შეიყვანა გიტარის კურსებზე. დეიდა მიმი იმედოვნებდა, რომ ბიჭს "გიტარაზე ბარტყუნი” მალე მოსწყინდებაო, მაგრამ ლენონი სულ სხვაგავარად ფიქრობდა და დიად მომავალზე ოცნებობდა.
1958 წლის 15 ივლისს ჯულიას (რომელიც ქუჩაზე უადგილო ადგილას გადადიოდა) პოლიციელის ყოფილი ოფიცრის მანქანა დაეჯახა და ადგილზე "გარდააცვალა”. დედის სიკვდილის შემდეგ ლენონი დაუახლოვდა მაკარტნის (ისიც დედით ობოლი იყო)

წესით ეხლა უნდა მომეთხრო "ბითლზზე”, "ბითლზის” წინა და შემდგომ ეპოქაზე მაგრამ ეს პერიოდი თითქმის ყველასთვის ცნობილია. ამიტომ ლორდმა ვოლდემორმა გადაწყვიტა ისაუბროს ერთ პროექტზე, რომლის სულისჩამდგმელიც ლენონი იყო (ეს პროექტიც საკმაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც). ვგულისხმობ "ბინძურ ყმაწვილს”-ს

The Dirty Mac, დიახ, სწორედ ასე ერქვა სუპერჯგუფს, რომელიც ლენონმა ჩამოაყალიბა (სუპერჯგუფი – ბენდი, რომლის წევრებიც უკვე ცნობილი ჯგუფის შემადგენლობაში უკრავენ)
ბენდის წევრები იყვნენ: ჯონ ლენონი (The Beatles), ერიკ კლეპტონი (Cream), კიტ რიჩარდსი (The Rolling Stones), მიჩ მიჩელი (Jimi Hendrix Experience)
ჯგუფმა მხოლოდ ერთი სიმღერა ჩაწერა (1968 წელს) – Yer Blues. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მსმენელთა ნაწილმა დიდი აღშფოთება გამოხატა (იმიტომ რომ ეს იყო პირველი სიმღერა რომელიც ლენონმა ბითლზის გარეშე იმღერა, მერე ჰარისონს მოუნცა სოლო კარიერის გაკეთება და ორი წლის შემდეგ ბენდი დაიშალა)
პროექტს მიკ ჯაგერისა და ჯონ ლენონის დიალოგი ხსნის:
-Hello Winston, wellcome to the show. I want to talk to you about your new group The Dirty Mac…
თუმცა ჯობს ეს ყველაფერი თვითონ ნახოთ!

გავიდა დრო
წარმატებული კარიერა,
ასევე წარმატებული სოლო კარიერა,
პოლიტიკური მოღვაწეობა

და დადგა ავბედითი 1980 წელი.

ვინმე მარკ დევიდ ჩეპმანმა გადაწყვიტა ლენონის მოკვლა (მოტივი ჩემთვის უცნობია)
ამისათვის ეს ცხოველი მთელი ორი თვე ემზადებოდა. ოქტომბერში ჩამოვიდა ნიუ იორკში, ჯერ ლენონს გაეცნო და ავტოგრაფებს თხოვდა, მერე ჰავაიში ვიღაც იდიოტისგან (დანა რივზი) იყიდა იარაღი. მკვლელობისთვის შესაფერის დროს არჩევდა. კინოთეატრში წაეთრა და ერთი ფილმი ნახა (Ordinary People. ფსიქიატრების მტკიცებით სწორედ ამ ფილმის ნახვამ გადააწყვეტინა საბოლოოდ ჯონის მოკვლა), მერე ტაქსის მძღოლთან ერთად კოკაინი ყნოსა და ორიოდე დღეში…

8 დეკემბერს "დაკოტა”-ს წინ დაერჭო, ლენონის მოსვლას უცდიდა. 22:49 -სთვის გამოჩნდა ლიმუზინი, საიდანაც ჯონი გადმოვიდა….

შენობაში შესვლის წინ ვიღაცამ დაიძახა:
-ერთი წუთით მისტერ ლენონ
ჯონი მობრუნდა….

გაისმა 9 მილიმეტრიანი სმიტ-ვესონის მჭახე ხმა და….

სასწრაფოს მანქანა დროზე მოვიდა, მაგრამ ლენონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დასრულდა ეპოქა…..


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 285 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]