2011-02-27, 0:17 AM | |
"ლურსმანი კედელზე მარადონამაც კი მიაჭედა” - დებილოსოფიური აზრებიდან ქართველებს გაჩერება ყოველთვის გვიჭირს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მავანს "სნიკერსნაჭამი” ერის, მავანს კი "შვეიცარიული საათის” ასოციაცია გავუჩინოთ. თუმცა, თუ ფოკუსს მცირეოდენ დავავიწროვებთ, აღმოვაჩენთ, რომ ხსენებული "არშეჩერების სინდრომი” ყველაზე მეტად საკუთარ გადაცემებზე შეყვარებულ ადამიანებს ახასიათებთ.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი რამდენიმე გადაცემის სახით აქაც არსებობს. მაგალითად ინტელექტუალური თამაში "რვანი” – უცნაურადჟღერადი წამყვანითა და სამი განსაკუთრებულად საკრალური შეკითხვით: 1. "ხასიათის რა თვისებებს დაეყრდნობით ჩვენს თამაშში გასამარჯვებლად”, 2. "სანამ აქ მოხვიდოდით, როგორ ემზადებოდით სათამაშოდ?” და 3.”რას გრძნობთ?” (როდესაც მოთამაშე გამარჯვებით გამოწვეული ველური აღტკინების ჩახშობას ცდილობდა და ეს პროცესი ვერბალურად უნდა გადმოეცა). იწვალეს პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფის წევრებმა ერთი სეზონის მანძილზე, მიხვდნენ, რომ წინადადების დასაწყისში მათი ქმედების ასასახად რელევანტური ზმნა გამოვიყენე და და(ი)ხურეს (ქუდი). ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუკი გადაცემას დროთა განმავლობაში ახალი სისხლი არ შეემატა, გულიდან ყელისკენ მიმავალ გზაზე მას წინ ვეღარაფერი გადაეღობება. თუმცა, გათვალიწინებით იმისა, რომ დონორებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებ გადაცემაში ვხედავთ, გამომდინარეობს დასკვნა: აბზაცის დასაწყისში შევცდი. 1. "პროფილი” რჩევა: გახდეს ანფასეული, ან, ფასეული – აშკარაა, რომ "პროფილმა” პროფილი რადიკალურად (მინიმუმ, ანფასით მაინც) უნდა შეცვალოს. შესაცვლელი კი ნამდვილად ბევრია (თუ გამოვიყენებთ სიტყვას "რაღაც”) და ერთია (თუ სიტყვა "ვიღაც”-ის გამოყენებას შევეცდებით). კერძოდ:
2. "შუა ქალაქში” რჩევა: "შუა ქალაქიდან” "გარეუბნელ გოგონაზე” გადაინაცვლეთ " სერიალი ალბათ იქამდე უნდა იყოს ეკრანებზე, სანამ ერთადერთი სასაცილო მასში სეზონების უზომო რაოდენობა არ გახდება. მას შემდეგ, რაც მსახიობები უკვე "იმედის” ყველა შესაძლო გადაცემაში მიიწვიეს და ჟურნალებმა ინტერვიუების აღება უკვე მათი დედმამიშვილებისგან დაიწყეს, ”შუა ქალაქმა” ”თავისი პეწი დაკარგა”. ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ბევრი სეზონი გადაიღო და მერე როგორც გვჩვევია, ამით იამაყო. რატომღაც მგონია, რომ ხალხის სიყვარულის მოპოვების შემდეგ, სეზონიდან სეზონამდე შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება პროდუქტისადმი თავის "მაინც უყურებენ და…”-თი დამშვიდებით, ცოტა არასერიოზული გახდა და ზოგ ეპიზოდში უპასუხისმგებლობის დონემდეც კი დავიდა. მომიტევოს, ვისაც ეს სერიალი ჯერ კიდევ მოსწონს, მაგრამ ჩემთვის "გრენლანდიის ტრანზიტის” ცნობილი მოთხოვნა მასზე უკვე აბსოლუტურად რელევანტურია. როგორც ჩემი მუზა იტყოდა, "სასახელოდან სასა-ყელო-მდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია” პ.ს: "მაიმუნის გაკაცებას ათასწლეულები დასჭირდა, კაცის გასამაიმუნებლად კი ერთი წუთიც საკმარისია” – დარვინის ალალი ბიძაშვილი | |
ნანახია: 940 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |