ტაჯ-მაჰალი
2011-08-07, 12:57 PM

Quantcast

მსოფლიოს უმშვენიერეს ნაგებობებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი ტაჯ-მაჰალია, რომელიც

შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალი

ინდოეთის მე-13 ფადიშაჰ შაჰ-ჯახანისა და მისი მეუღლის – მუმტაზ-მაჰალის სიყვარულის ისტორიას უკავშრდება. ფადიშაჰისთვის მუმტაზი მესამე მეუღლე იყო, მაგრამ ისტორიული წყაროები მათ განსაკუთრებულ სიყვარულზე მოგვითხრობენ.  როცა მუმტაზ-მაჰალი მეთოთხმეტე შვილზე მშობიარობდა, იგი გარდაიცვალა. შაჰ-ჯახანმა მეუღლის გარდაცვალება უმძიმესად გადაიტანა , მოგვიანებით კი გადაწყვიტა საყვარელი ცოლის ხსოვნისთვის ულამაზესი მავზოლეუმი აეგო.

ამბობენ, რომ ტაჯ-მაჰალი უმჯობესია მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას იხილო, რადგან ამ დროს თეთრი მარმარილო ცის ვარდისფერ და სტაფილოსფერ ფერებს ირეკლასვს და არაჩვეულებრივ სილამაზეს იძენს. ყოველწლიურად მსოფლიოდან ოთხ მილიონამდე ტურისტი შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალის სიყვარულისადმი მიძღვნილი უმშვენიერესი მავზოლეუმის სანახავად ინდოეთში მიემგზავრება და ტაჯ-მაჰალის სილამაზით დატყვევებულნი ცხოვრების ბოლომდე რჩებიან.

შაჰ-ჯახანის ცოლის მუმტაზისთვის მიძღვნილი მავზოლეუმი გარედან თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, შიგნიდან კი – ათასობით ძვირფასი თვლით. მოზაიკის სტილს, რომლითაც ტაძრის შიდა ინტერიერია მოხატული, პიეტრა დურას უწოდებენ. ამდენად, ტაძრის კედლების მოსაპირკეთებლად ძვირფასეულობის მთელი განძია გამოყენებული. მუმტაზის სამარხის თავზე მუდამ ანთია ლამპარი, რომლის ნახაზებიც თავის დროზე ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროდან ჩამოიტანეს. ამბობენ, რომ ცეცხლი ლამპარში არასოდეს ჩამქრალა. ამიტომაც ფადიშაჰის მეუღლის სამარხს „სინათლის სამარხსაც" უწოდებენ.


ტაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. ტაძრის მშენებლობა 1631 წელს დაიწყო და 22 წელი გაგრძელდა. მის მშენებლობაში 20 000 მუშა იღებდა მონაწილეობას. საშენ მასალს მთელი ინდოეთიდან და ცენტრალური აზიიდან 1000-ზე მეტი სპილო ეზიდებოდა. ტაჯ-მაჰალის სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, მის გარშემო გაშენებულ ბაღს კი მთლიანობაში 18 ჰექტარი მიწა უკავია. ბაღში გაშენებულია ტბები, შადრევნები და ხელოვნური არხები. ტაჯ-მაჰალში მოქცეულ მთავარ მეჩეთს ოთხი მინარეთი აქვს, საიდანაც დღეში 5-ჯერ ლოცვისაკენ მოუწოდებენ მუსულმანებს.

სულთან შაჰ-ჯახანს 4 ვაჟი ჰყავდა. ოთხივეს სულთნობა სურდა. უფროსმა ვაჟმა ძმები მოკლა, მამა კი ტაჯ-მაჰალის მახლობლად მდებარე კოშკში დააპატიმრა. მას შემდეგ შაჰ-ჯახანს ისღა დარჩენოდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გისოსებიდან ეყურებინა თავისი ქმნილებისათვის.

ბოლოდროინდელი წყაროების მიხედვით დგინდება, რომ ტაძარი ნელ-ნელა მიწაში იძირება...


წყარო:http://tatatatuli.wordpress.com

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1244 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]