მთავარი » ფაილები » საქართველო

ანდაზები
2011-03-12, 7:46 PM



ანდაზები

1.აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
2.აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
3.აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო.
4.ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.
5.ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
6.ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.
7.ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო.
8.ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს.
9.არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო.
10.გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.
11.გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
12.გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.
13დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო.
14.დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო.
15.დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.
16.ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.
17.ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო.
18.ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
19.ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.
20.ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის.
21.ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.
22.ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.
23.ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო.
24.თევზი თავიდან ყროლდებაო.
25.თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.
26.ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
27.კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო.
28.კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
29.კაცი კაცის წამალიო.
30.კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.
31.კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.
32.მომხდურს დამხდური უნდაო.
33.მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.
34.მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო.
35.პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.
36.რაც არ გერგება, არ შეგერგება.
37.რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.
38.როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
39.სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.
40.სამშობლოს ერთგული უდიდგვაროდაც დიდიაო.
41სამშობლოს მოღალატე კალთაზე რომ მოგეკრას, ის კალთა მოიჭერიო.
42.საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო.
43.სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
44.სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
45.სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.
46.სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.
47.სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.
48.სოკო ამინდს მოჰყავსო.
49.სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.
50.სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.
51.ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
52.უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.
53.უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო; შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.
54.ფათერაკს თვალი არ უჩანსო.
55.ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო.
56.ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.
57.ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო.
58.შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
59.შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო.
60.ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.
61.ციხე შიგნიდან ტყდებაო.
62.ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.
63.ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.
64.ძროხას საწველი მოუტანეს და თქვა: ხარი ვარო; უღელი მოუტანეს და – ძროხა ვარო.
65.წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.
66.წყევლამ თქვა: სწორი გზა მაჩვენე, თორემ უკანვე დაგიბრუნდებიო.
67.ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.
68.ხე ფესვებითა დგას, კაცი მოყვრითაო.
69.ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.
70ხემ თქვაო: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო".
71ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო
ანდაზები
აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო.
ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.
ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.
ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო.
ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს.
არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო.
გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.
გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.
დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო.
დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო.
დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.
ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.
ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო.
ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.
ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის.
ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.
ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.
ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო.
თევზი თავიდან ყროლდებაო.
თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.
ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
კაცი კაცის წამალიო.
კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.
კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.
მომხდურს დამხდური უნდაო.
მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.
მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო.
ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო.
პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.
რაც არ გერგება, არ შეგერგება.
რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.
როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.
სამშობლოს ერთგული უდიდგვაროდაც დიდიაო.
სამშობლოს მოღალატე კალთაზე რომ მოგეკრას, ის კალთა მოიჭერიო.
საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო.
სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.
სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.
სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.
სოკო ამინდს მოჰყავსო.
სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.
სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.
უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო; შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.
ფათერაკს თვალი არ უჩანსო.
ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო.
ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.
ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო.
შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო.
ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.
ციხე შიგნიდან ტყდებაო.
ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.
ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.
ძროხას საწველი მოუტანეს და თქვა: ხარი ვარო; უღელი მოუტანეს და – ძროხა ვარო.
წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.
წყევლამ თქვა: სწორი გზა მაჩვენე, თორემ უკანვე დაგიბრუნდებიო.
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.
ხე ფესვებითა დგას, კაცი მოყვრითაო.
ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.
ხემ თქვაო: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო"
ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
ა, დათვი და ა, კვალი!
აასვენა, აღარ დაასვენა.
ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
ავი კაცი თავისთავის მკვლელია
ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
ავი შვილი დედმამის ჭირიაო
ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
ავმა რა ქნა - ავის მეტი
ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო
არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო
არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
არწივს საკენკით ვერ გააძღობო
ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი

ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
ბაძვა სჯობია შურსაო
ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო
ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
ბუტიას კერძი გემრიელიაო
ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო

გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
გამგონი გაიგონებსო
გამშველებელს მოხვდებაო
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო

გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
გაჭირვება მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს

გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს

დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო


ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის

ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
ვარდი უეკლოდ არავის მოუგლეჯია
ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა

ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო

თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
თვალი უნებურიაო
თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე

თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო

იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!

კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
კაისათვის კაი ვის უქნია
კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
კვიცი გვარზე ხტისო
კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება

ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით

მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
მარჯვე კაცისთვის სასჯელი – უსაქმობა არისო
მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო
მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
მგზავრის დგომა – ცდომააო
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა – ტყეში გამიშვითო
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება
მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო

მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
მიზეზ-მიზეზ – დოს მარილი აკლიაო
მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
მოთმინება – სამოთხის გასაღებია
მომეც ბედი და – გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
მომრევის მომრევი არ დაილევაო
მოჩქარეს მოუგვიანდესო
მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო



ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
ნაყიდს გემო არა აქვსო
ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო


ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი – გამდიდრებასო
ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
ობოლსა ჰკითხეს – რომ გაიზრდები რას იზამო? – ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
ორი პურაძვირი კაცი – ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო


პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
პატარძალმა კოკა გატეხა და – ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა – ძმობაა
პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი – ახალიო



ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში



რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
რასაც დასთეს, იმას მოიმკი
რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო



სადაც არა სჯობს – გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს – დედ- -მამაო
სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
სამხედრო ძალაა – ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი – ცოდნა და ენა
სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება – აღარ გამოაცხობს
სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
საქონელს თვალი სჭამსო
საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
საჭმელი ერთი დღისაი, სახელი – ასი დღისო
სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
სახელი სჯობს ქონებასა და უფლება – მონებასა
სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
სირცხვილი – სიკვდილიაო
სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
სიტყვა ადვილია, ქმნა კი – ძნელი
სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
სიფრთხილეს თავი არ ატკივაო
სიცილით დაკარგული – ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
სიხარბემ რა ნახა – ყველა დაჰკარგა
სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
სხვა სხვისა ომში გმირია
სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
სხვისი ლუკმა გემრიელია



ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს



უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
ურემს რომ ძალა დაადგება – ჭრიალს დაიწყებს
ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა



ფათერაკს თვალი არ უჩანს
ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას – ჭვინტშიო
ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
ფონი გასავალს დალოცე
ფული პატარა ღმერთიაო


ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს – ღმერთო შემარგეო
ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის – გამსუბუქდება
ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
ქვევრს ჩავძახე – ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
ქვეყანა ჩალით დახურული როდია
ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
ქურდს ქუდი ეწვისო
ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა – ლაშქარი
 უნამუსოს აფურთხებდნენ, ვაჰ, რა კარგი წვიმა მოდისო!
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 594 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]