ზიგმუნდ ფროიდი – “ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები”
2011-04-05, 10:02 PM


ზიგმუნდ ფროიდი

(1856 – 1939)

ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი

„ფსიქოანალიზის მამა"

„ადამიანი, რომელმაც დასაბამი მისცა სულის დაუსრულებელ სიღრმეებში მოგზაურობას"

freud3

"შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.”

freud_2

"სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.”

sigmund_freud

"ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.”

"ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.”

nemon_freud

"აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადააადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.”

123sigmund-freud

ბავშვობის წლები: ზიგისმუნდ შლომო ფროიდი დაიბადა 1856 წ. 6 მაისს, ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქი პრჟიბორი).

1859 წ. ეკონომიკურმა კრიზისმა მამამისის ბიზნესი დაანგრია და ოჯახი გადავიდა ვენაში, ლეოპოლტშტადტში, ებრაულ დასახლებაში.

22 წლისამ შეიცვალა სახელი და დაირქვა ზიგმუნდი.

განათლება: 1973 წ. წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია. ამ დროს უკვე შეეძლო რამდენიმე ენაზე კითხვა. მედიცინის შესასწავლად ჩააბარა ვენის უნივერსიტეტში. ატარებდა კვლევებს; ესწრებოდა ფსიქიატრიის კურსებს. მისი ინტერესის ერთადერთი სფერო ამ პერიოდში ნევროლოგიური ასპექტები იყო. 1881 წ. მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი.

კარიერული წინსვლა: სტაჟირება გაიარა პარიზში მსოფლიოში ცნობილ ნევროპათოლოგთან ჟან მარტინ შარკოსთან, რომელიც წარმატებით იყენებდა ჰიპნოზის ტექნიკას. დაიწყო კერძო პრაქტიკა ვენაში; მუშაობდა კერძო კლინიკაში, სადაც იყენებდნენ ჰიპნოზს; ფროიდი იკვლევდა ნერვული დაავადებების მკურნალობას ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.

1909 წ. მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით გაემგზავრა აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.

აღმოჩენები: ფროიდმა აღმოაჩინა კოკაინის ტკივიგამაყუჩებელი და მასტიმულირებელი ეფექტი (1884 წ.); ოიდიპოსის კომპლექსი (1897 წ.).

1896 წ. პირველად გამოიყენა ტერმინი „ფსიქოანალიზი".

ნაშრომები: არის არაერთი ნაშრომის, წიგნის, ლექციების კურსის, კვლევის თუ სტატიის ავტორი, მაგ.: „სიზმრები" (1899); „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია" (1901); „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი" (1905); „ტოტემი და ტაბუ" (1912); ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში" (1915);
„მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი" (1921); მიმოწერა აინშტაინთან: „რატომ ომი?" (1932 წ.) და სხვა.

1919 წ. შეისწავლა ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგია.

წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს" (1920) შემოიტანა ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ".
წიგნში „ეგო და იდი" (1923 წ.) ფროიდმა პირველად აღწერა ფსიქიკის სტრუქტურა: „ეგო", „სუპერ-ეგო", „იდი".

ის აღიარეს: 1936წ. აიღნიშნა ფროიდის 80 წლის იუბილე; ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებამ აირჩია წევრ-კორესპონდენტად.

1930 წ. გადასცეს გოეთეს სახელობის ჯილდო ფსიქოლოგიაში და გერმანულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

პირადი ცხოვრება: 1886 წ. ფროიდი დაქორწინდა მარტა ბერნეისზე.

1923 წ. ფროიდს პირის ღრუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში (1938), სადაც განაგრძობდა პაციენტების მიღებას და მეცნიერულ საქმიანობას.

ავადმყოფობა და გარდაცვალება: ფროიდი 1939 წ. 23 სექტემბერს გარდაიცვალა ლონდონში, 83 წლის ასაკში სახის კიბოთი. მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია და ბოლო წლებში ატარებდა ხახის პროტეზს.

სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა: ბოლო 4 წლის განმავლობაში ფროიდი ვეღარც ლექციებს კითხულობდა და ვეღარც ფსიქოთერაპიის სეანსებს უტარებდა პაციენტებს.

ფროიდი ძალიან იტანჯებოდა ტკივილებისგან და ექიმს სთხოვა ევთანაზია, რომლის იდეაც მაშინ საკმაოდ პოპულარული იყო. ექიმმა მორფინის სამმაგი დოზა მიაწოდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ტრივია: ფროიდს გვიმრების ავადმყოფური შიში ჰქონდა. ასევე, საშინლად ეშინოდა რიცხვი "62″-ის; არცერთ სასტუმროში ოთახს არ შეუკვეთავდა თუ ნომრები 62-ს სცილდებოდა.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1688 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]