მთავარი » ფაილები » საინტერესო

2 pac Amaru Shakur
2011-03-18, 11:43 PM



Lesane Parish Croock იგივე 2pac Amaru Shakur, დაიბადა New York-ში, კერძოდ Brooklyn-ში, 1971 წლის 16 ივნისს. სიტყვა "Shakur" არაბულად ნიშნავს ”მადლობელი ვარ” ხოლო ”2pac” კი ორ სოცოცხლეს, ორ ცხოვრებას. შაქურის დედა ალისია ფეი უილიამსი საკუთარ თავს,”რევოლუციონერ” ქალად მიიჩნევდა, ვინაიდან იგი იმ დროისათვის აქტიურად იყო ჩაბმული მოძრაობაში, რომელიც ზანგი ბავშვებისთვის სწავლა განათლებისა და თეთრკანიანებთან თანასწორუფლებიანობისთვის იბრძოდა. ალისიამ რომელმაც შემდგომში აფენი შაქური დაირქვა სწავლას მასობრივ მოძრაობაში გაერთიანება არჩია და Malcone X-ის დაცვის სამსახურში ჩადგა.
მოგვიანებით აფენი New York-ში მომავალ მეუღლეს ”Black Panther"ის ორგანიზატორს ლუმუმბას შეხვდა. ლუმუმბა მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას, როცა აფენმა განუცხადა რომ არც თვითონ იცოდა ბავშვის მამის ვინაობა, შეურაწჰყოფილი ლუმუმბა ცოლს გაშორდა, რის შემდეგაც აფენს დროების გადატანა მოუხდა. იგი ქალთა საპატიმროში დააკავეს, სადაც ქვეყანას მოევლინა პატარა შაქური. აფენმა 2pac-ს შავკანიანთა მოდგმის გადარჩენის მისია ჩაუთქვა. რამდენიმე ხნის შემდეგ აფენი და 2pac-ი საცხოვრებლად ბრონქსში გადავიდნენ.
აფენი მუდამ იმის ცდაში იყო რომ შვილისთვის სწავლის ფასი დაენახვებინა და საჭირო განათლება მიეცა მისთვის. 2pac-ს მთლი ბავშვობის განმავლობაში აწვალებდა ფიქრი, რომ იგი უკანონო შვილი იყო და მუდამ აინტერესებდა მამამისის ვინაობის გაგება. შეურაწჰყოფილი სიმარტოვეში პოულობდა შვებას. მოგვიანებით მის დღიურებში გაჩნდა ჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს მოუწოდებდა სახელმოხვეჭილი ადამიანი გამხდარიყო. 2pac-ი ოცნებობდა ყველაფერზე რაც მოაშორებდა თავის არეულ ოჯახურ მდგომარეობას, განსაკუთრებით კი მსახიობობაზე.
12 წლისამ პირველი როლი შეასრულა სპექტაკლში ”A Raisin in The Sun" (ქიშმიში მზეში), ხოლო უკვე 15 წლისა აქტიურად ჩნდება რეპ მუსიკაში. ამ დროისათვის 2pac-ი უკვე თავადვე წერდა ლირიკებს და ამით ამაყობდა კიდეც. მას უბანში ”Big Apple"-ის იგივე ”მაგარი ბიჭის” რეპუტაცია ჰქონდა.
სანამ 20 წელი შეუსრულდებოდა იგი 8-ჯერ იჯდა ციხეში, აქედან ერთხელ სექსუალური ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს, ერთხელ კი 6 წლის ბიჭის სიკვდილის გამო, რომელიც ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაიღუპა.
80-იანი წლების ბოლოს 2pac-მა ციხის მეგობარ რეპერებთან გადაწყვიტა შეექმნა ბენდი ”Digital Underground" და 1990 წელს გამოსცეს ალბომი ”Sex Pancnets".
1991 წელს კი Tony Boys ჩანაწერების სტუდიაში ერთმანეთის მიყოლებით გამოსცეს ”Suns of the" და "The body-hat Syndrome"
1992 წლიდან 2pac-მა სოლო კარიერა დაიწყო და პირველი ალბომი ”2pacalypsenow" და "Strictly4my N.I.G.G.A.Z" გამოსცა.
მან ასევე დიდი წარმატება გაუწია Notorious B.I.G. -ს იგივე ქრისტოფერ უოელსს, რომელიც სულ შემთხვევით გაიცნო. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს მომენტალურად დამეგობრდნენ შაქური და Biggie. 2pac-ი ყველანაირად მხარში ედგა მეგობარს და ძნელია დაკონკრეტება იმისა თუ რა გახდა მათი უთანხმოების მიზეზი.
ხალხის თვალში კვლავ ერთმანეთის კეთილმსურველებად ითვლებოდნენ, მაგრამ ცრურწმენას წყალი შეუდგა მას შემდეგ, როცა 2pac-ის გაძარცვისა და მისი სასწაულებრივად გადარჩენის დროს ( რამდენიმეჯერმე ესროლეს ) შაქურმა Biggie-ს და P.Diddy-ს რომლებიც მის სანახავად მისულიყვნენ შუათითი უჩვენა.
ხოლო იმავე წელს 1994 ში როცა Biggie-ს ქალიშვილი შეეძინა ეს ფაქტი ყველა რეპერმა სიხარულით გამოხატა, ხოლო 2pac-მა დასცინა და უთხრა რომ ცოლის პალატაში მძინარე იხილა. ამ ყოველივეს შემდეგ 2pac-მა გამოსცა ორი ყველაზე შთამბეჭდავი ალბომი ”Me Against the World" და "All Yeyz On Me".
1996 წლის 13 სექტემბერს 2pac-ი საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული. მართალია მისი სიცოცხლის ვარსკლავი მალევე ჩაქრა მაგრამ 2pac-ის როგორც რეპერის ვარსკლავი დღემდე ძველებურად კაშკაშებს.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 133 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]