მთავარი » ფაილები » საინტერესო

მსოფლიო მმართველები მოქმედებაში
2011-03-05, 0:22 AM

მსოფლიო მმართველები მოქმედებაში

ბრიტანეთის წესდების თანახმად, ბერეზოვსკი ამჟად ეჭვმიტანილად ითვლება
სასამართლო-საექიმო გამოკვლევის ("ექსპერტიზის") პასუხები ჯერ არ გახმოვანებულა, მაგრამ სულ უფრო ხშირად ისმის ზესაიდუმlო შხამების ("დივერსიული ტოქსინების") შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისური სკოტლანდ-იარდი ვერაფერს აღმოაჩენს და არკადი პატარკაციშვილის გვამის გაკვეთისას ("აუტოპსია").
მანამდე ერთი-ორი სიტყვა გამანადგურებელი შხამებისა და ნივთიერებების შესახებ. მათი ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და ისევე იცავენ, როგორც სახელმწიფო საიდუმლოს. არც არის გასაკვირი. ეს ის შხამები გახლავთ, რომელიც ადამიანზე მოქმედებს მიღებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ და რომელიც არ ტოვებს კვალს.

მისი აღმოჩენა, ჩვეულებრივად შეუძლებელია "ქიმიური" და შხამების გამოკვლევის შედეგად.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასეთი შხამის გამოყენების რმდენიმე შემთხვევამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება - ანატოლი სობჩაკის, სლობოდან მილოშევიჩის და ბადრი პატარკაციშვილის უცნაური სიკვდილის დროს.
ყველა შემთხვევაში სახეზეა ცნობილი და გავლენიანი ადამიანების მოულოდნელი სიკვდილი, როდესაც გარდაიცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება ("ინფარქტით").

მთელი რიგი ქვეყნების საიდუმლო-სამსახურები მათ იყენებდნენ და დღესაც იყენებენ გარკვეული მიზნებისთვის. მეტიც, ისინი შედის დონის ჯაშუშ-მკვლელების მომზადების გეგმაში. მაგალითად, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო გამანადგურებელ ქვეგანყოფილებების აღჭურვილობაში არსებობს წვრილი "პლასტიკის" მილები, რომელიც მასში ჩაბერვის შემდეგ ჰაერში ისვრის ძალიან მცირე ზომის ნემსებს შხამით "კურარე” (ტოქსიფერმინი).
ეს უკანასკნელი გამოიყენება მტრზე უხმაურო თავდასხმის მიზნით. მისი სასიკვდილო დოზაა 8 მილიგრამი. ცოცხალ ობიექტს ემართება მყსიერი დამბლა, ხოლო სიკვდილი დგება ორი-სამი წუთის შემდეგ. გამანადგურებელი საწამლავების დღევანდელი წარმოება კარგა ხანია, გასცდა შუა საუკუნეების მომწამვლელების შესაძლებლობებს.

დღეს ფინანსდება არა მარტო სამხედრო-სამკურნალო სამუშაოები, არამედ გამანადგურებელი შხამებიც, რომლებიც ხორციელდება თავდაცვითი გეგმის ფარგლებში. ასე, მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ("CIA") აღჭურვაში შეიყვანეს განსაკუთრებული საშუალებები გამანადგურებელი საწერკალამებისა და ქოლგების სახით, რომელიც შხამ -"აკონიტინით” იყო გაჯერებული. ეს გახლავთ შხამი, რომელიც თავისი შემადგენლობით ძალიან ჰგავს "კურარეს”, მაგრამ სიკვდილი დგება არა 2-3 წუთის შემდეგ, არამედ 2-3 საათში და რომელიც თავის ზემოქმედებას ინარჩუნებს წყალშიც.
თუმცა, შხამების სწრაფმოქმედება ყოველთვის ხელს როდი აძლევს საიდუმლო სამსახურებს. რაც უფრო დაგვიანებულია მოქმედება, მით უფრო გამოყენებისთვის "სასურველად” ითვლება გამანადგურებელი შხამი. ეს უკანასკნელი თითქმის არ ვლინდება ადამიანის სხეულში.
დღეს საიდუმლო სამსახურების გამანადგურებელ საქმიანობაში გამოიყენება ნივთიერებები, რომელთა ზემოქმედება ინიღბება არაძალადობრივი სიკვდილის ქვეშ. ესენია:
- "ინსულტი",
- გულის უკმარისობა ("ინფაქრტი"),
- სიხლის საცობი ("ტრომბი") და ა.შ.
ზოგიერთი მათგანი კლავს რამდენიმე დღე-ღამის გასვლის, ანუ მას შემდეგ, როცა შხამნივთიერების ყველა შემადგენელი სხეულიდან გაწოვილია.
ასეთი შხამის აღმოჩენა გამოკვლევს შედეგად ან შეუძლებელია, ან ძალიან ძნელია. ასეთი "შენიღბული” შხამებიდან რუსეთის საიდუმლო სამსახურები იყენებენ "ფტორაცეტატს”, რომელსაც ფთორის მჟავა წარმოშობს. იგი შეიძლება იყოს როგორც მყარი, წყალში ხსნადი ნივთიერება, ისე "მფრინავი” სითხე ფერის, სუნისა და გემოს გარეშე. სასიკვდილო დოზა არის 60-80 მილიგრამი.
"ფტორაცეტატ მიღებული” ადამიანის მკურნალობა შეუძლებელია. ამ შხამით მოწმალული ადამიანი იღუპება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გულის უკმარისობით. რაც შეეხება ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის გამანადგურებელი შხამების აღჭურვას - ეს გახლავთ "საქტიტოქსინი”.
ამერიკელი მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან მის შემადგენლობას და ადამიანზე მისი ზემოქმედებას. შხამი მიიღება ზღვის "მოლუსკებისგან". "საქტიტოქსინის" კვალი არ დგინდება ყველაზე ღრმა გამკვლევის შედეგადაც კი.
ზესაიდუმლო შხამების წარმოება ძირითადად მსოფლიო მმართველების (მასონების) საიდუმლო სამსახურებს გააჩნიათ და ისინი განკარგაენ მათ.
ასე რომ, საეჭვოა სკოტლანდ იარდის პოლიციამ რამე აღმოაჩინოს.


2006 წლის 11 მარტს, ქალაქ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საპატიმროში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა იუგოსლავიის სახელმწიფო მეთაური ("პრეზიდენტი") სლობოდან მილოშევიჩი. დანიის სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს მილოშევიჩი სიკვდილთან დაკავშირებით. გარდაცვლილის გვამს ჩაუტარდა გამოკვლევა. სლობოდან მილოშევიჩის ბელგადელი დამცველების მოთხოვნით გვამის გაკვეთას სერბიელი ექიმებიც დაესწრნენ. ასევე მილოშევიჩის დამცველები გვამის გამოვლევას მოსკოვში მოითხოვდნენ, რდგან არ ენდობოდნენ დანიელ ექიმებს.
რაც შეეხება მსგავსებას ბადრი პატარკაციშვილისა, სობოდან მილოშევიის და ანატოლი სობჩაკის გარდაცვალებას შორის:
სანკტ-პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი 2007 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა სრულიად მოულოდენლად, გულის შეტევით. იმ დროს იგი გახლდათ იმდროინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის _ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც კალინინგრადის ოლქში ჩავიდა ოლქის მმართველი ("გუბერნატორ") ლეონიდ გორბენკოსთან შესახვედრად. შეხვედრით შეხვდა კიდეც და უცებ გარდაიცვალა... გულის მწავე უკმარისობით.

სობჩაკი გარდაიცვალა 20 თებერვალს, ხოლო 6 მაისს აღიძრა საქმე "სიკვდილთან” დაკავშირებით. როგორც კალინინგრადის გაზეთმა განაცხადა, პეტერბურგელ სახელმწიფო მოღვაწეს, რბილად რომ ვთქვათ, დაეხმარნენ სიკვდილში. აზრი მრავალად გამოითქვა.
ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, პეტერბურგის ყოფილი მერი დაიღუპა წამლისგან, რომელიც მოქმედებაში შევიდა სასმელთან. ცნობისთვის: სობჩაკმა წინა დღეს იქეიფა კალინინგრადის მმართველთან ერთად სასტუმრო "რუსში”.
სობჩაკმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან. რომ მისი გვამი სიკვდილის შემდეგ ორჯერ გაიკვეთა - ჯერ კალინინგრადში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში და გამოკვლევის პასუხები ორივეგან განსხვავებული აღმოჩნდა.
მაგრამ, მთავარი ის არის, რომ სობჩაკის "სიკვდილთან” დაკავშირებით გახსნილი საქმე მალევე დაიხურა "დანაშაულის დამადასტურებელი სამხილების ვერ მონახვის გამო”. დაუკვირდით ფრაზას, სამხილების არ არსებობის გამო კი არა, არამედ "სამხილების ვერ მონახვის გამო”!
საბოლოო ჯამში, ანატოლი სობჩაკის გარდაცვალების მიზეზად დასახელდა გულის უკმარისობა ("ინფარქტი"). კერძოდ, ამჟამინდელი რუსეთის ჯანდაცვის უწყების თავკაცი ("მინისტრი") და იმჟამინდელი სობჩაკის მკურნალი ექიმი იური შევჩუკი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა:
"მე მისი მკურნალი ექიმი ვიყავი და ანატოლის მდგომარეობა უმძიმესი იყო. ეს იყო მისთვის რიგით მეოთხე გულის შეტევა ("ინფარქტი"), რამაც გამოიწვია კიდეც მისი სიკვდილი. უბრალოდ, ინფარქტის შემთხვევებს არ ვახმაურედბით”.
ეს ფრაზა შევჩუკმა 2000 წლის თებერვალში განაცხადა, 6 მაისს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაიწყო ძიება სობჩაკის "სიკვდილთან” დაკავშირებით. ძიების მიზეზი კი გახდა გაზეთ "ნოვოე კოლესოში” გამოქვეყნებული მამტკიცებელი მასალა, სადაც კალინინგრადის სასამართლო-კვლევის "ტრამვატოლოგიური კლინიკის" ექიმები, რომელთაც გაკვეთა ჩაუტარეს გვამს, აცხადებდნენ, რომ სობჩაკის გულზე ვერანააირ იარას ვერ მიაგნეს (იარა ჩნდება მხოლოდ გულის შეტევის ("ინფარქტის") შედგეად), რომ არა თუ მეოთხე, სანკტ-პეტერბურგის ყოფილ მმართველს არც ერთი გულის შეტევა არ ჰქონდა გადატანილი.
უფრო მეტიც, გარდაცვლილის ჯანმრთელობის და ზოგადად, შინაგანი ორგანოების მდგომარეობა იყო კარგი. აი, სწორედ ამიტომ დაიწყო ძიება, თუმცა სობჩაკის მეუღლემ ხელახალ გამოკლევაზე და მეუღლის გვამის საფლავიდან ამოსვენებაზე უარი განაცხადა. საქმე დაიხურა "დანაშაულის დამადასტურებელი სამხილების ვერ მონახვის გამო”.

ყველაზე მეტად ბერეზოვსკიმ უნდა იცოდეს. იგი იყო ბოლო ადამიანი, არა ოჯახის წევრი, რომელმაც პატარკაციშვილი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ინახულა, მას აუცილებლად დაკითხავენ მოწმის სახით და, ბრიტანეთის წესმდებლობის თანახმად, იგი ამჟამად ეჭვმიტანილად ითვლება.
თუ ლიტვინენკოს შემთხვევაში თითქმის ყველა კვალი ბერეზოვსკისკენ მიდიოდა, პატარკაციშვილთან მიმართებაში საქმე სხვანაირად არის. საიდულო სამსახურები კვალს არ ტოვებენ. უფრო სწორად, საიდუმლო სასამხურების მიერ განხორციელებული მკვლელობები არათუ გაუხსნელია, არამედ მათზე იშვიათად თუ აღიძვრება საქმე. როგორც იყო, მაგალითად, სობჩაკის შემთხვევაში.
ლიტვინენკო მოწამლეს სრულიად აშკარად და სხეულშიც "რადიაქტიური" (გამოსხივებადი) ნივთიერება პოლონიუმის გვარიანი რაოდენობა დაუტოვეს. ეს უხეში ნამუშევარია და აშკარად საჩვენებელი დასჯა იყო. საიდუმლო სამსახური ასე მუშაობს. იგი მუშაობს ან აშკარად, ან საერთოდ გამოაშკარავების გარეშე.

ასე რომ, თუ პატარკაციშვილს ორგანიზმში შხამს აღმოუჩენენ, დიდი ალბათობაა, რომ ბერეზოვსკის ევიტანილად გამოცხადდება. თუ ვერ უპოვნიან და დადგინდება, რომ ბადრი პატარკაციშვილი მართლაც გულის შეტევით გარდაიცვალა, ანუ ბუნებრივი მიზეზითა და გზით, მაშინ ბერეზოვსკი და მისთანანი აქ არაფერ უაში არ არიან.
ერთი შხამის, ანუ ერთი მოლეკულის გამოყვანა ჯდება 4-6 მილიარდი დოლარზე მეტი. მარტო მოლეკულაზეა საუბარი და არა მთლიან შემადგენლობაზე.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]