2011-07-16, 2:43 PM | |
ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები. ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, "looser"–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს). 1) წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და
„შხამიანი" სახეობა – ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე,
გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად
გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის
შემოქმედებითი შესაძლებლობები. ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების სურვილი უქრება, რადგან იცის, რომ სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება. ასეთ ადამიანს ეზიზღება ყველა ის, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად , ამ ჩვენი უიღბლოსთვის, არასაკადრისია. მისი მოწოდებაა – იყოს სამზარეულოს, ან სალონის მოლაყბე: აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს და საჩვენებელი, „გამნიღბავი" თითით მიანიშნებს კლასიკოსების ლაფსუსებსა და მზის ლაქებზე. მართლაც, რომ „ვაი, ჭკუისაგან!" – რომ ყოფილიყო სულელი და გონებაშეზღუდული, დაკმაყოფილდებოდა ბევრად უფრო ნაკლებით: იმუშავებდა, მწვერვალისკენ წავიდოდა, სიამოვნებას მიიღებდა მიღწეული პატარ–პატარა გამარჯვებებისაგან. ასე კი: „მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!". ზოგჯერ, უბრალო კაცთმოყვარეობის გამო მოგინდება, ასეთ ადამიანებს
მოაკლო ინტელექტი, რომ ნაკლებად იფიქრონ ამ ქვეყნის უბადრუკობაზე და რამის
კეთება მაინც დაიწყონ. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავ–აგრესიული
სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით
დაავადებული ძაღლის თვალები – ერთდროულად გინდება მათი გამოკვებაც და
მათგან განზე გასვლაც. როდესაც ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტივი ძალების მობილიზებისთვის, არ აქვს მიზანი, ის შინაგანად ინგრევა და სავალალო შედეგამდე მიდის – გადის ოცი წელი და დგება პიროვნების კრიზისი…კომპანიის საყვარელი თანამშრომელი, თაყვანისმცემლების კერპი – სულ იოლად ლოთდება და ნელ–ნელა ქვემოთ ეშვებია: „ყველამ რაღაცას მიაღწია, მე კი, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რას წარმოვადგენ ახლა?… ვინ ვარ?….ჰეი, თაყვანისმცემლებო, ვის გაქვთ დასალევი?!" ეს არის ზღაპარი მწევარზე, რომელიც ფეხზე მიბმულ ბირთვს დაათრევს, რომ ძალიან სწრაფად არ ირბინოს. ის ისე სწრაფად დარბის, რომ შეუძლია, დაიძინოს, სანამ სხვები გარბიან და როცა დანარჩენები მიზანს მიუახლოვდებიან, მაშინ იხსნის ბირთვს და გარბის რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვებმა უკვე მიასწრეს და ჯილდოც აღებულია. ბრძენმა და მომთმენმა ხალხმა იაპონელებმა ტყუილად არ აღიარეს მიზნის
მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ–ნელა იცოცე, ლოკოკინავ,
ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისაკენ! "
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და სულელებს ემსგავსებიან. ასეთ უიღბლოებს შორის გვხვდებიან „უვნებელი ხეპრეები", რომლებიც სიცილს
იწვევენ და ხშირად ბელეტრისტების საყვარელ პერსონაჟებად გვევლინებიან.
ისინი ვერ განიხილავენ პრობლემას კომპლექსურად, ვერ ხედავენ
მიზეზშედეგობრივ კავშირს საწყის ქმედებებსა და საბოლოო შედეგებს შორის. უიღბლო ადამიანი ერთი–ორი წარუმატებლობის შემდეგ ყველას მწუხარებით უყვება საკუთარი უიღბლობის შესახებ. წარუმატებლობა ხომ ყველაფერს ხსნის: " მე კი ლომივით ვიბრძოდი, მაგრამ ღმერთების წინააღმდეგ ვერ წახვალ" – ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო და იოლი პოზიციაა.
ასეთ უიღბლობას შეგვიძლია, დავარქვათ იღბლიანობის შიში: ადამიანი ხვდება
წარმატების შენარჩუნების სირთულეს და ირჩევს მითს უიღბლო მომავლის
შესახებ. www.humancapital.ge | |
ნანახია: 1080 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |