მთავარი » ფაილები » საინტერესო

იაპონია იზოლაციის ეპოქაში
2011-04-10, 8:27 PM

ვინც იცის გადაკვრით ან კარგად იაპონიის ისტორია  დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი  ყველაზე საინტერესო ეპოქაა იზოლაციის ხანა , როდესაც 1635 წელს  იაპონიამ  გამოაცხადა  ნაციონალური იზოლაციის პოლიტიკა და თითქმის 2 საუკუნე ნახევარი  ჩაკეტილი იყო გარესამყაროსთან. ეს ეპოქა მთლიანად პასუხებს გასცემს იმ კითხვებს  თუ რატომ იბრძოდა იაპონია 20 – საუკუნეში ამერიკის წინააღმდეგ ,  რატომ  გამოიყენა ამერიკამ  ბირთვული იარაღი იაპონიის წინააღმდეგ  და რატომ ქონდა იაპონელ ხალხს  ამერიკელების მიმართ ეროვნული ზიზღი.    მოდით დეტალურად განვიხილოთ თუ რატომ მოუხდა ქვეყანას ამ ნაბიჯის გადადგმა და რა იყო ამ საქციელში  დადებითი და ურაყოფითი მხარე.

17 საუკუნის დასაწყისში 1603 წელს  იაპონიის მთავარ საგვარეულო ტახტის მეთაურად (შოგუნად) მოდის ტოკუგავა იეიასუ. ეს ის ეპოქაა როდესაც  ქვეყანას  მართავს ორი ხელისუფლება , სახელმწიფოს მეთაურად ითვლება – იმპერატორი , მაგრამ ქვეყანას მართავს – შოგუნი. ქვეყნის დედაქალაქი არის – ედო.

ტოკუგავა იეიასუ / Tokugawa Ieyasu

ახალმა დინასტიამ თავის კონტროლს დაამქვემდებრა ქვეყნის საგარეო და საშინაო  საქმეები , ქვეყანა აბსოლიტურად ღიაა ყველასთვის , ევროპელი ვაჭრები ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებენ   აღმოსავლეთის ამ  ეკზოტიკურ ქვეყანასთან.  იაპონელებისთვისაც თავისტავად  საინტერესო იყო ევროპულ კულტურასთან გაცნობა. პირველი ქვეყანა რომელიც იაპონიას ესტუმრა იყვნენ ინგლისელი ვაჭრები , ამას მოჰყვა 1609 წელს ჰოლანდიის სავაჭრო გემები და  პორტუგალია .   თავისთავად მმართველი დინასტიაც მფარველობს უწევს  იაპონიაში მყოფ ევროპელებს , მათ პრივილიგირებულ სტატუსებს ანიჭებენ და საპასუხო სავაჭრო  ურთიერთობებიც გამართეს ევროპასთან. ინგლისელებმა  იაპონელებს გემთმშენებლობა ასწავლეს , 1608 წელს შტურმანმა – ვილიამ ადამსმა იაპონიას 180 გემი აუგო , ამიტომ ტოკუგავა იეიასუმ ის თავის მრჩევლადაც დანიშნა.

გადის დრო და  ევროპელ ვაჭრებს ჩამოჰყვა კათოლიკე მისიონერებიც , მისიონერებმა დაიწყეს ღია ქრისტიანული რელიგიის  ქადაგება , რელიგიური ლიტერატურის გავრცელება , ეკლესიების აშენება. თავისთავად იაპონელებისთვისაც ახალი ხილი იყო უცხო ქვეყნის რელიგიის გაცნობა ამიტომ  დიდი პროცენტი იაპონელების კათოლიკე გახდა.

სავაჭრო გემი - 1634 წელი

უკმაყოფილების ტალღა აგორდა საპირისპირო რელიგიის მორწმუნე  იაპონელებში , დაწესდა სავაჭრო ლიცენზიები , რომლებიც მკაცრად კონტროლდებოდა ხელისუფლების მხრიდან. გაიცა ბრძანება , რომ კათოლიკე ორგანიზაციებს და ყველა მისიონერს , სიკვდილის მუქარით უნდა დაეტოვებინა იაპონია. იდევნებოდა ქრისტიანები , დაიწყო ეკლესიების ნგრევა და  ქრისტიანული ლიტერატურის დაწვა. მაგრამ  უცხო რელიგიის ქადაგება ბოლომდე არ აღმოიფხვრა, თვით ქრისტიანი იპონელები მიმართავდნენ ჩუმად მისიონერულ საქმეს.

ამიტომ 1614 წელს გამოიცა კანონი , რომლის თანახმად ქრისტიანობა აიკრძალა , როგორც იმპერიის მტერი. ახლა უკვე ღიად დაიწყო ქრისტიანთა ხოცვა , დარბევა , ლიტერატურის დაწვა და  რეპრესიები . ყველაფერმა ამან გამოიწვია სავაჭრო ურთერთობების შესუსტება ევროპასთან. ნულზე დავიდა იაპონელების მიმოსვლა იაპონიაში. შემოწმება გაიარა ყველა იაპონელმა რელიგიაზე. მიუხედავად  ევროპელების  მიმართ  დიდი ზეწოლისა , ქრისტიანი იაპონელები აუჯანყდა მმართველ ძალას.

1637 წელს კუნძულ დეშიმაზე მოხდა ორგანიზებული აჯანყება ქრისტიანი იაპონელების და სახელისუფლებო ჯარს შორის. აჯანყება იმდენად ორგანიზებული იყო , რომ სახელისუფლებო ჯარი დამარცხების პირას იყო ,  ამიტომ  დახმარებისთვის ჰოლანდიელებს მიმართეს. ჰოლანდიელებმა ქრისტიან იაპონელებს ცეცხლოვანი ბურთები და ქვემეხები დაუშინეს. აჯანყება ჩაახშეს.  სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს , ჯვარზე აკრავდნენ და მთლიანად ამოხოცეს. ამით იაპონელებმა ჰოლანდიელებს მადლობა გადაუხადეს და დართეს უფლება მხოლოდ მათთვის გაიხსნებოდა ღია სავაჭრო სარკმელი  კუნძულ დეშიმაზე.   მაგრამ მკაცრად გაკონტროლდებოდა  მათი საქმიანობა , გადაადგილება , მიმოსვლა ქალაქში და მიმოწერა ჰოლანდიასთან. ჰოლანდიელების ეს ნაბიჯი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ევროპელების მიერ. ამ დროიდან ჰოლანდიელები , ჩინელები  დაკორეელები იყვნენ ერტადერთი უცხოელები , რომლებსაც ჰქონდათ უფლება ქვეყანაში შესვლის.

ორი წლის მერე 1635 წელს იაპონიამ გამოაცხადა თვითიზოლაციის ხანა და  ჩაიკეტა  როგორც ქვეყანა. იზოლაციის ხანა გაგრძელდა 1853 წლამდე. ამ პერიოდში იაპონიაში იყო ძალიან მკაცრი რეჟიმი, თვით იაპონელებისთვისაც. ამ ნაბიჯს  ჰქონდა როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე.

დადებითი ის იყო , რომ  ამ პერიოდში განვითარდა განათლების დონე , წიგნის ბეჭდვა , გაიხსნა უამრავი წიგნის მაღაზიები , თუმცა მკაცრად კონტროლდებოდა ხელისუფლების მხრიდან რათა ქრისტიანული ან დასავლური ლიტერატურა არ აღმოჩენილიყო. დამკვიდდრდა განათლების სისტემა , შემოღებულ იქნა საეკლესიო , სამხედრო და საერო განათლება. ბუდისტურ ტაძრებში შემოღებულ იქნა საბავშვო სკოლები, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ ბუდიზმის პატივისცემას. მოკლედ იაპონია მიდიოდა ტრადიციების და ყველაფერ  ეროვნულის   აღორძინებაზე.  ყველაზე დიდი წარმატება ის იყო რომ   ქვეყანამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და არ გახდა რომელიმე ქვეყნის კოლონა.

უარყოფითი მხარე ის იყო რომ ქვეყანა ძალიან ჩამორჩა განვითარებას ,  ვეღარ იგებდა მსოფლიო მოვლენებს , სიახლეებს , უახლეს   სამედიცინო მიღწევებს. ეკონომიკა და მეურნეობა დაქვეითდა , ზოგადად ცხოვრების დონე ძალიან დაეცა. აზიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქ ისევ ფეოდალური ურთიერთობები განაგრძობდა ურთიერთობას და ქვეყანა ვერ გადიოდა კაპიტალიზმზე. ფულზე მოთხოვნის შემდეგ გაჩნდნენ მევახშეები , მდიდარი გლეხები , რომლებიც ექსპლუატაციას უწევდნენ ღარიბ გლეხებს. გაუარესდა ღარიბი ფენათა მდგომარეობა , როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იღებდა მწვავე ხასიათს.  დაიწყო  აჯანყებები შოგუნატის დამხობის მოთხოვნით ,  გააქტიურდა ოპოზიციური ძალები  რომლებიც გამოდიოდნენ შოგუნატის არსებობის წინააღმდეგ.  ყველაფერი ამის შედეგი იყო რომ დაიწყო ტოკუგავას რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი.

მე – 19 საუკუნის შუა ნახევრიდან სულ უფრო და უფრო გაიზარდა ხალხის ინტერესი ევროპული კულტურის  და ხალხის მიმართ. ჰოლანდიელების საშუალებით არალეგალურად შემოდის პრესა და ლიტერატურა , წიგნები და სიახლეები. ჰოლანდიელების დაჟნებული თხოვნით შოგუნატმა მათ ნება მისცა საწვავის და მანქანების მოდელები შემოეტანათ. რაც სრულიად უცხო იყო იაპონელებისთის.

დასავლეთის კაპირალისტური ქვეყნები ინფორმირებული იყვნენ თუ რა ხდებდა იაპონიაში და დაჟინებით ცდილობდნენ ბოლო მოუღონ იაპონიის თვით იზოლაციას. განსაკუთრებულ  აქტიურობას იჩენდა ამერიკის შეერთებული შტატები. ისე რომ 1845 წელს აშშ – ს კონგრესმა წარუდგინა პრეზიდენტს ოფიციალური მოთხოვნა , რომ სავაჭრო ურთიერთბები დაემყარებინათ იაპონიასთან. ამ რეზოლუციაში ღიად იკვეთებოდა აშშ – ს მიზნები , რომ მას სჭირდებოდა ბაზა იმ წყლებში , რომელიც გარს ერტყა იაპონიას და ჩინეთს.  დაიწყო დიპლომატიური ურთერთობები მაგრამ უშედეგოდ. იაპონია საპასუხოდ არ იღებდა ხმას. ამის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალისხმიერი მეთოდების გამოყენებას. 1853 წელს დედაქალაქ ედოს მახლობლად მდებარე ყურეს მიადგა ამერიკის სამხედრო ესკადრა , კომანდორ – პერის მეთაურობით.

კომანდორი მეთიუ პერი / Commodore Matthew Perry

პერიმ ხომალდიდან გაუგზავნა წერილობითი მიმართვა  იაპონელ ხელისუფლებას , რომელიც წარმოადგენდა ამერიკის პრეზიდენტის წერილს და ასევე მანქანის მოდელები.  წერილში ეწერა: იაპონიას უნდა გაეხსნა ამერიკისთვის საზღვრები რათა დაწყებულიყო მათ შორის ურთიერთობა და მოლაპარაკება სამთავრობო დონეზე.  ასევე განმარტებული იყო რომ : მოლაპარაკების უარის შემთხვევაში , ისინი ძალას იხმარდნენ. ამასთან პერიმ განაცხადა რომ პასუხისთვის გაზაფხულზე დაბრუნდებოდა.

ამერიკელების შემოსვლა იაპონიაში (ილუსტრაცია)

დაიწყო მოლაპარაკება შოგუნსა და იმპერატორს შორის , ასევე მიუმართავთ საკონსულტაციოდ ჰოლანდიელებისთვის , მაგრამ ცხადი იყო , რომ ამერიკის ძალას ისინი ვერ აღუდგებოდნენ და იძულებულები გახდნენ მიეღოთ მათ წინადადება. 1854 წლის გაზაფხულზე პერი დაბრუნდა უკვე სამხედრო გემებით. 31 მარტს კანაგავაში ხელმოწერილი იქნა დადებული იაპონიასა და აშშ – ს  შორის. რომლის თანახმად ამერიკისთვის გაიხსნებოდა ნავსადგურები შიმო და ჰაკუდატე.  აქვე მოიმარაგებდნენ ხომალდები წყალს , საკვებს და საწვავს.

ეს იყო არა სავაჭრო ხელშეკრულება არამედ თავს მოხვეული არათანასწორუფლებიანი ამერიკის ინტერესების გამომხატველი მოლაპარაკებები. პერის ესკადრასთან პარალელურად იაპონიის საზღვრები გაიხსნა რუსეთისთვის , ინგლისისთვის , საფრანგეთისთვის ,   პორტუგალიისთვის და მე – 19 საუკუნის ბოლოსთვის იაპონია მთლიანად განთავისუფლდა თვით იზოლაციისგან.

სამწუხაროდ  31 მარტის იაპონია ამერიკის ხელშეკრულება განსაკუთრებით დამამცირებელი აღმოჩნდა იაპონელებისთვის.  ხელშეკრულებას აწარმოებდა ამერიკის გენერალ კონსული – ჰარისი და სინამდვილეში ითვალისწინებდა : ამერიკელების  თავისუფალ ვაჭრობას იაპონიის მთელ ტერიტორიაზე , ამერიკელების განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების უფლებას , სადაც ისინი ისარგებლებდნენ ექსტერიტორიული უფლებებით , საბაჟო ავტონომიის უფლება ამერიკელების ხელში გადავიდოდა და თავისთავად იაპონია პროტესტს ვეღარ გამოთქვამდა იმპორტულ საქონელზე ფასების დარეგულირებაზე და კონტროლზე.

ასევე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი : თუ იაპონია რომელიმე ქვეყანასთან ექნებოდა შეიარაღებული კონფლიქტი , ამერიკელებისგან უნდა შეეძინა იარაღი და მოეწვია ამერიკელი ექსპერტები.  საბოლოო ჯამში ამერიკა იაპონიაში სრულუფლებიანი გამგებელი ხდება პოლიტიკურ საკითხებში. ამ ხელშეკრულებას მოჰყვა : რუსეთის , საფრანგეთის , ინგლისის ხელშეკრულებები , თუმცა ამერიკის მსგავსად ეს  დანარჩენი არ ითვალისწინებდნენ დიდ უფლებებს.

ამერიკა – იაპონიის ურთიერთობა ქვეყნის მოსახლეობაზე ნეგატიურად ხორციელდებოდა , ამიტომ 20 – საუკუნის დასაწყისში  იაპონიაში  სამოქალაქო ომებმა მოიცვა.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 319 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]