მთავარი » ფაილები » იურიდიული ლიტერატურა

ოჯახური ძალადობა, როგორც გენდერული ძალადობის ნაწილი
2011-02-25, 11:30 PM

"ნებისმიერი აქტი, რომელიც ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს ან შეუძლია მიაყენოს ქალს, მათ შორის ასეთ ქმედებასთან დაკავშირებული მუქარა, თავისუფლების იძულებითი ან თვითნებური აღკვეთა, გენურჩევლად იმისა თუ სად ხდება საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში წარმოადგენს გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობას”. ეს განმარტება მოცემულია გაერთიანებული ერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის შესახებ(1993წ). მარტივად რომ ვთქვათ, ძალადობა გენდერის საფუძველზე არის ძალადობა ჩადენილი ქალის მიმართ მისი სქესობრივი კუთვნილების გამო.
სამწუხაროდ, საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ამ პრობლემის სიმწვავე. გაეროს მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ქალთა 20% ოდესმე მაინც იყო მოქცეული ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის, სასტიკი მოპყრობის ქვეშ მამაკაცთა მხრიდან, ხოლო ქალთა სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარის მიზეზი ძალადობა წარმოადგენს. როგორც გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ "ძალადობა ქალთა წინააღმდეგ წარმოადგენს მათი სიკვდილიანობის და შრომისუუნარობის ისეთივე სერიოზულ მიზეზს, როგორიცაა კიბო და ჯანმრთელობის გაუარესების უფრო ხშირ მიზეზს, ვიდრე საგზაო შემთხვევები და მალარია ერთად აღებული”.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია გაერთიანებული ერების მიერ წარმოდგენილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის მსხვერპლთა პროცენტული მაჩვენებელი.


ქვეყანა %

არგენტინა
ბარბადოსი
ჩილე (სანტიაგო)
კოლუმბია
კოსტა რიკა
ეკვადორი
გუატემალა
მექსიკა
პანამა
პერუ (ლიმა)

აშშ

30
30
26
54
20
60
36
34
63
60
63


მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის შემთხვევები ხდება ყველგან საზოგადოებაში, სამსახურში, ქუჩაში, მაგრამ ყველაზე ხშირად ფიქსირდება ოჯახში. ძალადობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის სერიოზულ სახეს წარმოადგენს ასევე მუქარა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ეკონომიკური კონტროლი. საერთაშორისო დონეზე ქალის მიმართ ოჯახური ძალადობა აღიარებულია, როგორც გენდერული ძალადობის ნაწილი, დისკრიმინაციის ფორმა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში გამოვლინება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. საერთაშორისო დონეზე პრობლემას ქმნიდა ის, რომ წლების გამნავლობაში მიიჩნეოდა, ოჯახური ძალადობა წარმოადგენს პირად/ ოჯახურ საქმეს, ხოლო რამდენადაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი არ ეხება კერძო ქმედებას, არამედ არეგულირებს სახელმწიფოს ქმედებებს, ის ვერ დააწესებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ამ სფეროში. სახელმწიფო ვერ აგებს პასუხს იმისათვის რაც არ ჩაუდენია, ამდენად ოჯახური ძალადობა, როგორც კერძო ქცევა რჩებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მიღმა, შესაბამისად არ იყო უზრუნველყოფილი ქალთა შესაბამისი დაცვა საერთაშორისო სამართლითაც. დღეს უკვე მთელმა რიგმა საერთაშორისო დოკუმენტაებმა საგანგებოდ ცნეს გენდერზე დაფუძნებული ქალის მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღევის უხეშ გამოვლინებად. გაეროს ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის სალიკვიდაციო კომიტეტის მე-19 გენერალურ რეკომენდაციში (მეთერთმეტე სესია 1992 წელი), ვენის დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციის სამოქმედო პროგრამაში (1993 წელი) ხაზგასმულია სახელწიფოს პასუხისმგებლობა კერძო ქმედებებზე, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ეს პასუხისმგებლობა გამომდინერეობს სახელმწიფოს სათანადო კეთილსინდისიერების, თანაბარი დაცვის და წამების აკრძალვის ვალდებულებებიდან. როგორც იურისტები და მეცნიერები აღნიშნავენ, ოჯახური ძალადობა "წარმოადგენს წამების ფორმას, რამდენადაც ის შეიცავს წამების ელემენტებს: იწვევს მწვავე ფიზიკურ ან მორალურ ტკივილს, ხორციელდება შეგნებულად და გარკვეული მიზნისათვის.” ამის გარდა სახელმწიფო ვერ იმოქმედებს სათანადო კეთილსინდისიერების ფარგლებში, თუ ვერ უზრუნველყო ამ სფეროს დამარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტურობა და მის ფარგლებში ქალთა დაცვა. სახელმწიფოს ასევე აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს ყველას თანაბარი დაცვა. თუ სახელმწიფო ორგანოები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმ საქმეებს, სადაც ქალის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელებულია მესამე პირის მიერ, მაშინ, როცა ყურადღების მიღმა ტოვებენ ოჯახური ძალადობის შემთხვევებს და შესაბამის კვალიფიკაციასაც არ აძლევენ, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არღვევს ყველას თანაბარი დაცვის ვალდებულებას.
საქართველოში ოჯახური ძალადობა წარმოადგენს ისეთივე სერიოზულ პრობლემას, როგორსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. თუმცა საქართველოსგან განსხვავაებით მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ამ პრობლებმასთან ბრძოლა უკვე დიდიხანია დაიწყო. ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ი და ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ოჯახური ძალადობის, როგორც სოციალური მოვლენის კვლევა. საქართველოში კი ოჯახური ძალადობა ბოლო დრომდე კანონმდებლობითაც კი არ იყო განსაზღვრული.

ნაწილი პირველი
1.ზოგადი მომოხილვა

სოციოლოგების მოსაზრებით ოჯახურ ძალადობას უმეტეს შემთხევაში ოჯახური ჩვეულებები იწვევენ. ფსიქოლოგების განმარტებით კი მამაკაცის მხრიდან ქალის მიმართ ძალადობა მიმართულია ან დარღვეული გენდერული იერარქიული ურთიერთობების აღდგენისა ან ასეთი იერარქიის წაქმოქმნისაკენ. ამ შეხედულების თანახმად, ოჯახური ძალადობა განსაკუთრებით რთულად უნდა იდგეს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ტრადიციული ოჯახური წეს–ჩვეულებები. ვნახოთ, როგორია მდგომარეობა:
1.1 ამერიკის შეერთებული შტატები

სტატისტიკურად აშშ-ი თითქმის ყოველი მესამე ქალი ექცევა ოჯახში ან მეგობარი მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური, ხოლო ყოველი მეხთხე ფიზიკური ძალადობისა და უხეში მოპყრობის ქვეშ.

აშშ-ი მოძრაობა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პერიოდის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყვეს, რომ ქალის მიმართ ძალადობა, როგორც ოჯახში ისევე საზოგადოებრივ დონეზე არის ეროვნული პრობლემა.¹ ამავე პერიოდში აშშ-ი იწყება ქალთა სერიოზული მოძრაობები, რომლებიც ძლიერ სოციალურ მოვლენად იქცა. დღეს-დღეობით აშშ-ი ყველაზე კარგად ორგანიზებული თავშესაფრების სისტემაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქალთა მცირე რაოდენობა მიმართავს მას. 1977 წელს მინესოტაში შტატების მაშტაბით პირველად შეიქმნა სახელწიფოს დაფინანსებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა, მომსახურების შესახებ აქტი. მინესოტაში შემუშავდა ასევე ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის პროგრამა სახელწოდებით დულუსის მოდელი. დულუსი იყო პირველი ქალაქი, სადაც ოჯახში მოძალადეთა დაპატიმრების სავალდებული წესი ამოქამედდა. ასევე კალიფორნიაში მიიღეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრის შესახებ აქტი. თავშესაფარი მთლიანად ფანანსდებოდა ქორწინების ლიცენზიებიდან მიღებული თანხებით. ამ სისტემის შექმნამ ხელი შეუწყო პრობლემასთან ბრძოლას, პირველ რიგში იმით, რომ შეიკრიბა ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია. მალე ნათელი გახდა, რომ გარდაუვალი იყო საკანონმდებლო დონეზე მსხვერპლთა სასარგებლოდ პრობლემის დარეგულირება. 80-იან წლებში მთავარი ამოცანად იქცა სისხლისამართლებრივი შესაბამისი პასუხისმდებლობოს დაწესების, ქალთა დასახმარებლად პროგრამების შემუშავება და დაფინანსებისათვის ფონდების გამოყოფა. მთავარი მოვლენები 90-იან წლებში მოხდა, როცა 1990 წელს მიღებულ იქნა ქალის წინააღმდეგ ძალადობის ძირითადი ფედერალური აქტი, რომელიც 1 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფდა თავშესაფრებისათვის, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა და მოსამართლეთა სწავლებისათვის, ასევე იმ დანაშაულთა პრევენციისათვის, რომელიც ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის ნიშნებს შეივაცდა. აქტი ძალაში შევიდა 1994 წელს, მნიშვნელოვნი იყო ის, რომ იგი მსხვერპლს საშუალებას აძლევდა მიეღო კინპენსაცია.
1995 წელს ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აცილების დასჯისა და აღმოფხვრის შესახებ. ამავე წელს გამოქვეყნდა გაეროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც აშშ-ი ქალთა დაახლოებით 63% განიცდიდა მამაკაცის მხრიდან ძალადობის რომელიმე ფორმას, დომინირებდა ფსიქოლოგიური ძალადობა. 1990 წელს შეიქმნა ოჯახური ძალადობის ეროვნული ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც 100 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მსხვერპლს ერთდროულად შეეძლო მიეღო დახამარება.

პრობლემასთან ბრძოლას ართულებს ჯერ კიდევ შემორჩენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება რამდენიმე წლის წინ ამერიკელთა 47% ამართლებდა მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობას მამაკაცის სტესულ ან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნით. ასეთი დამოკიდებულება რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებობს. მერილენდის შტატში გაამართლა მამაკაცმი რომელმაც მეგობარი ქალი, გააუპატიურა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ქალი აიცილებდა ასეთ შედეგს, თუკი დროულად, პირველი ძალადობის გამოვლინებისთანავე მიარტოვებდა მამაკაცს.
ამ პრობლემასთან ბროძილასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახური ძალადობის-კერძო კონფლიქტის ორ ინდივიდს შორის საზოგადოების პრობლემად ქცევა.

1.1.2 ინტერამერიკული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ.
აღნიშნული კონვენცია ძალაში შევიდა 1995 წელს. იგი არის პირველი რეგიონალური ხელშეკრულება, რომელიც მთავრობებს ავალდებულებს, თავიდან აიცილონ დარღვევების სხვადასხვა ფორმები და უზრუნველყოფს ახალ მექანიზმებს ქალებისათვის ამერიკაში, რათა გამოსწორდეს მათ მიმართ ჩადენილი დარღვევები. მასში ოჯახური ძალადობა განხილულია როგორც:
ოჯახში მომხდარი ან პარტნიორის მხრიდან "ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, განურჩევლად იმისა ცხოვრობს თუ არა ქალი მოძალადესთან მე-7 მუხლი კონვენციის წევრ ქვეყანას ავალდებულებს ქალთა მიმართ ძალადობას ებრძოლოს და ყველა საშუალებას მიმართოს ძალადობის დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. კონვენცია მასში მოცემულ უფლებათა დამცავ მექანიზმებსაც შეიმუშავებს. ინდივიდს და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაებს (NGO) შეუძლათ საჩივარი შეიტანონ ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულ კომისიაში კონვენცის მე-7 მუხლის დარღვევის ან შეუსრულებლობის გამო. კომისია თავის მხრივ უფლებამოსილია კონვენციის განმარტებისთვის მიმართოს ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულ სასამართლოს.
კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ქალის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ქალთა და მამაკაცთა შორის ისტორიულად ცნობილი უთანასწორო დამოკიდებულებაა.
კონვენცია ქალებს პირადი, ოჯახური და საზოგადოებრივი ძალადობისგან იცავს, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს ებრძოლონ ქალთა მიმართ ძალადობას, ამის გარდა წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებათა ნუსხა დაურთონ ინტერამერიკული კომისიაში წარდგენილ ანგარიშს.

1.1 საქართველო

საქართველოში 2002 წელის გამოკვლევების მიხედვით დაახლოებით ცხოვრობს 2 მლნ 300 ათს ქალი და 2 მლნ 49 ათს კაცი. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი მონაცემები ძალადობის მსხვერპლ ქალთა შესაძლო რაოდენობის შესახებ. ეს გამოწვეულია რამდენიმე სერიოზული ფაქტორით. საქართველოში მსგავსი ფაქტების დაკვალიფიცირება უმეტეს შემთხვევაში არასწორედ ხდებოდა, ამის გარდა ინფორმაციის მოკრებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავშესაფრებს. საქართველიში კი თავშესაფრების სისტემა შეიძლება ითქვას, რომ პრაკტიკულად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1994 წელს შეუერთდა ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციას. ამ პრობლემაზე სახელმწიფო დონეზე სერიოზული მუშაობა საქართველიში 2006 წელს დაიწყო, როცა პარლამენტმა მიიღო ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი და დაამტკიცა გენდერული პოლიტიკის კონცეფცია.

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 795 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]