მთავარი » ფაილები » გასართობი

როდესაც მუზა ფსიქიატრიულისკენ გიბიძგებს
2011-02-27, 0:33 AM


"ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე"

"გიჟებს ახლა ყველგან ნახავთ, საგიჟეთშიც კი” – ბერნარდ შოუ

მე, ალბათ, მალე გავგიჟდები.
ოღონდ წყნარი და ბუნჩულა გიჟი ვიქნები – არავის ვუკბენ და გავწეწავ. ვივლი ჩემთვის (გეთანხმებით, "სხვისთვის სიარული” არც მე გამიგია), ძველ სიტყვებს დავშლი, ახლებს ავაწყობ, რითმებს ვიბუტბუტებ, ან, უაზრო სტროფებს დავწერ.
მიზეზი კი ბოლო დროს აკვიატებული ერთი ჩვეულება იქნება. იმას ვგულისხმობ, რაიმე სიტყვის გაგონებისას ტვინი უკვე რეფლექსურად რომ იწყებს მის გადასხვაფერებასა თუ გარითმვაზე მუშაობას. თუმცა, სანამ გავგიჟდები, იქამდე ამ ფსიქიკური აშლილობის რამდენიმე წინაპირობას წარმოგიდგენთ:

1. "ქართულია ის ქეიფი, რომ სჭირდება "ისქეიფი” (esc)”ლოთი პროგრამისტი

2. "ქართული დაბადების დღე ხშირად "დაბ(ლ)ა  (გ)დების დღეა” – ქართველი მოღრევე ნაბახუსევზე

3. "მინდა დავხატო ფანქრებით, beautiful and pank rabbit” – მთვრალი ხელოვანი

4. "თუ "მიშა, მიშა” აგიტაცია, მიზეზი არის – აგიტაცია” – კოტე ყუბანეიშვილის ტიპის პოეტი

5. "ქართული და ინგლისური მონათესავე ენებია. მაგალითად, სიტყვა "საკან–Cell–არიო” მიუთითებს რომ – ”სიტყვა "საკანი” ინგლისურად Cell არის” – ინტრიგანი ლინგვისტი

6.


"ვის რა ელის ისრაელის წინააღმდეგ"

"ვის რა ელის VS ისრაელი” – ისრაელის წინააღმდეგ მყოფი პალესტინელების ბედით დანაღვლიანებული პოლიტიკოსი

7. "ჰოი, ამინდო, გთხოვ, რომ დამინდო”ზაფხულის ხვატით შეწუხებული ქართველი

8. "დრო a bit” - მცირე დროით

9. "Mad Люба” ("გიჟი ლუბა”) მადლობა

10. "Good bye” – sun tells
და ვანთებ სანთელს” –
შევარდნაძის დროს მცხოვრები ქართველი

11. "შუა ქალაქის მთელ კოლექტივს: შემდეგ სეზონზე რომ გადახვალთ, გააჩერეთ” – სამარშრუტო ტაქსის მძღოლი

12. მსოფლიო ჩემპიონატი უჩვეულო გამოდგა: იტალია მოედანზე ა–forz(ი)a–ლეს, ინგლისს კი პირდაპირ გლანდებში…  (In Gland)” – "ალჟირის” უზრდელი გულშემატკივარი

პ.ს: "შექსპირის შემოქმედება – მშვენიერი პიესები, ტრაგიკული P.S-ებით” – პოეტური სულის მქონე ხელოვნებათმცოდნე


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 171 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]