მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ჯეინ ადამსი - ამერიკელი რეფორმატორი
2011-04-13, 6:35 PM
ჯეინ ადამსი ხმის მიცემის უფლების მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელი და სამოქალაქო უფლებათა დაცვის აქტივისტი იყო.

დღეს შეერთებული შტატების ისტორიაში ღირშესანიშნავი დღეა - 90 წელი გავიდა მას მერე, რაც ამერიკის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ამერიკალ ქალებს მიენიჭათ უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას მეოცე საუკუნის დასაწყისში თავისი გმირები ჰყავდა. ხმის მიცემის უფლების მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელი და აქტიური მებრძოლი გახლდათ ამერიკელი სოციოლოგი და პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეინ ადამსი.

მეცხრამეტე საუკუნეში შეერთებულ შტატებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ვერცერთი ამერიკელი ქალი ვერ იოცნებებებდა. თუმცა XIII საუკუნის მიწურულს თავისუფალი ქვეყანაში მცხოვრებმა ათასობით პროგრესულად მოზროვნე ამერიკელმა ქალმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის სამოქალაქო მოძრაობა დაიწყო.

ამ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ჯეინ ადამსიც. 1897 წელს ადამსი საზოგადოების წინაშე საჯარო სიტყვით პირველად წარსდგა, 1906 წელს ამერიკელ ქალთა არჩევნებში ხმის უფლების ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტი ოთხი წლის მანძილზე თავად ჯეინ ადამსი გახლდათ, პირველი შეკრება ჩაატარა. ადამსმა ასოციაციის პრეზიდენტობის მანძილზე მთელი ამერიკის შეერთებული შტატები შემოიარა. იგი ატარებდა შეკრებებს, წერდა ქალთა უფლებებზე და 1920წელს, როცა ამერიკის კონსტიტუციით ამერიკელ ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ, ჯეინ ადამსი ქალი ამომრჩევლების ლიგის წევრი გახდა. ამ დღიდან დაიწყო ადამსმა მუშაობა იმ მიმართულებით ,რომ შეერთებულ შტატებში ქალ ამომრჩევლებს არჩევნებსა და ხმის უფლებაზე ზოგადი წარმოდგენა შექმნოდათ.

ისტორიკოსმა ლუის ნაითმა ჯეინ ადამსზე ბიოგრაფიული წიგნი გამოსცა. მისი თქმით, არჩევნებში ქალთა ხმის მიცემის მოპოვებისთვის ბრძოლა ადამსის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ეტაპი იყო. ჯეინ ადამსმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამოქალაქო თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლას მიუძღვნა. ადამსი მუდმივად იბრძოდა საშუალო ფენის ამერიკელების უფლებების დასაცავად, ჩამოაყალიბა პირველი ეროვნული განსახლების სახლი ჩამოსული მიგრანტების განათლებისა და სოციალური დახმარებისთვის, დაარსა პირველი ქალთა პროფესიული კავშირი და დაარსა ორი სამოქალაქო უფლებების დაცვის ორგანიზაცია. ჯეინ ადამსმა ასევე დიდი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებში რვასაათიანი სამუშაო დღის დაწესებისა და არასრულწლოვანთა დასაქმების აკრძალვის საკითხებშიც.

ისტორიკოსი ლუის ნაითი მას მერე, რაც ჯეინ ადამსის ცხოვრებას ახლოდან გაეცნო, მისი პიროვნებით განსაკუთრებით გაოცებულია. ისტორიკისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ ახერხებდა საზოგადოების უმაღლესი ფენაში გაზრდილ ჯეინ ადამსს ქვეყნის უმდაბლესი ფენების წარმომადგენელებთან ეკონტაქტა და მათი ცხოვრებისა და პრობლემების თანაზიარი გამხდარიყო:

„ჯეინ ადამსისი აზრით, თუ კარგად არ იცნობ ადამიანებს, მათი მსოფლმხედველობას ვერ გაიზიარებ და დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრიც ვერასდროს გახდები. ეს რა თქმა უნდა, რადიკალური პოზიციაა, მაგრამ ადამსმა ამ იდეით იცხოვრა და ცხოვრებაშიც მისი რეალიზება შეძლო. მუშაობდა, მეგობრობდა და მეზობლობდა მუშათა კლასის წარმომადგნელებთან. მუდმივი კავშირი ჰქონდა სხვადასხვა ერისა და კულტურების მქონე ადამიანებთან. მთელი მისი ცხოვრება მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულების, წარმომავლობისა და რელიგიიის მქონე ადამიანებმა ერთმანდთის გევრდიგვერდ სრულუფლებიან გარემოში იარსებონ."

ზუსტად ამის გამო იქცა მეოცნებე იდეალისტი ჯეინ ადამსი ამერიკის საზოგადოების ერთერთ ყველაზე თვალსაჩინო რეფორმატორად. ადამსი ასევე თავდადებული პაციფისტი იყო და ომის საშინელი მოწინააღმდეგე გახლდათ. მან ამერიკელ ქალებთან ერთად პირველი მსოფლიოს ომის დასრულების მოთხოვნით მოძრაობაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჯეინ ადამსის დაუშრეტელმა ენერგიამ და მცდელობამ ადამიანებს დახმარებოდა და მათი ცხოვრება გაეუმჯობესებინა -საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ შეაფასა და 1931 წელს იგი პირველი ამერიკელი ქალი გახდა, ვინც ნობელის მშვიდობის პრიზით დააჯილდოვეს.

ისტორიკოსის ნაითის თქმით, ჯეინ ადამსი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მთელი მსოფლიოს ქალები მშვიდობის საქმეში გაერთიანდებოდნენ და ბევრი მნიშვნელოვანი გლობალური საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეძლებდნენ.

თამარ ნერგაძე
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 124 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]