მთავარი » ფაილები » საინტერესო

საუბრის უნარ-ჩვევები
2011-04-07, 5:50 PM

ზოგს ჰგონია,რომ საუბარი ადვილია და მის ხელოვნებას კარგად ფლობენ… თუმცა ფაქტია,რომ ხშირად ერთმანეთის კარგად არ გვესმის ხოლმე და ვიწყებთ კამათს, საბოლოოდ კი ვერ ვაღწევთ შეთანხმებას და ვრჩებით დაუკმაყოფილებელნი ჩვენი აზრის დაუმტკიცებლობის გამო… ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ მცირე ინფრომაცია საუბრის შესახებ…

საუბარი არის დინამიური ურთიერთკავშირი სიტყვების წარმოთქმასა და მოქმედებას შორის. თანამოსაუბრენი არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ უსმენენ კიდეც ერთმანეთს. მოსმენის უნარის გარეშე, შეუძლებელია საუბრის წარმართვა. რეპლიკების წარმოთქმა და მათი მოსმენა ერთდროულად ხდება. საუბრის ხარისხი უფრო მეტად დამოკიდებულია მოსმენის და არა ლაპარაკის უნარზე. ადამიანთა გარკვეული ნაწილის აზრით, მოსმენა იგივეა რაც ბრმად დამონება, სიტყვებით თქმა კი – ძალაუფლება…

ახლა კი რამდენიმე რჩევა თუ როგორ ვიყოთ კარგი მოსაუბრენი1. თვალყური ადევნეტ სხვებს და მიიღეთ მათგან მნიშვნელოვანი ინფრომაცია. ეს დაგეხმარებატ შემდგომში მათ დასარწმუნებლად.2. ყოველთვის გამოიჩინეთ ყურადღება, თუნდაც დაღლილი ან გაბრაზებული იყოთ, ასე ნდობის მოპოვება, უფრო ადვილი იქნება.

3. ეცადეთ სწორად და სწრაფად შეაფასოთ ის,რაც გაიგონეთ. ეს ტავიდან აგაცილებთ გაუგებრობას, რომელიც შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.

საუბრის სტრუქტურა დაკავშირებულია აზროვნების უნარტან, თვით აზროვნების პროცესს კი 2 სტადია აქვს:

1. რეალობის აღქმა;
2. ენობრივი საშუალებების გამოყენება.


საუბრის ყველა სტადია შეიცავს საკვანძო კითხვებს. გამოიყენეთ ეს კითხვები, რათა გაიუმჯობესოთ აზროვნება თითოეულ სტადიაზე. მაგ: რის მიღწევა გსურთ? როგორია ტქვენი ყურადღების ობიექტი? როგორია მისი მნიშვნელობა? შეგიძლია თუ არა მის ხედვას სხვა კუთხით შეხედო? როგორ აღიქვამენ სხვა ადამიანები აღნიშნულ ობიექტს? რას მიამგვანებდით მას? რას ფიქრობთ მასზე? რით გამოიხატება თქვენი ინტერესები? რის გაკეტებას აპირებთ? რამდენად სასარგებლოა ეს და რამდენად შეესაბამება თქვენს გეგმებს?

საუბარი არ არის უბრალოდ სიტყვების გაცვლა. თქვენს ლაპარაკს თან ახლავს არავერბალური კომუნიკაციის მრავალფეროვანი გამოვლინებები. მაგ: ხმის ტონი, პოზები, მზერა. ზოგჯერ არავერბალური კომუნიკაცია ისეტ ინფორმაციას აწვდის თქვენს ტანამოსაუბრეს, რომლის ტქმასაც არც აპირებდით. არავერბალური ცნობები, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებიან, რადგან ვერბალურ ცნობებტან შედარებით მათი ფალსიფიცირება გაცილებით რთულია…

იმედია მოგეწონათ და საინტერესო იყო : )) მადლობა ყურადრებისატვის : ))

წყარო: ფსიქოლოგიის ლექციები : ))

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 153 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]