ტიციან ტაბიძე
2011-02-22, 7:27 PM

ტიციან ტაბიძე
Titsian Tabidze.jpg
დაბადების თარიღი:

21 მარტი, 1893

დაბადების ადგილი:

ჭყვიში

გარდაცვალების თარიღი:

დეკემბერი, 1937

ეროვნება:

ქართველი

საქმიანობა:

მწერალი, პოეტი

ჟანრი:

ცისფერყანწელი

დებიუტი:

XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე


ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა" სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით". რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს". ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. იყო გალაკტიონ ტაბიძის ბიძაშვი სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა.

ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.


«მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს»


– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 19011905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 981 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]