ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება და მოღვაწეობა
2011-04-05, 9:40 PM
ფსიქიკა პოლიტიკაზე ძლიერია. ოიდიპოსი იმპერატორ ფრანც იოსიფზე ძლიერია; მაგრამ პოლიტიკა ფროიდს უჩვენებს თავის ძალაუფლებას. ვენაში ძალაუფლების სათავეში მოვიდა ანტისემიტი მერი ლუგერი. ჩვეული ცხოვრების სტილი განადგურების რისკის ქვეშ იყო. სიტუაციაში, რომელშიც შეუძლებელია ცხოვრების პირობების შეცვლა, ფროიდმა თავის თანამედროვეებს უჩვენა გამოსავალი — წასვლა შინაგან სამყაროში. 1900 წლის 1 თებერვალს ფროიდი წერდა: "მე არ ვარ მეცნიერი, არ ვარ დამკვირვებელი, არ ვარ ექსპერიმენტატორი და არ ვარ მოაზროვნე. მე ვარ ადამიანი კონკისტადორის ტემპერამენტით, ავანტურისტის ცნობისმოყვარეობით, მისი ცივსისხლიანობით და დაჟინებულობით.” ეს კონკისტადორ-დამპყრობელი ცხოვრებაში კეთილსინდისიერი ჯენტლმენი იყო, ხოლო არაცნობიერის სამყაროში — ტუსაღი და ტანჯული.

1933 წელს, როდესაც ძალაუფლების სათავეში ჰიტლერი მოვიდა, ფროიდის ერთერთ ცნობილ გამონათქვამში დამპყრობელის ხმა ისმის: "იქ, სადაც იყო "იდი”, უნდა მოვიდეს "ეგო””. თითქოს შესაძლებელია სულში დამსხვრეული სამყაროს დაწებება. სიცოცხლის ბოლო წლებში ფროიდმა ხახის კიბოს გამო 33 ოპერაცია გადაიტანა. 1939 წლის სექტემბერში იმისთვის, რომ გაქცეოდა ტკივილებს, მან თავის ექიმს სთხოვა მორფის სასიკვდილო დოზა მიეწოდებინა. იგი არ დანებდა. მისი სიცოცხლის ბოლოს იდგა მისი ყველაზე უპირველესი სურვილი: "ეგო”-მ უნდა გაიმარჯვოს.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 843 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]