მთავარი » ფაილები » საინტერესო

მაჩუ-პიკჩუ
2011-03-04, 1:36 PM

Image Hosted by ImageShack.us

მაჩუ პიკჩუ (კეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი") — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 70 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ხელახლა აღმოჩენით იელის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჰირამ ბინგემმა მოაქცია 1911 წელს. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა. 

მაჩუ-პიკჩუ არის ნაშენი ქვით მე-15 საუკუნის შუა ხანებში ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე მაჩუ-პიკჩუზე და უაინა-პიკჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია `პიგჩუ ან პიჩო~.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ-პიკჩუ იყო ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია პაჩაკუტეკის (ინკების პირველი იმპერატორის 1438-1470). მიუხედავად ამისა მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამენ მის წმინდა რელიგიურ ხასიათს.

მაჩუ-პიკჩუ ამავე დროს წარმოადგენს უდიდეს არქიტექტურულ ძეგლს, იგი გამოირჩევა პეისაჟური არქიტექტურით, რაც იზიდავ ტურისტებს.

მაჩუ-პიკჩუ არის კაცობრიობის დაცული საგანძურის სიაშიიუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც ცულტურულ ეკოლოგიური სიმდიდრე ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ მაჩუ-პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე.

2007 წლის 7 ივლისს მაჩუ-პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე.

მდებარეობა: მაჩუ-პიკჩუ მდებარეობს პერუში ურუბამბას პროვინციაში, კუსკოს რეგიონში. ყველაზე ახლომდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია კუსკო, ახლანდელი დედაქალაქი რეგიონისა და ძველი ინკების დედაქალაქი, რომელიც დაშორებულია 130 კმ.-ით მაჩუ-პიკჩუდან.
მაჩუ-პიკჩუსა და უაინა-პიკჩუს მთები არის ნაწილი ბატოლიტო ვილკაბამბას ფორმაციისა, პერუს ანდების ცენტრში. აღმოაჩინეს მდინარის მარცხენა სანაპიროზე ურუბამბას კანიონი, ძველად ცნობილი, როგორც პიგჩუს კებრადა.

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 164 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]