მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ჩარლი ჩაპლინი – “ცხოვრება ახლო კადრით ტრაგედიაა, ხოლო შორი კადრით კომედია”
2011-04-08, 7:08 PM

charlie_chaplin_1


ჩარლი ჩაპლინი

(1989 – 1977)

სერ ჩარლზ სპენსერ "ჩარლი” ჩაპლინი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და კომპოზიტორი კლასიკურ ჰოლივუდურ კინოში.

Charlie_Chaplin_Biography

"ერთი დღე სიცილის გარეშე, ერთი დაკარგული დღეა”

2chaplin-charlie

"მე ხალხისთვის ვარსებობ. სხვანაირად არ შემიძლია”

Charlie_Chaplin_I

"გასაჭირში მყოფ მეგობარს დაეხმარო ადვილია, მაგრამ შენი დრო დაუთმო – არაა ყოველთვის შესაძლებელი "

circus

"რისი მნიშვნელობა გინდათ გაიგოთ? ცხოვრება სურვილია და არა მნიშვნელობა”

BE036707

"სიტყვები იაფია. ყველაზე დიდი რაც შეგიძლია თქვა, არის "სპილო”

1charlie_chaplin

"მსახიობები ეძებენ უარყოფას. თუ ვერ მიიღეს, თავად უარყოფენ საკუთარ თავს”

1101250706_400

"კომედიის შესაქმნელად მჭირდება პარკი, პოლიციელი და ლამაზი გოგო”

1101310209_400

"ჩემი ყველა ფილმი აგებულია გასაჭირში მოხვედრის იდეაზე, რომ შანსი მომეცეს, სასოწარკვეთილი მცდელობით, სერიოზული ვიყო და ნორმალური ახალგაზრდა ჯენტლმენი გამოვჩნდე”

city-lights-charlie-chaplin-collection

"პერსონაჟზე არავითარი იდეა არ მქონდა.მაგრამ როგორც კი ჩამაცვეს ტანსაცმელი და მაკიაჟი გამიკეთეს, მე ვიგრძენი ის. მე დავიწყე მისი შეცნობა და როცა სცენაზე ავედი, ის სრულიად დაიბადა”

PP30492

"ცხოვრება ახლო კადრით ტრაგედიაა, ხოლო შორი კადრით კომედია”

30266-Charlie-Chaplin-25vm

ბავშვობის წლები: ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი 1889 წელს ლონდონში დაიბადა. მამამისი ვოკალისტი და მსახიობი იყო, დედამისიც, ასევე მსახიობი და მომღერალი. ჩარლის მათი ტალანტი გამოჰყვა.

მშობლები მაშინ გაცილდნენ როცა ჩარლი 3 წლის იყო. მომავალი კომიკოსი ძირითადად დედასთან იზრდებოდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მამამისი ალკოჰოლიკი იყო და შვილებთან იშვიათადად ჰქონდა კონტაქტი. ის 1901 წელს ალკოჰოლიზმის მიზეზით გარდაიცვალა.

ჩარლის დედის მომღერლის კარიერა ყელის დაავადებამ დაასრულა. ჰანა ჩაპლინს პირველად კრიზისი 1984 წელს თეატრში ერთ-ერთი პერფომანსისას დაეწყო. მაყურებელმა სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო მისი მიმართულებით, ის იძულებული გახდა კულისებში გასულიყო. მაშინ ჯერ კიდევ 5 წლის ჩარლი ჩაპლინი სცენაზე ავიდა იმ დროისათვის ცნობილი მელოდია "ჯეკ ჯოუნსი” იმღერა.

ჩარლის ბავშვობა სავსე იყო სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემებით, რამაც შემდგომში უკვე მის მიერ გადაღებულ ფილმებში პჰოვა ასახვა.

ამერიკა: ჩარლიმ პირველად ამერიკაში ფრედ კარნოს მსახიობთა დასთან ერთად იმოგზაურა 1910-12 წლებში. შემდეგ 5 თვით ინგლისში დაბრუნდა და ისევ ამერიკაში გაემგზავრა შემდეგი ტურისთვის. ჩარლიმ 1913 წელს ამერიკაში მიიღო თავის პირველ ფილმში მონაწილეობა – "Making a Living”, მარკ სენეტის (ოსკაროსანი, კომედიის მეფედ აღიარებული, რეჟისორი) მიერ გადაღებულ ფილმში. რომელშიც მან წარუმატებლად ითამაშა. ფილმის რეჟისორი გრძნობდა რომ მან სერიოზული შეცდომა დაუშვა იმით რომ ჩაპლინს თამაშის უფლება მისცა. თუმცა მაბელ ნორმანდმა (მუნჯი ფილმების კომიკოსი მსახიობი) სენეტი დაარწმუნა რომ ჩარლისათვის კიდევ მიეცა შანსი. ჩარლიმ ნორმანდის რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ ამ ორის თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა უთანხმოებების გამო და ჩაპლინი ისევ მარკ სენეტთან დაბრუნდა ფილმებში მონაწილეობის მისაღებად.

წარმატება: ჩაპლინის ადრეული ფილმები მარკ სენეტის "Keystone Studios” – სთვის იყო გადაღებული, სადაც მან პირველად შექმნა შემდგომში უკვე მის სამარკო ნიშნად ქცეული "მაწანწალა”-ს პერსონაჟი. მან მალევე ისწავლა ფილმების კეთების ხელოვნება. პუბლიკამ ჩაპლინი, პირველად მაწანწალას როლში, მის მეორე ფილმში იხილა – "Kid Auto Races at Venice”. ის 24 წლის იყო.

მას შემდეგ ჩაპლინმა ბევრ წარმატებულ ფილმში ითამაშა. დღეს უკვე კლასიკად ქცეული მუნჯი ფილმები: A Woman of Paris, The Gold Rush, The Circus, City Lights, Modern Times.

"დიდი დიქტატორი” ჩარლი ჩაპლინის პირველი ფილმი იყო რომელიც დიალოგს შეიცავდა. ამ ფილმის გადაღება მამაცურ ნაბიჯად იქნა მიჩნეული, იმდროინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით (1940 წელი). ფილმი როგორც ნაციზმის გამასხარავებას ცდილობდა, ასევე ასახავდა ებრაელების ტანჯვას და გასამართლებას ნაცისტების მიერ. ჩარლი ჩაპლინი ამ ფილმისათვის ოსკარზე იქნა წარდგენილი, როგორც საუკეთესო მსახიობი და რეჟისორი, ფილმთან ერთად.

ჩარლი და პოლიტიკა: ჩაპლინის პოლიტიკური სიმპატიები ყოველთვის მემარცხენე ფლანგზე იყო გადახრილი. რაც იმ დროისათვის კომუნისტურად მოინათლა ბევრის მიერ. მისი ფილმები პოლიტიკურ თემებს არ შეიცავდა. მაგრამ უკვე დიდი დეპრესიის შემდგომი ფილმი "Modern Times” აღწერს მუშების და დაბალი ფენის მოსახლეობის გაჭირვებას. ასევე მკაფიოდ პოლიტიკური ფილმი "The Great Dictator” , რომელიც პატრიოტული ნაციონალიზმის კრიტიკა იყო.

1942 წელს ჩარლი ჩაპლინმა მხარი დაუჭირა მეორე ევროპული ფრონტის გახსნას საბჭოთა კავშირის დასახმარებლად, რამაც სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ ჩაპლინი უკვე თავს იკავებდა საკუთარი მოსაზრებების გახმაურებისაგან. თუმცა, მან 1957 წელს გადაიღო ფილმი "A King in New York” რომელიც ამერიკაში დაწყებული პოლიტიკური დევნისა და პარანოიის სატირიზებას ახდენდა. ამ ფილმის შემდეგ მას ამერიკის დატოვება მოუწია. და მან, აშკარად, ამის შემდეგ, პოლიტიკური ფილმების კეთების ინტერესი დაკარგა. როგორც შემდგომში თავად თქვა: კომიკოსები და კლოუნები პოლიტიკოსებზე მაღლა უნდა იდგნენ.

ჯილდოები: 1972 წელს ჩარლი ჩაპლინმა ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკისათვის, რომელიც 1952 წლის ფილმის "Limelight” – ისთვის იქნა დაწერილი. 1929 წელს ნომირებული იყო ოსკარზე საუკეთესო სურათისათვის (The Circus), როგორც საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო კომედიის რეჟისორი, და საუკეთესო ორიგინალური სცენარი. 1940 წელს "The Great Dictator” და 1948 წელს "Monsieur Verdoux” ასევე ნომირებულნი იქნენ ოსკარზე. თუმცა ჩარლი ჩაპლინს არასდროს გამოუხატავს დიდი ინტერესი ოსკარის დააჯილდოების მიმართ.

1972 წელს ამერიკაში დაბრუნებულმა ჩაპლინმა ჯილდო მიიღო " შეუფასებელი ზეგავლენისათვის რომელიც ფილმების შექმნაზე მოახდინა და რომელიც მეოცე საუკუნის ხელოვნებას წარმოადგენდა”. ჩარლი ჩაპლინს ოვაციით წამოუდგენენ ფეხზე, და ამ ოვაციამ მთელს ოსკარის დაჯილდოვების ისტორიაში ყველაზე მეტხანს, 5 წუთს, გასტანა.

ჩარლი ჩაპლინს 1975 წელს 84 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდება მიანიჭეს.

პერსონალური ცხოვრება: ჩარლი უამრავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი სასიყვარულო ისტორიები კარგად არის ცნობილი.

Hetty Kelly ჩარლი ჩაპლინის პირველი "ნამდვილი” სიყვარული იყო. მას 15 წლის მოცეკვავე თავდავიწყებით შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა 1908 წელს, როცა თავად 18 წლის იყო. გოგონას უარმა მსახიობი გაანადგურა და წლების განმავლობაში მისი სიყვარული აკვიატებაში გადაეზარდა. 1921 წელს ჩარლის თავზარი დაეცა, როცა გაიგო რომ მისი პირველი სიყვარული 1918 წელს გრიპის ეპიდემიის დროს გარდაცვლილიყო.

1918 წელს, 29 წლის ასაკში, ჩაპლინი პოპულარულ მსახიობზე, მილდრედ ჰარისზე დაქორწინდა, რომელიც მხოლოდ 16 წლის იყო. მათ ერთ წელში ვაჟი შეეძინათ, რომელმაც მხოლოდ 3 დღე იცოცხლა. წყვილი 1920 წელს განქორწინდა. ჩაპლინმა განქორწინების პროცესის დროს მეუღლეს ბრალად დასდო სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ ცნობილ მსახიობ ქალთან ალა ნაზიმოვასათან.

54 წლის ასაკში ჩარლი ჩაპლინი, 18 წლის ონა ო’ნილზე დაქორწინდა, მიუხედავად გოგონას მამის სასტიკი წინააღმდეგობისა, რომელიც ქალიშვილს ჩარლის სიკვდილამდე არ დალაპარაკებია. მათი ქორწინება გრძელი და ბედნიერი გამოდგა. მათ 8 შვილი შეეძინათ. ბოლო შვილი მაშინ გაჩნდა როცა ჩარლი 73 წლის იყო. ონამ ჩარლის სიკვდილის შემდეგ კიდევ 14 წელი იცოცხლა. ის 1991 წელს პანკრეატიული კიბოთი გარდაიცვალა.

ჩარლი ჩაპლინს 4 ქორწინებიდან 11 შვილი ჰყავდა.

ბოლო წლები: ჩარლი ჩაპლინს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ინვალიდის სავარძელსაც იყენებდა. ჩარლიმ ბოლო წუთები შვეიცარიაში გაატარა; ის 1977 წელს ძილში გარდაიცვალა შობა დღეს. ის შვეიცარიაშივე იქნა დაკრძალული.

1978 წლის 1 მარტს მისი გვამი საფლავიდან მოიპარეს შვეიცარიელმა მექანიკოსებმა, რომელთაც მიზნად ოჯახისთვის ფულის გამოძალვა ჰქონდათ. თუმცა ისინის მალევე დააკავეს და გვამი 2 მეტრის სისქე ბეტონის ქვემოთ მყოფ საფლავში დამარხეს, რათა შემდეგი მცდელობებისათვის ხელი შეეშალათ.

ტრივია: პირველი მსოფლიო ომის დროს ჩარლი ჩაპლინი ბრიტანული პრესის მიერ იქნა გაკრიტიკებული, რადგან მან არმიაში სამსახურზე უარი თქვა. სინამდვილეში ჩარლი ტანით სიპატარავის და მეტისმეტი სიგამხდრის გამო არ გაიწვიეს ჯარში.

ინგლისის ეკლესიის მიერ მონათლული, ჩარლი ჩაპლინი მთელი ცხოვრებად აგნოცისტად რჩებოდა.

საბჭოელი ასტრონავტის მიერ 1981 წელს აღმოჩენილ პატარა პლანეტას, ჩარლი ჩაპლინის საპატივსაცემოდ, "3623 ჩაპლინი” ეწოდა.

ჩარლი ჩაპლინის "მაწანწალა” ერთ-ერთი ყველაზე მეტად მიბაძული პერსონაჟია. როგორც ამბობენ, ჩარლი ჩაპლინის მიბაძვის და გარეგნული დამსგავსების კონკურსში, თავად ნამდვილი ჩარლი ჩაპლინი მე-3-ე ადგილზე გავიდა.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 914 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]