მთავარი » ფაილები » საინტერესო

ჰიპნოზი
2011-03-10, 1:23 AM


პოსტი, რომლის ნახვაც არაა საჭირო 16 წლამდე ბავშვებისთვის

ჰიპნოზი სულის მიკროსკოპია. იგი ერთგვარი ხიდია მეცნიერებასა და მისტიკას შორის და დღემდე ამოუცნობსა და საიდუმლოებებით მოცულ ფენომენს წარმოადგენს. ჰიპნოზის ოფიციალურ ფუძემდებლად ანტონ მესმერი (1734-1815) მიიჩნევა. თუმცა, რეალურად მისი ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. იგი იმდენივე წლისაა, რამდენისაც სამყარო.

ბევღ თქვენგანს აინტერესებს რა ფენომენია ჰიპნოზი, მითია თუ რეალობა, შეიძლება თუ არა ადამიანის დაჰიპნოზება. ამ უკანასკნელზე მარტივი პასუხი არსებობს: დიახ. ჰიპნოზი გარკვეულწილად გონების შეცვლილი მდგომარეობაა, პასიურ ძილსაც მოგვაგონებს. ამ მომენტში კი ადამიანის გონება იწოვს იმ ინფორმაციას, რასაც აწვდის დამჰიპნოზებელი და ,,გამოღვიძების” შემდგომ იწყებს ისეთ მოქმედებას, როგორც ეს შთააგონეს, და ამასთანავე არაფერი არ ახსოვს. ცნობილია, რომ ჰიპნოზი გამოიყენებოდა სამკურნალოდ, მაგალითად ნარკომანებში, ალკოჰოლიკებში და ა.შ.

ობია ავხადოთ ფარდა ამ ყველაფერს და ვთქვათ პრაქტიკული ჰიპნოზის ხერხები: (გაფრთხილებთ, რომ სრულიად უცოდინარმა და გამოუცდელმა ადამიანებმა არ გაიმეოროთ ეს სახლში)

არსებობს ფიქსაციის მეთოდი.

ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია,რომელიც შემოგვთავაზა ინგლისელმა ქირურგმა მანჩესტერიდან,ჯეიმს ბრედმა(1795-1860).
ეს მეთოდი მდგომარეობს იმაში რომ,პაციენტმა მზერით უნდა დააფიქსიროს რაიმე ბჭყვიალა საგანი,თვალებიდან დაახლოებით 40-50 სანტიმეტრის დაშორებით. ეს საგანი შეიძლება იყოს პატარა სარკე ,რომელიც ირეკლავს მზის შუქს. მისი ფიქსაციისას და შესაბამისი შთაგონებისას, ადამიანი სკმაოდ მალე გადადის ტრანსის მდგომარეობაში.

სუფისტური მეთოდი

ამ მეთოდში დევს.მზის,მთვარის და ვარსკვლავების მოძრაობის იმიტაცია.ამისათვის საჭიროა მარჯვენა ხელის აწევა,ხელისგულით მაღლა ხოლო მარცხენა ხელის კი დაბლა დაწევა, ხელისგულით დაბლა.
მარჯვენა ხელისგულით ვისრუტავთ ენერგიას ციდან,მარცხენათი კი ვუშვებთ მიწაში რაღაც ნაწილს.ამის დანახვა და წარმოდგენა შეგიძლიათ როგორც,ოქროსფერი ენერგიის მდინარე,სვეტი შემოდის თქვენს ხელის გულში ციდან,კოსმოსიდან და რაღაც ნაწილი კი გადის მარცხენა ხელიდან.
შემდეგ საათის ისრის საწინააღმდეგოდ საჭიროა ნელი ტრიალის დაწყება ისე რომ ცენტრი დაფიქსირდეს მუცლის ქვედა არეში.
შემდეგ საჭიროა ტრიალის გაზრდა და გასწრაფება ე.წ. "გიჟურ ტრიალამდე”.
თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ ტრანსიც მალე დადგება და სხეული თავისით დაეცემა,და თქვენ გახდებით ერთი მთლიანობა მაგ მდგომარეობაში. (არამგონია ეს ვინმემ გააკეთოს, მაგრამ მაინც : ) ხომ ამასთანავე : თუ ენერგიის შემოსვლისას მარვენა ხელში სითბო ვერ იგრძენით ეს სავარიშო შეწყვიტეთ)

სიტყვიერი შთაგონების მეთოდი.

ეს მეთოდი პირველად გამოიყენა დოქტორ ლიებომ საფრანგეთიდან.მან დაარქვა თავის მეთოდს "სიტყვიერი შთაგონება”.
დოქტორი თავის მარცხენა ხელს ადებდა პაციენტს თავზე,მარჯვენა ხელის ორ თითს კი მისი თვალების ოდნავ ზემოთ,ისე რომ პაციენტის მზერაც ზემოთ ყოფილიყო მიმართული.შემდეგ ის იწყებდა შთაგონებას წყნარი და მონოტონური ხმით,შემდეგ სთხოვდა პაციენტს მისი თითებისთვის გაეყოლებინა თვალი და წრიულ მოძრაობას აკეთებდა ნელ-ნელა.ამის შედეგად პაციენტი ვარდებოდა ტრანსში და დოქტორიც თავის შთაგონებას წერდა მის გონებაში.

ჰიპნოზის ერთ-ერთი მეთოდია ასევე ჰიპნოდისკი.

ახლა გადავიდეთ შთაგონებაზე:

შთაგონება:”დახუჭე თვალები.ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე. კიდევ ერთხელ,ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე.ახლა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქე მთელი მკერდით და შეიკავე სუნთქვა.მთელი მკერდით ამოისუნთქე და შეიგრძენი,მთელი სხეული როგორ დუნდება.
წარმოიდგინე,რომ მთელი შენი დაძაბულობა და შებოჭილობა,მთელი შენი შიშები და მღელვარება იხევენ უკან და მიედინებიან ქვევით როგორც ძაბრში,დაწყებული შენი თავიდან.ისინი ეშვებიან შენს სახეზე,კისრისა და მხრების გავლით,გაივლიან მკერდსა და მუცელს,შემდეგ ეშვებიან ბარძაყებთან,მუხლებთან,კოჭებთან,ტერფებთან და ფეხის თითებთან.მთელი შენი დაძაბულობა და შებოჭილობა,მთელი შენი შიშები და მღელვარება,გაედინებიან ფეხის თითებიდან და შენ დუნდები უფრო ღრმად და ღრმად.
გადაიტანე ყურადღება ფეხის თითებზე და სრულიად მოადუნე.ყოველი თითი მოდუნებული და მძიმეა.ახლა დაე მოდუნება გავრცელდეს თქვენს ტერფებზე,ავიდეს კოჭებზე,წვივებზე და მუხლებზე.შეიგრძენი ის როგორ ეხვევა შენს ბარძაყებს,შემდეგ მუცელს,ჩაედინება მკერდში.შენი სუნთქვა ხდება უფრო თავისუფალი და ღრმა,უფრო რიტმული და მოდუნებული.ახლა დაე მოდუნების ღრმა გრძნობა გადავიდეს მხრებზე.დაეშვას ხელებზე და გადავიდეს ხელისგულებზე და თითებზე.შენ გრძნობ მოდუნების შემდეგი ტალღა როგორ ამოდის მხრებზე,ეხვევა კისერს,იღვრება სახეზე.შენი ლოყები,ნიკაპი და თვალებიც კი მთლიანად მოდუნებულია.შენი ქუთუთოები მსუბუქი და დამძიმებულია.სასიამოვნო მოდუნების გრძნობა ეხვევა წარბებს და შუბლს,გადადის თავზე და ეშვება კეფაზე, კისერთან.”

სასურველია ეს ტექსტი კიდევ ერთხელ გაიმეორო,ხოლო შემდეგ კი ისევ გაიმეორო,ოღონდ ახლა თავიდან რომ დაიწყოს მოდუნება,ანუ თავს დაუყვე,შემდეგ ყელს და ასე ფეხის თითებამდე,ეს იმიტომ რომ უფრო ღრმა ფაზაში გადაიყვანო ადამიანი.



კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 128 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]