მთავარი » ფაილები » საინტერესო

''ფიქრები წარმატებაზე-2'' Soso Mikeladze
2011-04-30, 11:22 AM

იცით, ალბათ, რომ ეს ჯგუფი ეძღვნება წარმატებას, ნაყოფიერ და ბედნიერ ყოფას ქართულ საზოგადოებაში, ან უფრო თანამედროვე ვიტყვი, წარმატების მიღწევის ტექნოლოგიას. არც უნდა აუქციოთ და ვერც აუქცევთ გვერდს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში, ამიტომ მოდით ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ უნდა დარჩეს ადამიანი პატიოსანი და ამასთანავე არ მოკვდეს შიმშილით და მოიწყოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. როგორ?

ერთერთი უდიდესი გულისტკივილი ჭკვიანი ქართველის ეს არის სახელმწიფო სისტემა... ქართული ბიუროკრატია – საჯარო მოხელეთა ერთობლიობა. რა სიტყვა გითხრათ, ვერ ვპოულობ ანალოგს - გაოგნება, გულისტკივილი, გაცოფება, ისტერიული ბღავილი...რა ხალხი ზის ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სავარძლებში!!!!!!!!!!!!!! 

 

* * *

 

აქედან 5 პროცენტი თუ აირჩევა პროფესიონალი, 5 პროცენტი ქართველი (ხვდებით ჩემს სარკაზმს?), 5 პროცენტი განვითარებაზე ორიენტირებული. დანარჩენი იმდენად არის ჩაძირული იმ სითბოს შენარჩუნებით, დუნდულების არეში რასაც გრძნობს, ყალბი მედიდურობის და სხვა, რომ არც იბრძვის და არც არაფერს მოიმოქმედებს სამსახურის დან სამუშაოს პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. სისტემა იმდენად ბინძურია, რომ შედეგებიც სახეზეა – მთელი "მიშასეული” რეფორმების შედეგად გამოწრთობილი სამოხელეო თაობა არის ჩაფლული უსუსურობის, აფერისტობის, არაფრისკეთების ბადეებში. იმდენად არის გადაბმულ-გადმობმული მათი ინერტულობა და დადებილება! ვერაფერს ვერ გააკეთებს საკუთარი ინიციატივით ადამიანი, რაც უფრო "უბრალო” ხარ, შენთვის უკეთესია. შედით ნებისმიერ გამგეობაში, მერიაში, მუნიციპალიტეტში, სამინისტროში – რით არის დაკავებული თანამშრომლების უმეტესობა?

 

* * *

 

საქმით? არამც და არამც...ქვეცნობიერად ეს არის პროცესი თვითგადარჩენის ინსტინქტის რეალიზაციისა და შიშით საკუთარი სამსახურების შენარჩუნებისა – გადაწერის, ბეჭდვის, წერილების შედგენის, ინტრიგების ხლართვის. (წაიკითხეთ პარკინსონის ნაწარმოები). თავის უფრო მეტი გადებილება უფრო დიდხანს დარჩენის რეცეფტია, ასე თუ ისე ყველაზე უფრო ქმედითი. 

მოქალაქეების აქტივობა ჩინოვნიკებისათვის სიკვდილის ტოლფასია, თან ჩვენი მოქალაქეების, რომლებმაც თვითონაც არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში და საცოდავად არასდიდებით არ ერკვევიან საკუთარ უფლებებში. ან სასოწარკვეთილები გადადიან საზიზღარ შანტაჟზე, ან უმწეობის მძიმე მაგალითებს გვაძლევენ. 

 

* * *

 

თუმც რა გასაკვირია ეს უმწეობის კომპლექსი ქვეყანაში, რომ მეფობს – 20 წლის განმავლობაში ამდენი მარცხი, ტერიტორიული, მორალური, სულიერი, ეკონომიკური და სხვადასხვა ფიასკოები, შეურაცხოფები, გათელვა. ერთი-ორი მცდელობა წინსვლის ათასი ჩავარდნის წილ. ქართველ კაცში ძვალ-რბილში გამჯდარია "ლუზერის” (დამარცხებულის) კომპლექსი. არა წარმატებული, არამედ ლუზერი-ერი. 100 წლის განმავლობაში საქართველო კარგავს ორგანულ ტერიტორიებს, სულიერ სიმტკიცეს. მიზანმიმართულად და შეკვეთით ხდება საზოგადოების დეგენერაცია. ისპობა ფენა მტკიცე და პატიოსანი პიროვნებების, რომლებიც ინარჩუნებენ ყველაზე მაღალ ეროვნულ ღირსებებს და ფასეულობებს. განხეთქილება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შორის კვლავ ძალიან დიდია. არასდიდებით არ ხდება მეწარმეობის მხარდაჭერა, რომელმაც უნდა განავითაროს საზოგადოებაში თავისუფლების სულისკვეთება და მივდივართ ლამის მონობის აპოთეოზთან, გადასულს ყბადაღებულ ბრბოსეულ ბღავილში – "წადი-წადი!” ის ვაჟ-ბატონი წავა, მაგრამ სად წავა საზოგადოება, რომელმაც შვა ეს მიშა, წყვილი გიგების, ვანოების, გივების და ასე შემდეგ?

 

* * *

 

სად წავა ეს მონური საზოგადოება, რომელიც ნატრობს ახალ მბრძანებელს თავის სათავეში? საზოგადოება, იმ დონეზე გაღიზიანებული და აგზნებული საერთო პოლიტიზაციით, რომელსაც სხვა საქმის კეთება უკვე საერთოდ აღარ უნდა. წართმეული გვაქვს თავისუფალი ნება, იდეების გენერირების უნარი. ქართული კრეატივის დეფიციტი საოცრად თვალშისაცემია. მაგრამ ყველაზე საშინელებაა მაინც ის არის, რა ხალხი ზის მთავრობის სახლებში?!

მართალია, ეს ყველაფერი ბევრმა მონაწილემ ჩემზე კარგად იცით და აქ გასართობად არ ამიღწერია. მინდა დავუკავშირო ეს ჩინოვნიკური ტრაგედია სხვა რაღაცას.

ჩვენი საუბრის თემა შემდეგია - ამ, ურთულეს პირობებში როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, ვინც განიზრახა არაფრიდან შექმნას თავისი ცხოვრებისეული გზა და დაუკავშიროს იგი ს-ა-ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ო-ს? არ მოექცეს სხვადასხვა კლანების, ჯგუფების, საძმოების, ინტრიგების მახეებში? გადალახოს დაუძლეველი ძალის ფაქტორები და იქცეს საკუთარი თავის ლიდერად? როგორ აუაროს გვერდი გველების ესოდენ დიდ სიმრავლეს, ამდენ მოშურნეს, მტერს, მეგობრად, რომ ევლინებიან?

 

* * *

 

პირველი მესახება აუცილებლად, წარმატებული ადამიანის ან ლიდერის სკოლა გავლა, სადაც პიროვნება პრაქტიკულად აითვისებს ისეთ ცოდნას, რომელიც დაეხმარება მას გადააბიჯოს ამდენ წინააღმდეგობას და გამოიყენოს ეს ბალასტი თავის სასარგებლოდ. თავისი პრობლემა აქციოს თავის კოზირად. 

წარმატებულობა ეს რჩეულთა ხვედრია და მასთან მისვლა დიდ შრომას მოითხოვს საკუთარ თავზე, საკუთარ პიროვნების სრულყოფას. საჯარო სამსახური, პოლიცია, არმია, უშიშროება და ამდაგვარი სტრუქტურები საკმარის პიროვნულ განვითარებას აძლევენ იმ ადამიანს, ვინც ორიენტირებულია საკუთარი თავის შექმნაზე. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის მომენტი, ანუ კაცის ცნობიერებაში მიზანმიმართული ტრენინგი გარკვეული თვისებების, ღირებულებების დასანერგად, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან გადალახოს ზედმეტი და უადგილო ჰუმანიზმი, რაც დღენიადაგ აწუხებს საშუალო მოსახლეს. ეს სფეროები კარგია არა მარტო ორგანიზებულობის და დისციპლინის თვალსაზრისით, არამედ კომუნიკაციების შესწავლით.

 

* * *

 

აქვე ხდება გარკვეული ცხოვრებისეული როლის მიღება, რომელიც გამოირჩევა სხვა ადამიანების მიმართ უპირატესობის გრძნობით. პრაქტიკული შედეგების მისაღებად პიროვნებას ესაჭიროება გარკვეული უნარ-ჩვევების ხანგრძლივი წვრთნა.

ავიღოთ თუნდ ჩვენი საუკეთესო მიღწევების სხვა სფერო - ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა. რით არის მიღწეული ეს ტრიუმფალური, მომაჯადოებელი დადგმები და ნაწარმოები. ტემპერამენტის და ჯოჯოხეთური შრომის შერწყმით რასთან? კურსთან, მეთოდურ ტრენაჟთან და პროპაგანდასთან. 

და აი სწორედ აქ იკვეთება პარადიგმა ყოფიერების. ჟღერს რთულად, მაგრამ მრავლისმთქმელია. (პარადიგმა, თუ არ იცით, ამ სიტყვის მნიშვნელობა ნახეთ უცხო სიტყვათა ლექსიკონში). ვინ ხარ შენ ამ სამყაროში? მსხვერპლი თუ მეფე? შემოქმედი თუ ნივთი? ეს ქმნის შენს დღეს, დღევანდელობას, საქმეებს და ასე შემდეგ. ვაღიაროთ, თუ მონები ვართ, საკუთარ თავთან მაინც. 

 

* * *

 

სწორედ ამიტომ მეცინება ეს სწორუპოვრად საცოდავი მიდრეკილება ხაზი გაუსვან საკუთარ მონობას და საჩქაროდ თავს დაისვან კიდევ ერთი ახალი პრეზიდენტი, ან დაიყენონ თავს მეფე, დაუძახონ ვიღაცას პრობლემის გადასაწყვეტად...

მაგრამ ეს საზოგადოების პრობლემაა. თქვენ კი, ვისაც გინდა დადგეთ უფრო მაღლა, შეხედეთ თქვენ პარადიგმას – ვინ ხართ, ყმა თუ ბატონი. მართავთ თუ გმართავენ? გინდათ ვიღაც იღებდეს გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლად, თქვენი სიცოცხლის შესახებ, გიყენებდეთ ლამაზი გრძნობების ალმურში გახვეულს თუ თქვენ იძლეოთედ ეფექტურად ეფექტურ ბრძანებებს? ვინ ხართ თქვენ: წარმატებული ადამიანი თუ აშტერდებით სხვის ქეიფებს რესტორნებში, ვოიაჟებს უცხო ქვეყნებში, მრავალთა დაუმსახურებელ დიდებას? რის დასათმობად ხართ მზად, რომ გაიმარჯვოთ ხვალ?

 

* * *

 

არარაობათა ზეიმი საქართველოში გრძელდება, პიროვნებები კი სველ კუთხეებში იმალებიან. ქართველ კაცს, როგორც ქართულ როკვის რეპეტიციებში, შეუბრალებელი ტრენაჟი უნდა. დღეში 10-12 საათი ვარჯიში, ტვინის დამუშავება, გადასხვაფერება. აბა ის "აჭარულის” თუ "მთიულურის" პირუეტები რომ მოგვწონს ასე მოდის ჰაერზე? როგორ წარმოგიდგენიათ საცეკვაოდ სუხიშვილებთან ერთად ვიღაც "დაუნი” გამოვიდეს და ყვიროდეს; "ნახეთ რას ვცეკვავ!” და ხალხიც ტაშს უკრავდეს...ესაა რაც ხდება დღეს. იმან, რამაც უნდა დაგვატკბოს, დაკარგა ხიბლი, იმიტომ რომ ვირტუოზები ლოთობაში, წამალში, და დეპრესიაში გადავარდნენ. დაკარგა ხიბლი ყველაზე ძვირფასმა ჯილდომ უფლისამ... სიცოცხლემან ჩვენმან! რა სილამაზეა და ჩვენ კი რას უყურებთ!

 

* * *

 

წარმატებულ ადამიანს მართლა გიჟური და ფანატიკური შრომა ესაჭიროება საკუთარ თავზე. ოღონდ რაც მთავარია, სწორი პარადიგმის ჭრილში. მან საკუთარ თავში მეომარი უნდა აღზარდოს. საკუთარი ნების მორჩილი მეომარი. სინათლის, თუ სამართლიანობის, სახელების შერჩევა თქვენთვის მომინდვია. მეომარი იმას ნიშნავს რომ უნდა იბრძოლოს რაღაცასთან, ვიღაცასთან, ძალებთან. ჯეჯილისა და ღვარძლის განცალკევება უნდა იცოდეს. დაშორიშორება იმ ადამიანებისა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ მოღვაწეობენ ერის დასაკნინებლად და მათ, ვინც ერის სულიერზე ზრუნავენ. წარმატებულ ადამიანს მართებს იყოს მედგარი და შეუვალი, რათა მოსპოს უსაზიზღრესი ქართული სენი – სანათესაო-სამეზობლო თემიდან წამოსული სოციალური დამოკიდებულებათა სისტემა - "შინაურობა”. ოდითგანვე ეს გვჭამს და გვსპობს და გვაჩანაგებს. ადრე თუ გვარიშვილობა იყო, ეხლაა ნათესაობა, ძმაკაცობა, ნაცნობის ნაცნობობა, კაი-ბიჭობა.

 

* * *

 

და იმ ზომის უპასუხისმგებლობა, ხან გაოგნდები ეს შეურაცხადები სად იზრდებიან? მაგრამ როგორც სხეულის იერსახე არის იმ პროცესების ანარეკლი, რაც ორგანიზმს შიგან მიმდინარეობს, ესევე სათავე ერისა არის განსახირება იმისა, რაც ხდება საზოგადოების წიაღში. სრული უპასუხისმგებლობა სუფევს ერში. არ იცის ხალხმა სწორი აზროვნება, არასწორად რეაგირებს. ანუ რეაგირებს ბუნებრივად საკუთარი ფსიქოლოგიიდან და დონიდან გამომდინარე. სწორედ ამ დონის აწევა უნდა იყოს მომავალი ლიდერების, წარმატებული ადამიანების მისია. ეს არის გადარჩენის გზა. ერთი კაცისა და ყოვლად ერისა. დღეს ხალხი ასეთი ადვილი გასაპამპულავებელია საკუთარი რეაქციებიდან გამომდინარე. ის ყველაფერზე რეაგირებს. ძალიან ადვილად და ასე შემდეგ. (დამიჯერეთ, ეს არ არის კრიტიკა, ეს ფაქტის კონსტატაციაა. დიდი მასწავლებლები უნდა ერს, რომ ასეთ ეშმაკურ დროში ღირსეულად აღზარდოს მისი სულიერება). 

 

* * *

 

ყველა ავიზნე, რასაც ქართველი ერი ატარებს, სხვადასხვა დოზით მოიპოვება ყველა რიგით მოქალაქეში. გამოსავალი იმაშია, რომ წარმატების მოპოვების მსურველმა უნდა მოახდინონ ამ თვისებების იდენტიფიცირება და დაიწყონ მათი გამოსწორება. ჯერ საკუთარ თავში, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, გარკვეული რიტმით. თუ კაცი ბევრ რამეს ნაუცბადევად შეეჭიდება და გადაწყვეტას მოინდომებს, მაცდუნებელი ეიფორიით იქნება შეპყრობილი, რასაც, გარდაუვალია, მოჰყვება გამანადგურებელი დეპრესია. 

მეორე ნაბიჯი მე ვფიქრობ უნდა იყოს კავშირების გაფართოება, სოციალური ქსელის და საკუთარი გუნდის შექმნა. მაგრამ ეს უნდა იყოს მართლა გუნდი, პროფესიონალები, საქმისათვის შეკრებილი ენერგიული პიროვნებები, რეალური პროექტები. მესამე ეტაპი მგონია, ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული საზოგადოებისათვის. ეს არის სამეწარმეო პროექტების რეალიზაცია, - ზემოქმედება ფართო მასებზე, თვითპიარი ბიზნესის გზით.

 

* * *

 

მეოთხე ნაბიჯი უნდა იყოს – შეტევა აღმოსავლეთზე!)). ორგანიზებული და გონივრული შეტევა წამყვან სახელმწიფო სტრუქტურებზე, ბრძოლა საკუთარი ნების და სურვილის ტრანსლირებისათვის საზოგადოებაში. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია თავი აარიდო სახელმწიფო რეპრესიებსა და ტერორს. მაგრამ ამ დონეზე მისულს უკვე სხვა გზა არ გრჩება, ერთადერთი გზა გადარჩენისა არის წარმოადგენდე სახელმწიფოსათვის საფრთხეს (და აქ არ გეგონოთ, და შეცდომით არ გააიგივოთ სახელმწიფო ქართველ ერთან). ხელისუფლებას უნდა ეშინობდეს, სხვანაირად თვალისდაუხამხამებლად ის ლიკვიდაციას უკეთებს ნებისმიერს ვინც მის გზაზე დგას და საწინააღმდეგოს იძახის. აქ წარმატებულ ადამიანს გამოადგება თვითგანვითარება, პირველი ეტაპზე გავლილი მასალა, საკუთარი ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის მოწესრიგება, მებრძოლური თვისებების აღზრდა საკუთარ თავში, დომინირებისაკენ ლტოლვა და სხვა. გამოადგება, რა თქმა უნდა, კავშირები.

 

* * *

 

თავისთავად სახელმწიფო მანქანა ეს არის მრავალი საწინააღმდეგო სურვილის მქონე ადამიანების კონგლომერატი, რომელიც სწორი მოქმედებების შედეგად არც თუ ისეთი ძნელი დასაშლელია. სახელმწიფო მოხელეები, ბაგირზე მოსიარულეებივით, სულ ბალანსირების პროცესში არიან, ამიტომ მათი დამორჩილება არც ისეთი ძნელია, თუნდაც იმიტომ, რომ მათი ნება აპრიორი თავისუფალი არ არის და მუდმივად ვიღაცის მხრიდან მონიტორინგს განიცდის. რა თქმა უნდა წარმატებული ადამიანი არ უნდა ჩაიციკლოს ჩინოვნიკებთან ბრძოლის პროცესზე, ვინაიდან ეს არ არის მისი თვითმიზანი. რეალური და ჭკვიანური მიზანი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე ამ "დაჩაგრული” თუ "მჩაგვრელი” ქართველობის დამორჩილება ან პოლიტიკური მოსპობა. 

 

* * *

 

მიზანი არის ძალაუფლება, სასურველი მატერიალური, სულიერი და ფიზიკური მდგომარეობების მიღწევა, მაქსიმალური თვითრეალიზაცია. წარმატებულ ადამიანს უპირველესყოვლისა ესაჭიროება სამყაროს მოდელის შექმნა, რომელშიც და რომლითაც ის აპირებს ცხოვრობას. საკუთარი ფილოსოფიის გადეხედვა და ფორმირება, საბრძოლო-დომინანტური ღირებულებების დამკვიდრება პიროვნულ ფსიქოლოგიაში, დაუღალავი შრომა მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად და შიშების შემცირებისათვის. წარმატებულმა ადამიანმა უნდა მიაღწიოს თავისუფლების იმდენად დიდ ხარისხს, რომ იყოს მაგალითი სხვა ადამიანებისათვის ყოფაქცევით, ყოველდღიურობით. მას ყოველგვარი მოხათრების გარეშე უნდა გააჩნდეს ღირსეული პრეტენზია მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ ეს ფაქტი უნდა იწვევდეს არამც თუ მოსახლეობის ეჭვს, არამედ მის აღტაცებას.

წარმატებული ადამიანი წარმატებას, როგორც სახელმწიფოს ისე უნდა აგებდეს. იძენდეს ცოდნას, მოკავშირეებს, ქმნიდეს სტრატეგიებს, აშენებდეს ზღუდეებს და ჯარებს, ავითარებდეს ეკონომიკას და სულს.

 

* * *

 

ჩინგიზ-ხანმა დაიწყო პატარა ტომის ბელადობით, და ევროპამდე მსოფლიო შეაზანზარა. ესევე ყოველმა ადამიანმა, ვინც გადაწყვიტა წარმატება, უნდა განავითაროს საკუთარ თავში ქარიზმა, რომელიც იბადება დიდი იდეის გავრცელებით. რაც უფრო დიდი იდეა აქვს ადამიანს და ემსახურება მას, მით უფრო დიდია მისი პოტენციალი და შესაბამისად გადაიზრდება დიდ საქმეებში. საქართველოში ეს დიდი იდეა შეიძლება იყოს დიდი ქართული იდეოლოგიის შექმნა, სლოგანით: გადარჩენა – და აღზევება! ვინც ამ იდეას დაადგამს საშველს ის გახდება დიდი საქართველოს დიადი ქართველი. სხვები კი ფინია ძაღლებივით დაუწყებენ გარშემო სირბილს. 

ყოველი და ყოველიფერი იბადება სულიდან. ამ სულით, რაც გვაქვს, და ამ ფსიქოლოგიით ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ვერც ერთ ტერიტორიას, ვერ ავაშენებთ ეკონომიკას. ამ სულიერი მდგომარეობით ჩვენ ვერ წამოვწევთ სახელმწიფოებრიობას. 

 

* * *

 

ახლა არის დრო ფსიქოტოტრენინგის, მიძინებული რეზერვების გამოღვიძების და ამუშავების, თვითდისციპლინის და სულიერი მობილიზაციის დაწყების, სულიერი მოწესრიგების, მოჯანიანების! აბა მიპასუხეთ: რა იქნებოდნენ სუხიშვილები სელექციის და უფრო მეტად დიდი, სასტიკი ტრენაჟის გარეშე? 

წარმოიდგინეთ, სუხიშვილების ანსამბლი, წვრთნის გარეშე, ქართული ცეკვა, ვარჯიშის გარეშე, გინახავთ რა საზიზღრობაა?!!

აი ეს არის დღეს თქვენი თუ ჩვენი ქართული საზოგადოება!

 

* * *

 

მზე წითელი მიიწევს ცაში...აი, მზე ქართული, მზე ალაზნის ველზე მოწეული საფერავით ჩამთბარი... 

მზე, რომელიც ითვლის დროს. არა წამებით და წუთებით, ან დღეებით, არამედ ადამიანების სიცოცხლეებით. ეს ჩვენ გვგონია, რომ მზეს უთვლით დროს. პირიქითაა ყველაფერი. 

რამდენჯერ გინახავთ მზის ამოსვლა? თითებზე თუ ჩამოითვლით. 

ყველაფერს თავისი დრო აქვს...ჟამი ქვათა შეგროვებისა და ჟამი ქვათა მიმოფანტვისა. 

კაცი კაცზე მიდის წუთისოფლიდან ვალმოუხდელი, სატკივრით გაუხარელი. 

ყველას საკუთარი ბედისწერა ისრუტავს გვირაბისაკენ. 

ჩემი დიდი იდეაა - ისეთები უნდა გავხდეთ, რომ სიკვდილსაც ეშინოდეს ჩვენი!


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 325 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
  • gi2giSpam 2011-05-13

    სოსო რა კაცია :*

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]