მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ათეიზმი
2011-08-21, 1:45 AM

”ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს) ”

10 მითი ათეიზმის შესახებ

1. ათეისტებს სწამთ რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს – პირიქით, უფრო ხშირად სწორედ "მორწმუნეები” ფიქრობენ რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმქვეყნიურმა სიამოვნებებმა შეიძლება აანაზღაუროს, ათეისტებს კი სწამთ რომ იმქვეყნად არაფერი ელოდებათ, შესაბამისად უფრო მეტად უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან, დღევანდელი დღიდან უფრო მეტის მიღებას ცდილობენ.

2. ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები – ძალიან ბევრი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს.

3. ათეიზმი დოგმატურია – ებრაელები, მაჰმადიანები და ქრისტიანები თვლიან რომ მათი წერილები იმდენად კარგად არის მორგებული კაცობრიობის მოთხოვნებს, რომ ასეთი წერილები მხოლოდ უმაღლეს გონს შეეძლო შეედგინა, ათეისტი კი უბრალოდ ის პიროვნებაა, რომელმაც ცოტათი მეტი წაიკითხა და მიხვდა რომ ასეთი რწმენა არის აღსაშფოთებელი. მწერალმა სტეფან ჰენრი რობერტსმა (1907-71) ერთხელ თქვა: მეც და შენც ორვენი ათეისტები ვართ, უბრალოდ მე შენგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთის მწამს, როცა შენ მიხვდები რატომ არ გწამს სხვა რელიგიების ღმერთების არსებობა, მაშინ მიხვდები რატომ არ მწამს შენი ღმერთის.

4. ათეისტები ფიქრობენ რომ "ყველაფერი თავისით გაჩნდა” – სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს (საერთოდ ევოლუციის თეორიის კრიტიკის დროს) ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესები – ბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის "შემთხვევითი” და დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინი "ბუნებრივი გადარჩევა” გამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებული "ხელოვნური გადარჩევის” პროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე!

5. ათეიზმს არ აქვს კავშირი მეცნიერებასთან – მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს თან მეცნიერი იყოს და თან ღმერთის სწამდეს, უეჭველია რომ მეცნიერული მოღვაწეობა უარყოფს და არა ამყარებს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, ავიღოთ აშშ-ს მოსახლეობა მაგალითისთვის: საერთო მოსახლეობის 90% სწამს ღმერთის არსებობის, ხოლო ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრების 93% კი – არა!

6. ათეისტები ჯიუტები და ბრმები არიან – როცა მეცნიერებმა არ იციან რაიმე ან ვერ ხსნიან – ამას აღიარებენ, აი მორწმუნეების უმრავლესობა კი იბრალებს რომ შეუძლიათ ახსნან და იციან კოსმოსზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე იმაზე მეტი ვიდრე ყველა მეცნიერმა ერთად. როცა საუბარი მიდის კოსმოსზე, ბუნებაზე და ჩვენს ადგილზე მათთან მიმართებაში, ათეისტები იშველიებენ მაგალითებს და ფაქტებს მეცნიერებიდან, რაც სიჯიუტე კი არა – ინტელექტუალური გულახდილობაა.

7. ათეისტებს არ შეუძლიათ "სულიერების განცდა” – აბსოლიტურად არაფერი აკავებს არცერთ ათეისტს უყვარდეს, აღფრთოვანდეს, დააფასოს, შეიწყალოს, იყოს ბედნიერი… ათეისტები ხშირად ცდილობენ განიცადონ ეს გრძნობები, უბრალოდ ისინი ამ გრძნობებს არ აბრალიან და მიაწერენ უმაღლესს გონს, ეჭვგარეშეა რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის კითხვით და ლოცვით – რას ამტკიცებს ეს? რას და იმას რომ დისციპლინას და ზოგიერთი კანონის დაცვას აქვს დამამშვიდებელი და პოზიტიური გავლენა ტვინზე. ბუდისტები, ინდუსები, მაჰმადიანებიც იგივეს გრძნობენ როცა თავისი წმინდანებისთვის ლოცულობენ.

8. ათეისტებს სჯერათ რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებისა და აღქმის მიღმა – პირიქით, ათეისტი თავისუფალია ადამიანის აღქმის საზღვრების დადგენისას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ ვიცით სამყაროს შესახებ, ვერც ბიბლია და ვერც ყურანი ვერ გვაძლევს უკეთესს ახსნას სამყაროსი, როდესაც მორწმუნეები შეზღუდულნი არიან ასეთ ფიქრებში, ათეისტს თავისუფლად შეუძლია დაუშვას სხვა სამყაროების, სხვა სიცოცხლეების არსებობა სხვადასხვა პლანეტებზე, განზომილებებში.

9. ათეისტები უარყოფენ ფაქტს რომ რელიგია სასარგებლოა საზოგადოებისთვის – მას ვინც ამას ამტკიცებს ხშირად ავიწყდება რომ ასეთი სარგებელი არ ამტკიცებს რელიგიის ამა თუ იმ დოქტრინის ჭეშმარიტებას რათქმაუნდა შეიძლება ვიკამათოთ რელიგიის სარგებელზე, რადგან ხშირად რელიგია იძლევა საკმაოდ "ცუდ” მიზეზებს მაშინ როდესაც არსებობს "კარგი” მიზეზები, ასე მაგალითად: რომელი სჯობს: დაეხმარო მათხოვარს იმიტომ რომ ის იტანჯება, თუ იმიტომ რომ უმაღლესმა გონმა გითხრა ასე და დაგაჯილდოებს ასეთი საქციელისთვის და დაგსჯის თუ ასე არ მოიქცევი.

10. ათეიზმში არ არსებობს მორალი – თუ ადამიანი თავისით ვერ ხვდება რა არის ბოროტება, მაშინ ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ბიბლიიდან და ყურანიდან, მორალი ადამიანებს გვიყალიბდება იმ გარემოდან და იმ მორალური ინტუიციიდან, რომლებიც წლების მანძილზე წყვეტდნენ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კაცობრიობამ განიცადა ნამდვილად დიდი მორალური პროგრესი ბოლო წლების მანძილზე და ეს ნამდვილად არ მომხდარა იმის გამო რომ ბიბლიას ან ყურანს უფრო დაკვირვებით ვკითხულობდით, ორივე წიგნში არის მონობის მაგალითები, მაშინ როცა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი მონათმფლობელობას გაუმართლებლად თვლის.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 268 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]