WWW.TEMIDA.DO.AM -ის წესდება
WWW.TEMIDA.DO.AM -ის წესდება


ზოგადი დებულება

 ვებ.გვერდი ატარებს შემეცნებით-ინტელექტუალურ სტატუსს . აქცენტი იურიდიულ ლიტერატურასა და კითხვის მოყვარულ ვიზიტორებზეა გაკეთებული. ვებ.გვერდი ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. დაუშვებელია ვეგ.გვერდზე განთავსებული მასალის გადაბეჭვდა , გამრავლება, გავრცელება კომერციული მიზნით. (იურიდიული ლიტერატურის). საიტი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, რაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობას. საიტი, როგორც უკვე ავღნიშნეთ ინტელექტუალურ სტატუს ატარებს იგი გათვლილია კონკრეტულ პირებსა და წრეზე.

 1. პოსტების დამმატებელმა უნდა  გაითვალისწინოს

1.1 TEMIDA.DO.AM
-ზე პოსტის დამატება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ წევრს.


1.2 TEMIDA.DO.AM
 -ზე პოსტი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოხდება პოსტის გადამოწმება საიტის ედიტორების და ადმინისტრატორების მიერ. 

1.3 TEMIDA.DO.AM-ზე შემოსვლით და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს/მითითებებს. 

 1.4 TEMIDA.DO.AM-ის სამუშაო პროცესში  ჩართვა ან განვითარებაში ხელის შეწყობა სხვადასხვა ხერხით შეუძლია ნებისმიერ მსურველს. 

1.5 TEMIDA.DO.AM -ზე   შემოსვლა შეუძლია ნებისმიერ  მსურველს განურჩევლად რასისა, კანისა ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური 

 თუ სხვა ნიშნებისა  და  შეხედულებებისა.
 

2. პასუხისმგებლობის საკითხი
 2.1
TEMIDA.DO.AM -ზე დადებული ყველანაირი სახის მასალა გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. საიტის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის ობიექტური, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.

 2.2 TEMIDA.DO.AM არ კისრულობს პასუხისმგებლობას არანაირ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საიტზე.

2.3 temida.do.am-ის ადმინისტრაცია კომფიდენციალურად მიიჩნევს   მისი წევრების პირად მონაცემებს ;მათ შორის ip მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს და ა.შ.

 3. წევრები
 3.1 
temida.do.am-ზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველ პირს .

3.2 temida.do.am-ის წევრები იყოფიან რამდენიმე პირობით კატეგორიად: 

სტუმარი, მომხმარელი, მოდერატორი, ადმინისტრატორი, შემმოწმებელი და მეგობრები.


4. დაუშვებელია და სასჯელს ითვალისწინებს

4.1 - 
temida.do.am-ზე აკრძალულია ნებისმიერი სახით უცენზურო სიტყვების გამოქვეყნება. ასეთი  გარეორების შემთხვევაში პირი , რომელმაც გამოიყენა უცენზურო სიტყვები დაეკისრება სასჯელის რომელიმე სახე, რომელსაც აწესებს საიტის ადმინისტრაცია  მსგავს ვითარების არსებობისას. (სასჯელის სახეები: დაბლოკვა, ბანის დადება დროებით ან სამუდამოდ) 

4.2 - temida.do.am-ზე აკრძალულია სხვა საიტის პროპაგანდა , პიარი ნებისმიერი სახით.  

4.3 temida.do.am-ზე აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის 

საყოველთავოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

4.4  temida.do.am-ზე აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს.

 4.5 temida.do.am-ზე აკრძალულია პოსტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.



დადგენილებაში შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს ნებისმიერ დროს გვერდის მომხმარებლებთან, ვიზიტორებთან და წევრებთან შეუთანხმებლად!

კატეგორია: gi2gi | დაამატა: gi2gi (2011-03-13)
ნანახია: 1513 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]