ზოგი რამ მამაკაცებზე
2011-05-24, 9:04 AM
ქალსა და კაცზე უამრავი თქმულა და დაწერილა. მგონია, რომ არაერთხელ ამოწურული ეს თემა ყოველთვის აქტუალური იქნება და მუდმივად ახლადაღმოჩენილის მოლოდინში იარსებებს… ამ პოსტით მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რისი მოძიებაც ამ ეტაპზე შევძელი. გაგრძელება, სავარაუდოდ, მალევე იქნება ;-)

სასიყვარულო ურთიერთობების დასრულებას მამაკაცი უფრო განიცდის, ვიდრე ქალი.

მამაკაცები თვითმკვლელობისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, რადგან სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მამაკაცები უფრო ხშრად ამთავრებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე ქალები.

მეხის მსხვერპლთა შორის 80% მამაკაცია.

ისინი უფრო ნელა თვრებიან ვიდრე ქალები, რადგან მათი ორგანიზმი უფრო მეტ წყალს შეიცავს.

მამაკაცის ორგანიზმში ყოველდღიურად გამომუშავდება 200 მლნ სპერმატოზოიდი.

მამაკაცებს გაცილებით ხშირად უყვარდებათ და უფრო ემოციურები ხდებიან.

მამაკაცები სექსზე დღეში სამჯერ უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე ქალები.

მამაკაცებს კვირა დრეს, ვახშმის შემდეგ სექსის სურვილი განსაკუთრებით უმძაფრდებათ.

მამაკაცები თავიანთი ბუნებით უფრო მიდრეკილნი არიან ღალატისაკენ, ვიდრე ქალები.

ქალები სერიოზულდებიან მაშინ როდესაც ხვდებიან შესაფერის მამაკაცს. მამაკაცები კი სერიოზულდებიან ნებისმიერთან, რომელსაც ხვდებიან შესაფერის დროს.

მამაკაცი პირველ კოცნას ყოველთვის იპარავს, მეორეს იხვეწება, მესამეს მოითხოვს, მეოთხეს უკითხავად იღებს, მეხუთეს იღებს როგორც აუცილებლობას!..

"როცა პირველად ნებდება ქალი, იგი ფიქრობს, რომ მისცა მთელი სამყარო, მამაკაცს კი ჰგონია მიიღო სათამაშო… ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს ჰგონია მიიღო წუთი.: /სტენდალი/

მამაკაცი და ქორწინება

მამაკაცთა დიდი ნაწილი ქორწინებას უფრო პოზიტიურად უყურებს, ვიდრე ქალები.

მამაკაცთა მხოლოდ 10% ეხმარება ცოლს საოჯახო საქმეებში, 90% კი ოჯახის ბიუჯეტს აკონტროლებს.

ცოლიან მამაკაცებს გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის მხრივ, ვიდრე უცოლოებს, თუმცა ცოლიანი მამაკაცები მიდრეკილნი არიან შაკიკის, ჰიპერტონიისა და გასტრიტის მიმართ.

მამაკაცთა დიდი ნაწილი ცოლის სიკვდილის შემდეგ სტრესში ვარდება და ხშირად დარდისაგან იღუპება კიდეც, რასაც ქალებთან მიმართებაში ვერ ვიტყვით.

მამაკაცები ასაკის მატებასთან ერთად ჭირვეულნი ხდებიან. გაუთავებლად წუწუნებენ იმის გამო, რომ ცოლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

მამაკაცებს ეშინიათ:

რომ მათი სხეული ქალებს არ მოეწონებათ;

რომ საწოლში ფიასკო არ განიცადონ;

რომ არ იციან სასიყვარულო თამაშების ნაირსახეობები;

რომ ქალი ფრიგიდული აღმოჩნდება;

რომ ქალს არ შეუყვარდება.

სხვადასხვა ეროვნების მამაკაცები

იაპონელი მამაკაცები თვლიან, რომ ქალის ყელი და სახე უფრო მიმზიდველია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილი.

ინგლისელი მამაკაცები თავისუფალი დროის გამონახვისთანავე საყვარელ ქალთან გარბიან.

ამერიკელი მამაკაცები მომაბეზრებელ ქალებს ერიდებიან.

ნორვეგიელებს განსაკუთრებით მოსწონთ მიამიტი, მაღალი და ქერა, სპორტული ქალები. ესპანელებს ქალებში ყველაზე მეტად თვალები ხიბლავთ.

ფრანგებს კი ისეთი ქალები უყვართ, რომლებიც კარგად ერკვევიან სამზარეულოს საქმეებში, ბავშვებსაც უვლიან და კარგადაც გამოიყურებიან.

იტალიელ მამაკაცებს, მგრძნობიარე, ვნებიანი ქალები იზიდავთ, რომლებსაც ამაღელვებელი, მომრგვალო სხეულის ნაწილები აქვთ.

ქართველი მამაკაცების ძირითად ნაწილს მოწონთ ქალები, რომლებიც არიან ულამაზესები და უჭკვიანესები; რომლებსაც მუდამ გააჩნიათ საკუთარი აზრი, მაგრამ შეუძლიათ კარგად შეინახონ თავისთვის; არიან კარგი მსმენელნი და საუკეთესო შემსრულებელნი; გიჟდებიან დღის ბოლომდე სადილების მზადებაზე, არიან წარმატებულები მრავალი ქვაბის ხეხვასა და ტაფის ფხეკვაში, მუდამ ღიღინით რეცხავენ სარეცხს და არასდროს იღლებიან;  ამ ყველაფრის შემდეგ კი საღამოს მოუთმენლად ელოდებიან ქმრებს, რომ ჰქონდეთ ვნებიანი სექსი…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1014 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]