2011-03-04, 11:59 PM | |
ფსიქოლოგების აზრით, საწერ მაგიდასთან ადამიანის ქცევა მის ტემპერამენტზეც ბევრს ამბობს. სხვების ნდობა ნაკლებად გაქვთ. გულდახურული ხართ და მაინცდამაინც უშუალობით არ გამოირჩევით. ამის გამო ყველაფერი იმაზე რთული და მუქი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში არის. - ღრღნით კალამს: მეოცნებე მდიდარი წარმოსახვით. ადვილად გაგიტაცებთ ხოლმე რაღაც ახალი, და ძალიან ადვილად აქცევთ ზურგს ძველ გეგმებს და ზრახვებ, მთელი არსებით ახალ საქმეში ეფლობით. - გვერდზე მიტრიალებული კორპუსით: სპორტული, დინამიური, ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი. გარშემომყოფები თქვენში ხასიათის ძლიერ შტრიხებს ხედავენ. - ამაყად ზიხართ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ, წელში გამართული და მხრებდაშვებული: სავარაუდოდ, ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ცხოვრებაში ყველაფერს მთელი სერიოზულობით უდგებით. ასჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით. ვერავინ დაგარწმუნებთ და გაგაკეთებინებთ იმას, რასაც არ ეთანხმებით და მართებულად არ მიიჩნევთ. - სულ რაღაცას ღეჭავთ: ცოტა მოუწესრიგებელი ადამიანი ხომ არ ხართ? მგონი, მომენტალურად გავიწყდებათ ის, რაზეც ერთი წუთის წინ ფიქრობდით და გახსენებას სრულიად ამაოდ ცდილობთ. - ოდნავ გვერდზე გადახრილი: ცოტა მორცხვი იქნებით ალბათ, დაცვა და მეურვეობა გჭირდებათ. მეტი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა ყველა სიძნელეს გადაგალახვინებდათ. | |
ნანახია: 853 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |